მოკლედ რომ დავწეროთ ფაქტიურად ორი მთავარი ტიპის რაუტინგ პროტოკოლებია
Distance Vector (RIP, IGRP, BGP) და Link State (OSPF, IS-IS).
სხვაობა იმაშია რომ Distance Vector პროტოკოლები მხოლოდ პირდაპირ შეერთებულ მეზობელ
რაუტერებთან მუშაობენ. Routing Table exchange/update ხდება directly connected დონეზე.
ანუ რაუტერმა იცის რომელი მეზობლისგან ისწავლა გარკვეული რაუტი, მაგრამ არ იცის მეზობელმა
საიდან ისწავლა.
Link-Stateის შემთხვევაში ნებისმიერმა რაუტერმა იცის ყველაფერი ქსელის შესახებ, მთელი ტოპოლოგია.
ეს ინფორმაცია გადაიცემა რაუტინგ დომეინში (OSPF area; IS-IS Autonomous System). აქედან გამომდინარე
იქმნება ერთი დიდი ბაზა, რომელიც ყველა რაუტერს იგივე აქვს და მასზე დაყრდნობით შემდგომ რაუტერი
თვლის საუკეთესო გზას (shortest path) ქსელის ამა თუ იმ ადგილმდებარეობისთვის.
Classfull/Classless:
სხვაობა მარტივია, Classfull-ს ქსელის announce-ს დროს არ შეუძლია დასაბნეტება, Classless-ს შეუძლია.
ანუ RIP-ში მე რო 10.0.0.0/24 დავამატო ქსელი და announce მივცე სხვა რაუტერებთან მივა როგორც 10.0.0.0/8
ანუ ფაქტიურად მთელ A-ს დაკარგავ იმის გამო რომ Classfull-ია და საბნეტტინგი არ ესმის.
Metric:
ყველა რაუტერი ყოველთვის ცდილობს მაქსიმალურად მოკლე და სწრაფი გზის პოვნას.
Routing Metrics არის ის სპეციფიკა, რისი მეშვეობითაც რაუტინგ პროტოკოლი გამოთვლის
ამა თუ იმ რაუტის ვარგისიანობას (route cost). ყველაზე მარტივი მაგალითია ისევ და ისევ RIP.
RIP-ი რაუტის მეტრიკად თვლის ჰოპებს. აქედან გამომდინარე რაც ნაკლები ჰოპებია რაღაც გარკვეულ
წერტილამდე, მით უკეთესად თვლის და სულ ფეხებზე კიდია რა სიჩქარის ლინკია, შეილება T1 იყოს
და Fast Ethernet სიჩქარეზე უკეთესად ჩათვალოს

OSPF-ი მაგალითად ლინკის სიჩქარესაც მიაქცევს ყურადღებას და
მაგაზე დაფუძნებით გამოთვლის ვარგისიანობას.
იმედია ცოტა დაგეხმარება გააზრებაში, დეტალებში არ დამიწერია იმიტომ, რომ ძალიან ბევრია მაშინ საწერი
This post has been edited by Distortion on 10 Feb 2010, 11:16