nika9282პირველ ორ კითხვას ვერ მივხვდი
DUAL და SPF საერთოდ სხვადასხვა ალგორითმებია. SPF არის სრული link state, ანუ ბაზაში ყველა ლინკი და ყველა მარშრუტია ასახული. OSPF-ის შემთხვევაში ყველა area-ს ცალცალკე ბაზა აქვს.
DMVPN იმ შემთხვევაში გადგება, თუ ბრენჩ ოფისებს/ობიექტებს ერთმანეთთან ხშირი ინფორმაციის მიმოცვლა აქვთ და ასევე თუ ბრენჩს დინამიური IP აქვს. DMVPN-ის შემთხვევაში თუ spoke-ებს ესაჭიროებათ ერთმანეთში ინფორმაციის მიმოცვლა, HQ აწვდის template-ს სადაც ყველა credential-ია. შედეგად დინამიურად იწევა პირდაპირი VPN ორ სპოუკს შორის. ინფორმაციის მიმოცვლის შემდეგ გარკვეული პერიოდი (კონფიგურებადი) idle-ა და შემდეგ თუ ინფორმაციის მიმოცვლა არ აღდგა SA იშლება. საჭიროების შემთხვევაში ისევ იქევა. კიდევ კარგია იმ მხრივ, რომ კონფიგი მარტივდება. HQ-ში ყველასთვის ცალ ცალკე სტატიკურად ტუნელის დაკონფიგურების ნაცვლად, ერთ კონფიგურაციას აკეთებ და საკმარისია.
lashatt2ფიზიკურ დონეზე რო შეხედო ISP მხარეს დგას მოწყობილობა რომელსაც ჰქვია OLT. გამოდის ოპტიკა, მიდის მიწით შესაბამის წერტილამდე (უბანი მაგალითად). შემდეგ დგას სპლიტერი (პასიური მოწყობილობა, დენი არ სჭირდება) და სპლიტერის მერე იყოფა ბევრ ხაზებად. ეგ ხაზები მიდიან საჭირო ობიექტებამდე (მაგალითად კორპუსის სადარბაზო) და საჭიროების შემთხვევაში კიდევ შეიძლება დაისპლიტონ. ჯამში აბონენტთან მონტაჟდება მოწყობილობა რომელსაც ჰქვია ONU. შეიძლება ჰქონდეს რაუტერის ფუნქციაც და WiFi-ც.
იმისთვის რომ ONU-ებმა ერთმანეთს კომუნიკაციაში ხელი არ შეუშალონ გამოიყენება TDMA მეთოდი. ორ სიტყვაში რომ განვიხილოთ, დაშეარებული არხი იჭრება ტაიმსლოტებად. შესაბამისი დივაისი შესაბამის ტაიმსლოტში ოპერირებს ისე, რომ ხდება მისი გამორჩევა სხვისგან.
--
ACL-ებს რაც შეეხება სტანდარტულ ACL-ში ნაკლები დამატჩვის კრიტერიუმები გაქვს, ვიდრე extended-ში. სტანდარტულში ვერ მიუთითებ პროტოკოლს, ვერ მიუთითებ პორტს და ა.შ.
--
ინტერფეისზე IP დაუნიშნე? კროსოვერით აერთებ?