ჩემი საბოლოო არჩევანი - amarok
სამუშაო გარემოში - mplayer/mpg321
ომში - xmms
მარტივი ვარიანტი - audacious
amaroK - 1.4.beta3-მდე ვერ გამოიყენებდი, ქრეშაობა და მთელი ამბები + ენჯინების გაუმართაობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა, დღეს ეს პლეერი ძალიან სტაბილურად მუშაობს და დიდ ლისტებსაც უძლებს, მთავარია ისინი მარჯვენა მხარეს არ ჩააგდოთ - ეგ სხვა ლისტია, ამ შემთხვევაში უბრალოდ სიის დალაგებაზე წავა დრო. მიეჩვიეთ მარცხენა პანელში მუშაობას და დაფრინავს

ყველაზე ფუნქციონალური პლეერია, ყველაფერს უკრავს რასაც ენჯინი წაიღებს (თუნდაც xine), ყველაზე მოხერხებულია, აქვს MySQL/PostgreSQL ბაზებში სიის შენახვის საშუალება. დისკზე სიმღერის დამატებისას ავტომატურად ამატებს მას პლეილისტში ყოველგვარი დატვირთვის გარეშე, მომენტალურად. თუ გათიშულია და მაშინ ჩაამატებთ - მაშინაც კი.
Uncle rodney says: 10/10 - amaroK is seriously super!
არ არის KDE-ს ნაწილი, KDE-ში ინტეგრაცია მოხდება KDE 4.0-ის გამოსვლის დროს, ამ დროს პროგრამის ვერსია იქნება 2.0
audacious (იგივე bmp) - ქართულია (

), მარტივი, winampისმაგვარი ინტერფეისი, winamp-ის სკინები პირდაპირ მიდის რიხინ-რიხინით. მუშაა, პრობლემები არ შემიმჩნევია. დიდ ლისტებზეც მუშაობს ნორმალურად. იგივე ძველი bmp არის ცოტა მივანაროტებული, მილამაზებული და კიდევ დაბაგფიქსული. სანდროს ვურჩევდი.
bmpx - დიიდი კვერცხობა, მიუხედავად იმისა რომ დეველოპერები ძალიან აქებენ - არც ბიბლიოთეკა უვარგა და არც სია, უბრალოდ მოუხერხებელია... ძველ bmp-თან ფაქტიურად კავშირი არ აქვს.
Juk - ვიღაცას iTunes-ს აგონებს, შედის kdemultimedia-ში. დიდი არაფრით გამოირჩევა, სხვა პლეერების ფონზე ფაქტიურად ჩაძირულია, ტიტანიკივით არა - ტიტანიკი ჩანდა და გვახსოვს - ეს არა...
mplayer / mpg321 - აუდიონაწილს თუ შევხედავთ - მუშა კონსოლის პლეერები/დეკოდერები, mpg321-ის გამოყენება მოუხერხებელია, ვერ გადაახვევ, თუმცა მაინც ვიყენებთ ხოლმე

თავისი ადგილი აქვს, როცა X არ გაქვს - კაი რამეა

xmms - ყველაზე ძველი და მუშა პლეერი, მრავალი "პლუგინით". არ აქვს უნიკოდის მხარდაჭერა და ეს ტეხს, თორემ bmp არ იცოცხლებდა. winamp-ისმაგვარი ინტერფეისი, სკინები მიდის. "მუშა" პლეერია!! დიდ ლისტებთან ყველაზე მაგრად მეგობრობს. ასევე ყველაზე სწრაფად კითხულობს ფაილის სათაურებს (ძველი ID-ების წყალობით). სამხედრო პირობებში ყველაზე ნაღდია!

სხვა (მიუთითეთ)
რაიო?
This post has been edited by GioMac on 1 Jun 2006, 23:07