MOLAმე პირადად ცუდი შეგრძნება მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით

ფილოსოფია კი კარგია, მაგრამ არამგონია ხარისხიანი პროდუქტი გამოიტანონ ბაზარზე.
კანონიკალი ზოგადად არ არის ცნობილი თავისი ხარისხიანი პროდუქციით.
უბუნტუ TV-ს რა მოუვიდა ნეტა?

და საერთოდ, მაგარი სირები არიან, მე თუ მკითხავ. ბოლო 3 წელი unity-თ რატომ წაიღეს ტვინი? გარდა ამისა, ორი წელი Qt-ში წერდნენ Unity2D-ს, რომელიც დამოუკიდებელი პროექტი იყო და იწერებოდა უნითის პარალელურად. ამდენი ძალიხმევა ჩაიყარა წყალში: რამოდენიმე თვის წინ გამოაცხადეს, რომ Unity2D-ს ანებებენ თავს.
ახლა კი ეს სიცხიანი ხალხი ამბობს, რომ ერთი და იგივე ბინარული ფაილები ყველა ფუქციას შეასრულებს ერთად: ტაბლეტსაც, ტელეფონსაც და დესკტოპსაც.
მე კი არ ვიცი ზუსტად როგორ მიაღწევენ ამას, მაგრამ (როგორც წავიკითხე) დღევანდელი unity და ახალი სატელეფონო ინტერფეისი
რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან: "Unity is written as a plugin for Compiz" (ჯერ კიდევ როდის ვიძახდი რომ გამოყლევდნენ!), ხოლო თანამედროვე სატელეფონო გარემო - სუფთა QML არის და მათ შორის
ნოლი კავშირია.
კიდევ, სადღაც წავიკითხე და დაზუსტებით ვერ გეტყვით, უბუნტუს ახლი სატელეფონო სისტემა არის დაფუძნებული ანდროიდზე და სიანოგენმოდზე. დაფუკ? ვინმემ ხომ არ იცით ამის შესახებ რამე დაწვრილებით?