120 არის Administrative Distance. ანუ რამდენად დაუჯეროს რაუტს RIP-მა.
უფრო გარკვევით რომ გითხრა წარმოიდგინე რომ არის ორი რაუტერი ქსელში
და ერთმანეთზე სადაც RIP და OSPF-ია მაგალითად. ანუ ერთ რაუტერს მისდის
მეორე რაუტერისკენ რაუტები ორი პროტოკოლით ერთდროულად. ანუ რომელს
დაუჯეროს, რომელი უფრო ვარგისიანია. რაც ნაკლებია Administrative Distance მით
უფრო მაღალ ხარისხს ნიშნავს. ამიტომაც static route რომ გაწერო და მერე show ip
route რო ნახო AD ყოველთვის 1 ექნება. ანუ ხელით არის მანუალურად გაწერილი
და ნებისმიერ რაუტინგ პროტოკოლზე დიდი უპირატესობა აქვს. რადგან OSPF-ი
უკეთესი პროტოკოლია ვიდრე RIP, AD აქვს 110 აქედან გამომდინარე რაუტერი
OSPF-ს მიანიჭებს უპირატესობას ვიდრე RIP-ს.
4 კიდე არის ზუსტად რომ მეტრიკა. ანუ რამ სიშორეზეა რაუტი ამ რაუტინგ პროტოკოლის
მიხედვით. შენს შემთხვევაში 4 ჰოპის დაშორებით