lashatt2ცოტა არ იყოს მიკვირს იცი შენ კითხვებს რომ ვკითხულობ.
ჯერ საბნეტირება არ გაგიგია თურმე და BGP- ზე გადახვედი

128- ს 192-ს და ასე შემდეგ იმიტომ ხედავ მასკაში რომ ეს შენი და მანქანის ურთიერთგაგებისთვისაა და არა იმიტო რო მაგ რიცხვებში ქვექსელები შედის, კი შედის მაგრამ სხვა რამეს უნდა დააკვირდე. შენ თავს ის შეეკითხე ეს 128 და 192 რას უნდა ნიშნავდეს მანქანისთვის, გადაიყვანე მანქანის ენაზე.
11111111.11111111.11111111.00000000 = 255.255.255.0 = /24: ანუ 24 ერთიანი და 8 ნოლიანი
11111111.11111111.11111111.10000000 = 255.255.255.128 = /25: ანუ 25 ერთიანი და 7 ნოლიანი
11111111.11111111.11111111.11000000 = 255.255.255.192 = /26: ანუ 26 ერთიანი და 6 ნოლიანი
და ასე შემდეგ
თუ /24 გაძლევს 254 გამოყენებად მისამართს (255- ე ბროდქასთია მარა ეგეც ჩათვალე)
მაშინ /25 მოგცემს მაგის ნახევარს 126
და /26 კიდე უფრო ნახევარს 63.
history doesn't repeat itself, it always remains the same and people are not born to change