#4770186 · 8 Feb 2007, 23:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ პატივცემულო საზოგადოებავ, ვარ რა დამწყები (ეს დროც მოვიდა...) ლინუქსის მომხმარებელი (ამ სიტყვის სრული და ყველანაირი მნიშვნელობით) და არამც და არამც „ლინუქსოიდი“ ან „მოყვარული“) და სფერო რომელშიც მე დამჭირდა ეს უბედურება გახლავთ სერვერები (არა ბიჭო დესკტოპში დამჭირდებოდა!) ამიტომ მომიწია სწავლა, იმიტომ რომ სხვის იმედად არასოდეს ვყოფილვარ და ამ ერთხელ შევცდი და საკმაო ფინანსური ზარალიც ვნახე... ხოდა რომ მივხვდი რომ ისევ ჩემი გასაკეთებელი იყო და სხვა გზა არ მქონდა, ავდექი და დავიწყე...
პლატფორმა რომელზეც ვაწყობთ სერვერს არის FreeBSD რატომ არის და რისთვის მაგაზე კითხვები ნუ იქნება, არის და მორჩა. შესაბამისად ვისაც ამ პლატფორმაზე აინტერესებს სერვერის (როგორც შემდეგ მიხვდებით ჰოსტინგ სერვერის) აწყობა გააგრძელოს კითხვა, ვისაც არ აინტერესებს წაიკითხოს ის რაც აინტერესებს!
პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა რომ წინამდებარე ტექსტი, ე.წ. "ტუტორიალი" არის ძალიან დილეტანტური და აიღეთ საკუთარ თავზე ყველა ის რისკი, რაც შეიძლება შეიქმნას ამ სერვერისთვის, მე ხელებიც დამიბანია, დამწყები ვარ და რაც ვქენი ჩემით ვქენი, გამომდინარე იქედან რომ ბევრი ვიწვალე, მინდა სხვებს მაინც გავუადვილო საქმე.
მოკლედ:
სისტემა: Free BSD DNS სერვერი: BIND 9 ვებ-სერვერი: Apache 2 ენები: php5 perl 5.8 მონაცემთა ბაზების სერვერი: MySQL 5 მეილ-სერვერი: Postfix POP/IMAP: Courier ftp: proFTPD ჰოსტინგ პანელი: VHCS
ამას + კიდევ დავაყენებთ ports collection-თან სამუშაო სოფტს, mc-ს და webmin-ს
FreeBSD-ს ინსტალაციის პროცედურას არ დავწერ, მარტივია და დოკუმენტაციაშიც შესანიშნავადაა ახსნილი. მარტო იმას ვიტყვი, რომ დააყენეთ მინიმალური ვარიანტი + ports-ები. მეტი არაფერი არაა საჭირო. ინსტალაციის ბოლო ეტაპზე გაუწერეთ ჰოსტის და დომენის სახელები, აიპი მისამართები და ჩართეთ ssh-ი. მომავალში შევთანხმდეთ რომ ჰოსტის სახელი იქნება hosting დომენის სახელი server.net ანუ ჯამში იქნება hosting.server.net IP მისამართი იქნება 192.168.1.3 მეორე აიპი მისამართი იქნება 192.168.1.4 dns-ს 192.168.1.1 და გეითვეი 192.168.1.1 საბნეტი 255.255.255.0
ინსტალაციისას მარტო პირველადი აიპი მიუთითეთ, მეორადს მერე ვიზამთ.
პირველი ჩატვირთვა:
| CODE | | edit /etc/ssh/sshd_config |
ვეძებთ
ვცვლით:
ვინახავთ და გამოვდივართ.
ვეძებთ ქსელის ადაპტერის კონფიგურაციას, ჩემს შემთქცევაში:
| CODE | | ifconfig_fxp0=”inet 192.168.1.3 netmask 255.255.255.0” |
და ამას ქვევით ვუწერთ:
| CODE | | ifconfig_fxp0_alias0=”inet 192.168.1.4 netmask 255.255.255.0” |
შედეგად ჩვენი სერვერი უკვე 2 აიპიზეა ჩამოკიდებული და ორივეს პასუხობს, ეს აუცილებელია მეორადი dns სერვერების დასაქოქად. (რა საჭიროა მაგაზე მერე.) ამასაც ვინახავთ და სერვერს ვარესტარტებთ( ბრძანება: shutdown –r now ). მომავალში შეგვიძლია ყველა დანარჩენი ოპერაცია ssh-ით შევასრულოთ და სერვერზე მონიტორი და კლავიატურა მიერთებული არ გვქონდეს. არ აქვს მნიშვნელობა ssh-ით მოხდება თუ პირდაპირ მართვა სერვერის, რადგანაც მოქმედებები ერთნაირია, ამიტომ მე დავწერ და თქვენ როგორც გინდათ ისე გააკეთეთ  1. ვაყენებთ cvsup-ს, რომ მომავალში ports tree გავააპდეიტოთ, ვინც არ იცის, freebsd-ს აქვს ე.წ. ports collection რაც წარმოადგენს ყველა ჯურის სოფტის ერთგვარ სიას თავისი მოსაქაჩი მისამართებით, შესაბამისად ეს სია სულ განახლებული უნდა გვქონდეს რომ ახალი სოფტი მოვქაჩოთ. დავიწყეთ ვწერთ: | CODE | | whereis cvsup-without-gui |
დაწერს:
| CODE | | cvsup-without-gui: /usr/ports/net/cvsup-without-gui |
ანუ მოგვიძებნა სადაა cvsup-without-gui-ის პორტზე ინფორმაცია განთავსებული პოტების სიაში, გადავედით დირექტორიაში:
| CODE | | cd /usr/ports/net/cvsup-without-gui |
მერე:
ეს მოქაჩავს ათას ოხრობას გარდა cvsup-without-gui-ისა, ანუ დეპენდენსიებს, დააკომპილირებს, დააინსტალირებს და დროებით დირექტორიებს/ფაილებს წაშლის. ინსტალაციისას პერმანენტულად ამოხტება ლურჯი ფანჯრები სადაც პარამეტრების შეცვლის გარეშე შეგიძლიათ ok-ს აჭიროთ ხოლმე.
დადგა.
რომ დადგება, მერე:
| CODE | | cp /usr/share/examples/cvsup/ports-supfile /root/ports.list |
ეხლა რა ვქენით ჩვენ, /usr/share/examples/cvsup/ports-supfile ეს არის კონფიგურაციის სადემონსტრაციო ფაილი, რომელიც დავაკოპირეთ როგორც /root/ports.list აი ეს ფაილი. ამ უკანასკნელ ფაილში შევიტანთ ცვლილებებს.
| CODE | | edit /root/ports.list |
გაიხსნება რაღაც უბედურება  ვეძებთ: | CODE | # IMPORTANT: Change the next line to use one of the CVSup mirror sites # listed at [URL=http://www.freebsd.org/doc/handbook/mirrors.html]http://www.freebsd.org/doc/handbook/mirrors.html[/URL]. *default host= CHANGE_THIS.FreeBSD.org *default base=/var/db *default prefix=/usr
|
აი ამ ფრაგმენტს და *default host= CHANGE_THIS.FreeBSD.org -ს ვცვლით *default host= cvsup.caucasus.net -ით. ანუ აწი პორტების ხეს წამოვიღებთ არა უცხოური სერვერიდან დაბალი სიჩქარით, არამედ ლოკალური სერვერიდან გრიალით!  ვეძებთ -ს და ვაკომენტირებთ:
მერე, ჩავივართ ქვევით და ვამსგავსებთ თქვენს ფაილს აი ამას:
| CODE | ports-base #ports-accessibility #ports-arabic #ports-archivers #ports-astro ports-audio ports-benchmarks #ports-biology #ports-cad #ports-chinese ports-comms #ports-converters ports-databases #ports-deskutils ports-devel ports-dns ports-editors #ports-emulators #ports-finance #ports-french ports-ftp #ports-games #ports-german #ports-graphics #ports-hebrew #ports-hungarian #ports-irc #ports-japanese #ports-java #ports-korean ports-lang ports-mail #ports-math #ports-mbone ports-misc #ports-multimedia ports-net #ports-net-im ports-net-mgmt #ports-news #ports-palm #ports-polish ports-ports-mgmt #ports-portuguese #ports-print #ports-russian #ports-science ports-security ports-shells ports-sysutils #ports-textproc #ports-ukrainian #ports-vietnamese ports-www #ports-x11 #ports-x11-clocks #ports-x11-fm #ports-x11-fonts #ports-x11-servers #ports-x11-themes #ports-x11-toolkits #ports-x11-wm
|
რას ნიშნავს ეხლა ეგ, ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვჭირდება მთელი ხის წამოღება, და გვინდა კონკრეტულად რაღაც რაღაც ტიპის პორტებზე ინფორმაციის წამოღება. თუ რომელი ტიპის პორტი რეებს შეიცავს, ნახეთ აი აქ: http://www.freebsd.org/doc/en_US.ISO8859-1...l#CVSUP-INSTALL ოღონდ ქვევით ჩადით. ყველაფერს რომ მოვრჩებით ვასეივებთ, ვლოგოფდებით, ისევ ლოგონი (რომ სისტემამ cvsup ბრძანება გაიგოს.) და ვწერთ; | CODE | | cvsup –g –L 2 /root/ports.list |
ველოდებით დაახლოებით 5-10 წუთი. ყველაფერს რომ მორჩება და გავა ბოლოში მერე ვიწყებთ პორტების ინსტალაციას.
1. portmanager
გვეტყვის:
| CODE | | /usr/ports/ports-mgmt/portmanager |
| CODE | | cd /usr/ports/ports-mgmt/portmanager |
პრინციპი იგივე, ლურჯ ფანჯრებში ვკითხულობთ და თუ პარამეტრები გვაწყობს ok თუ არ ვიცით გვაწყობს თუ არა ეგრევე ok თუ ვიცით რა და როგორ მაშინ მე რაღა საჭირო ვარ  2. portupgrade
გვეტყვის:
| CODE | | /usr/ports/ports-mgmt/portupgrade |
| CODE | | cd /usr/ports/ports-mgmt/portupgrade |
3. ამეებს მოვრჩით. ეხლა დავაყენოთ mc. პრინციპი იგივე:
გვეტყვის:
| CODE | | cd /usr/ports/misc/mc |
3. ეხლა დავაყენოთ webmin-ი, რომლითაც ბროუზერით ვმართავთ სერვერს.
გვეტყვის:
| CODE | | /usr/ports/sysutils/webmin |
| CODE | | cd /usr/ports/sysutils/webmin |
ამას რომ მორჩება, უნდა გავუშვათ ინსტალაციის სკრიპტი:
სკრიპტს ვუშვებთ ასე:
| CODE | | /usr/local/lib/webmin/setup.sh |
და ენტერ. მერე გვკითხავს რაღაცეებს რაზეც პასუხს მარტოც გასცემთ. ყველაფერს რომ მორჩებით რესტარტი. პირველი ეტაპი დავამთავრეთ. მეორე ეტაპს დავიწყებთ ცოტა მოგვიანებით  ალბათ ხვალ. დასასრულ გირჩევთ აი ამას: http://www.freebsd.org/doc/en_US.ISO8859-1...book/index.html ფანტასტიური დოკუმენტაცია სადაც თითქმის ყველა კითხვაზე იპოვით პასუხს ყველა იმ კითხვაზე რომელზეც პასუხს ვერ იპოვით მანდ, გამოიყენეთ ეს: www.google.com ასევე მადლობა SuperVisor-ს იმ დახმარებისთვის რაც გამიწია და აი ამ პოსტისთვის: http://forum.ge/?showtopic=33684587&view=findpost&p=4113036დანარჩენი ხვალ ან უახლოეს მომავალში
--------------------
http://www.gode.ge შინაარსიანი ბლოგი
|