ჩემს დროს სხვანაირად იყო,პირველად კომპთან შეხება სკოლაში მქონდა, კვირაში ერთხელ ერთსაათიანი ლექცია ტარდებოდა 6 კაცზე(8 კლასში ვიყავი).
ჯერ კლავიატურაზე ჭიაყელები რომაა იმათ დახოცვას გავსწავლიდნენ(თამაშია ეგეთი) ,მერე ასოების აკრეფა რომ ვისწავლეთ

ჩვენი კუთვნილი 10-10 წუთი შეგვეძლო ნებასურვილის მიხედვით გამოგვეყენებინა,ერთი საცოდავი კომპი იყო P3 და რიგრიგობით ვსხდებოდით.
ზოგი ის 10 წუთი რომელიღაც ფსევდო 3D-ს თამაშობდა ,მე ვის უნდა 20000(თუ 50000).
შემდეგ დაიწყეს პასკალის თეორიული სწავლება
პროგრამ ბეგინ,ინტეჯერ(ბავშვები იმდენჯერს ეძახდნენ)
მაგარ სასაცილო პროგრამებს ვწერდით ....
დაფაზე

პროგრამირებაზე ხომ საუბარი არაა,წინადადებების მართლწერა უფრო იყო მგონი.
მერე შემდეგ სასწავლებელში მეორე კურსიდან ისწავლებოდა კომპიუტერის თეორიული კურსი, მაგრად გავიჭედე ისეთი რთული მეჩვენა.
თუმცა პლიუსი ის იყო რომ 6 კომპი იდგა და რიგში ყოფნა არ გვიწევდა.
თეორიული რომ მოვრჩით,გადავედით პრაქტიკულზე .
მეცადინეობა ისევ კვირაში ერთხელ ტარდებოდა,მაგრამ იმდენად ვიყავი მიუჩვეველი, მაუსი ჰაერში მეჭირა .
ჩემი კურსელი, რომელიც პაინტში მრგვალ ბურთებს და სახეეებს ხატავდა ,საოცარ მცოდნედ მეჩვენა.
OFFTOPIC: მაგრამ ერთ თვეში მეც ვისწავლე ბურთების ხატვა)
|
მერე მეორე კურსზე რაღაც მოხდა არ მახსოვს და უკვე თავად დავამუღამე ასე თუ ისე,ვარეზი უკვე ვიცოდი რაც იყო და გუგლის გამოყენებაც მაშინ დავიწყე.
ნიშნებიც გამომისწორდა,სულ 5-იანები მქონდა და ლექტორი ძალით მათრევდა კომპიუტერის კაბინეტიდან,ბოლოს იმდენი მოვიფიქრე ყველა კომპიუტერზე IE-ს ფანჯარის ზემო ნაწილი,სადაც Microsoft Internet Explorer ეწერა,ჩემი სახელი გვარით შეცვალე და ლექტორმაც კი ვერ წაშალა და ვერც შეცვალა.
იმის მერე ყველა მცნობდა,შენ ის არა ხარ,შენი გვარი ინტერნეტს რომ აწერიაო
ეს სასწავლებელი ისე მოვრჩი, მაგ ფანჯრის შეცვლა ვერ მოახერხეს.
მერე ეროვნულები დაიწყო და სხვა სკოლაში მომიხდა საბუთების შეტანა,სწორედ ამ დროს დაემთხვა ირმის ნახტომიც და ლინუქსის პროპაგანდაც.
იქ საერთოდ საშინელება იყო ,ყველგან კუბუნტუ,რედჰეტი,ფედორა,უბუნტუ ეყენა.
ერთადერთი კომპიუტერი, სადაც ვინდოუსი ეყენა.
ეს იყო კუთხეში დაყუდებული AT კეისიანი P1, 133 მეგაჰერციანი,რომელზედაც Win98 საიფ მოუდში იყო გაშვებული .
ხოდა მეც იქ ვჯდებოდი და დოსის საშუალებით კომპიუტერს სასიყვარულო მესიჯებს ვუგზავნიდი.
მაგ:
hi.
i love you.
ping
მერე და მერე ლინუქსზეც გადამაჯინეს,კმენუდან ფაიფოქსი რომ ამოხტა და ათას მრგვალ ბურთად დაიშალა,თვალები კინაღამ ამომივარდა ლინუქსის უნახავს.
მერე შევეჩვიე და დაჟე ფტპ-ზე ატვირთვაც ვისწავლე მაგითი ,ოღონდ პრობლემა ის იყო რომ ხაზების გაუმართავობის გამო ინტერნეტი ძალიან ნელი იყო(დაიალაფის სიჩქარე)
ხოდა ფაქტიურად ვუსაქმურობდი,სისტემას ვჩიჩქნიდი და კინაღამ კერნელ პანიკაც გამოვიწვიე.
ესეც რომ მოვრჩი,ეხლა სადაც ვსწავლობ იქ ჩავაბარე,ხოდა იქ მსგავსი ლაფსუსები აღარ მქონია,უკვე აღარ ვიბნეოდი.
© თანამედროვე ინფორმატიკის მემატიანის დღიურებიდან.
OFFTOPIC:ეს იყო ძალიან შემოკლებელი ვერსია,არადა რამდენი ახლა ტკბილად მოსაგონარი საათი გამიტარებია ასე დავიდარაბაში |
ვისვენებ და ნუ შემაწუხებთ.