Gio_lamშეზღუდულია პლატფორმის სწრაფქმედებით. კრიპტოგრაფია საკმაოდ მაგრად ურტყავს პროცესორს, ასე რომ დაუკრიპტავი ტრაფიკის გატარება თუ შეუძლია რაუტერს სიტყვაზე 50 მეგაბიტი, დიდი ალბათობაა რომ დაკრიპტული ტრაფიკი გაატაროს 8 მეგაბიტი სიტყვაზე, თუ ცალკე ჩაშენებული VPN accelerator მოდული არ აქვს. ასევე შიფრის სიძლიერესაც გააჩნია, რაც უფრო ძლიერია შიფრაცია, მით უფრო მეტია დატვირთვა პროცესორზე და მით ნაკლებია bandwidth თავის თავად
katchakatchoRouter#configure terminal
Router(config)#ip route DestinationNetworkSubnetID SubnetMask NextHopIP
მაგალითად ip route 192.168.15.0 255.255.255.0 192.168.1.2 ჩანაწერი ეტყვის მარშრუტიზატორს, რომ 192.168.15.0/24 ქსელზე მოსახვედრად უნდა მიმართოს 192.168.1.2-ს (რომელთანაც წესით პირდაპირი, point to point ლინკი უნდა ჰქონდეს რაუტერს რომელიმე ინტერფეისზე).