lashatt21) სვიჩპორტების გაერთიანებას etherchannel/portchannel-ში ან მათ ჯამურ ტრაფიკს.
2) Layer2 იზოლაციისთვის, ერთი ფიზიკური სვიჩი იყოფა ბევრ ლოგიკურ სვიჩებად.
3) გააჩნია, თუ მარშრუტიზატორი არ გიდგას (GeLink-ია) და კომპიუტერი პირდაპირ გარე IP-ს იღებს მაშინ ან მეორე ლან კარტაც გინდა (სადაც შიდა ქსელს გაუწერ და internet connection sharing-ით დანატავ) ან მარშრუტიზატორი.
4) სურ. 4 - პასუხია 3, რადგან encapsulation dot1q აქვს მითითებული (და არა ISL), ამრიგად dot1q არის სტანდარტიზირებული პროტოკოლი, რომელიც სხვა მწარმოებლის აპარატურასაც აქვს. ISL-ის შემთხვევაში მარტო cisco-ებს შორის იქნებოდა შესაძლებელი trunking.
5) სურ. 18 - პასუხია 2, რადგან 192.168.1.54 ამ შემთხვევაში ეკუთვნის საბნეტს 192.168.1.48/28 (.192.168.1.48 დან - 1.64 მდე) და ნიშნავს რომ შემოდის ინტერფეისიდან Fa0/1.1, ადრესატი მისამართი 192.168.1.120 კიდევ ეკუთვნის ქვექსელს 192.168.1.64/26 (192.168.1.64-იდან 1.128-მდე). აქედან გამომდინარე გადაამისამართებს Fa0/1.2-ზე.
6) სურ. 7 - პასუხია 1, რადგან ფიზიკურად უნდა მიხვიდე და ნახო რა ადგილია, როგორი კედლებია, ოთახები და ა.შ. რომ სტრატეგიულად სწორად შეძლო უსადენო აპარატურის განლაგება.
7) სურ. 19 - პასუხია 2, რადგან WiFi-ს შემთხვევაში კანალები 1, 6 და 11 არ გადაფარავენ ერთმანეთს და ამიტომაც თუ რამოდენიმე ექსეს პოინტს ვდგავთ ერთმანეთის უშუალო სიახლოვეში, მიზანშეწონილია აღნიშნული არხები ავირჩიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაფარავენ სიხშირეს და ერთმანეთს შეუშლიან ხელს: