Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
ტექნიკური კონფერენცია
->
პინგვინები და ეშმაკუნები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(7)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
GNU
, All about it!...
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xokaido
რ ა ჭ ვ ე ლ ი
ჯგუფი: Members
xokaido
რ ა ჭ ვ ე ლ ი
ჯგუფი: Members
წერილები: 3804
წევრი No.: 34442
რეგისტრ.: 7-May 07
#12535888
· 8 Feb 2009, 19:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არც თუ ისე პოპულარულია GNU და მასთან დაკავშირებული
საკითხები და ბევრმა არც კი იცის, რომ Linux-ის ხმარება ოპერაციული სისტემის აღმნიშვნელად
დიდი შეცდომა და დანაშაულია გადავწყვიტე ოდნავი სიცხადე შევიტანო ამ სფეროში და მცოდნეებს
მაგალითი მივცე აქტივობისაკენ და უცოდინარებს კი ავუხსნა რაში მდგომაროებს მისი არსი...
მაშ ასე, დავიწყოთ სულ თავიდან, კერძოდ იმით, რომ 1983 წელს ერთმა დიდმა პროგრამისტმა
Richard Stallman-ის სახით გადაწყვიტა შეექმნა სრულიად დამოუკიდებელი, თავისუფლი ოპერაციული
სისტემა, რომელიც იქნებოდა მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად გამტარებელი... ამ მიზნით
შეიქმნა Free Software Foundation რომელსაც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არავითარი კავშირი
არა აქვს "უფასო"-სთან როგორც ეს ბევრს გონია... Free as in Freedom - ანუ თავისუფალი პროგრამული
უზრუნველყოფა და არა უფასო...
აურაცხელი რაოდენობა პროგრამების დაწერის შემდეგ (როცა GCC - GNU C Compiler - უკვე მზად იყო,
ძირითადი ძრავა მთელი სისტემისა) 1989 წელს Richard Stallman შექმნა დოკუმენტი, ლიცენზია, რომელსაც
უწოდა GPL (General Public Licence) და რომელიც პროგრამისტებს ავალდებულებდა (ძალიან უხეშია ეს
სიტყვა ამ კონტექსტში, მაგრამ ვერ შევარჩიე სხვა სიტყვა, შეიძლება უკეთესის მოფიქრებაც) პროგრამული
უზრუნველყოფა გაენთავისუფლებინათ პირადულობისაგან და გამოეცათ როგორც წყარო პროგრამისა (source) ისე
მიეცათ სხვა მომხმარებლებისათვის უფლება მოდიფიცირების და ამ მოდიფიცირებული ვერსიის საჯაროდ
გამოქვეყნებისა. ამ დროისათვის უკვე ნელა-ნელა იკიდებდა ფეხს თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის
იდეა და ფონდში გაწევრიანდა უკვე დიდი რაოდენობა მოხალისე პროგრამისტებისა. ფონდმა დაიწყო აქტიური
მუშაობა ბირთვის, ეგრედ წოდებული kernel-ის მუშაობაზე, რასაც უშუალოდ უნდა მოეხდინა აპარატული
უზრუნველყოფის რესურსების ოპტიმალური განაწილება, კომუნიკაცია სხვადასხვა პროგრამებისა ამ
მოწყობილობებთან და ასე შემდეგ... შერჩეული იყო ასევე სახელიც ბირთვისა და მას უნდა დარქმეოდა hurd...
გარკვეული ეტაპი გადალახული იყო და მიმდინარეობდა პრობლემათა აღმოფხვრაზე მუშაობა როდესაც დიდი
მოწიწებითი წერილი მისწერა GNU-ს საზოგადოებას ვინმე ახალგაზრდა ფინელმა სტუდენტმა სახელად Linus Torvalds,
რომელიც იტყობინებოდა, რომ შექმნა კერნელი და სურს საჯარო გახადოს ის და გამოაქვეყნოს GPL ლიცენზიით...
GPL ლიცენზიაზე ოდნავ მოგვიანებით გვექნება საუბარი, მანამდე კი გავეცნოთ ამ ორი ფენომენის - GNU და Linux-ის
ერთმანეთთან დაკავშირების ისტორიას... მაშ ასე, წერილს იწერება ფინელი სტუდენტი სახელად Linus Torvalds
(წერილს გთავაზობთ ორიგინალში):
QUOTE
From: torvalds@klaava.Helsinki.FI (Linus Benedict Torvalds)
Newsgroups: comp.os.minix
Subject: What would you like to see most in minix?
Summary: small poll for my new operating system
Message-ID:
Date: 25 Aug 91 20:57:08 GMT
Organization: University of Helsinki
Hello everybody out there using minix -
I'm doing a (free) operating system (just a hobby, won't be big and
professional like gnu) for 386(486) AT clones. This has been brewing
since april, and is starting to get ready. I'd like any feedback on
things people like/dislike in minix, as my OS resembles it somewhat
(same physical layout of the file-system (due to practical reasons)
among other things).
I've currently ported bash(1.08) and gcc(1.40), and things seem to work.
This implies that I'll get something practical within a few months, and
I'd like to know what features most people would want. Any suggestions
are welcome, but I won't promise I'll implement them :-)
Linus (torvalds@kruuna.helsinki.fi)
ასეთი დიდი მოწიწებით იწერება წერილს პიროვნება, რომელიც შემდგომში სისტემას წაართმევს სახელს...
აღსანიშნავია, რომ Linus Torvlads-ის ვერსიამ kernel-ისა ძალიან კარგად გაართვა თავი ზუსტად
რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას... ამ მიზეზით GNU-მ გადაწყვიტა საკუთარ სისტემაში გამოეყენებინა
ფინელი სტუდენტის ვერსია kernel-ისა (წარმომიდგენია რა დღეში იქნებოდა მაშინ Linus Torvlads-ი)...
საკუთარ შემოქმედებას Linus Torvalds-მა უწოდა Linux და ამის გამო სისტემას უნდა დარქმეოდა
(და დღესაც ასე უნდა ერქვას) GNU/Linux - იმის აღმნიშვნელად, რომ სისტემა არის GNU და მხოლოდ
ერთი დეტალი, ერთი კომპონენტია არა GNU-ს პროექტისა და მას ქვია Linux-ი...
სისტემა არის გარკვეულ ობიექტთა სიმრავლის ჰარმონიული შერწყმა და ის ვერანაირად ვერ იქნება რომელიმე
მისი შემადგენელი ნაწილი... ასევეა ოპერაციული სისტემაც - შეუძლებელია სისტემა ვუწოდოთ კერნელს, ან თუნდაც
კომპილატორს, ტექსტურ რედაქტორს და მსგავს პროგრამირებისათვის საჭირო და აუცილებელ ხელსაწყოებს...
სისტემა, რომლის შექმნაზეც მუშაობდა GNU-ს საზოგადოება და რომლის განვითარებაშიც მიიღო მონაწილეობა
Linus Torvalds-მა უნდა იწოდებოდეს GNU/Linux-ად და არავითარ შემთხვევაში ცალკე Linux-ად, რადგან Linux-ი არის მხოლოდ ნაწილი ამ სიმრავლისა (ოპერაციული სისტემის)...
ოპერაციული სისტემა შედგება ძალიან ბევრი წვრილმანი თუ მსვილმანი დეტალისაგან და ასოცირებულია სიმრავლესთან...
რაც შეეხება ლიცენზიებს:
GNU-ს ლიცენზიები არის დაფუძნებული თავისუფლების ფილოსოფიაზე პროგრამული
უზრუნყველყოფის სფეროში, რომელიც მომხმარებელს ანიჭებს 4 ძირითად თავისუფლებას:
1) გამოიყენოს და გაუშვას პროგრამული უზრუნველყოფა თავისი მოთხოვნილებების შესაბმისად - თავისუფლება 0
2) შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის პრინციპები, გამოიკვლიოს და შეცვალოს ის საკუთარი
მოთხოვნილებების უკეთ დაკმაყოფილებისათვის (პროგრამის წყარო თან უნდა ჰქონდეს დართული პროგრამულ უზრუნვეყოფას) - თავისუფლება 1
3) თავისუფლება გაავრცელოს მომხმარებელმა პროგრამული უზრუნველყოფის ასლები - თავისუფლება 2
4) თავისუფლება განავითაროს პროგრამული უზრუნველყოფა და საჯაროდ გამოაქვეყნოს პროგრამის საკუთარი მოდიფიცირებული ვერსია
(პროგრამის წყაროსთან ხელმისაწვდომობა სავალდებულია) თავისუფლება 3
ეს არის ნაწილი ქართული თარგმანისა, რომლის ინგლისური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:
http://www.gnu.org/philosophy/free-sw.html
ეს ოთხი არის ფუნდამენტური ღირებულებები რომლებზეც დაყრდნობითაც ვრცელდება შემდგომში
GNU-ს ძალიან დიდი სიმრავლე ლიცენზიებისა მათ შორის
GNU GPL - ძირითადი ლიცენზია პროგრამული უზრუნველყოფისა - გააჩნია ვერსიები 2 და სამი... მათ შორის
სხვაოისა და უკეთ გაცნობისათვის შეგიძლიათ იხილოთ:
http://www.gnu.org/licenses/quick-guide-gplv3.html
,
GNU LGPL - უფლებას გვრთავს გამოვიყენოთ ჩვენს პროგრამაში არათავისუფალი პროგრამული
უზრუნველყოფა - უკეთ გარკვევისათვის იხილეთ:
http://www.gnu.org/licenses/lgpl.html
),
GNU FDL - თავისუფალი დოკუმენტაციის ლიცენზია. დამატებითი ინფრომაციისათვის იხილეთ:
http://www.gnu.org/licenses/licenses.html#FDL
).
ლიცენზიათა სრული ჩამონათვალის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე:
http://www.gnu.org/licenses/license-list.html
გარდა ამისა ძალიან ბევრი რამის გაგება შეიძლება თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის თემასთან დაკავშირებით მისამართზე:
http://www.gnu.org
GNU-ს ფილოსოფიას უკეთ გავეცნობით მისამართზე:
http://www.gnu.org/philosophy/philosophy.html
To be continued.... :-)
This post has been edited by
SuperVisor
on 9 Feb 2009, 17:30
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Link
ჯგუფი: Members
Link
ჯგუფი: Members
წერილები: 13354
წევრი No.: 5493
რეგისტრ.: 19-June 04
#12536041
· 8 Feb 2009, 19:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე ვერ ვხვდები თემის არსს :cry: :user:
...........................................
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
shacko
Member
ჯგუფი: Registered
shacko
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 31
წევრი No.: 78860
რეგისტრ.: 16-December 08
#12536142
· 8 Feb 2009, 20:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Link
QUOTE
Linux-ის ხმარება ოპერაციული სისტემის აღმნიშვნელად
დიდი შეცდომა და დანაშაულია გადავწყვიტე ოდნავი სიცხადე შევიტანო ამ სფეროში
:)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xokaido
რ ა ჭ ვ ე ლ ი
ჯგუფი: Members
xokaido
რ ა ჭ ვ ე ლ ი
ჯგუფი: Members
წერილები: 3804
წევრი No.: 34442
რეგისტრ.: 7-May 07
#12536675
· 8 Feb 2009, 20:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Link
There is no Linux Operating System... there is only GNU/Linux... :-)
და კიდევ ბევრ რამეს დავწერ რო უკეთ გავიგოთ საერთოდ GNU-ს შესახებ,
ჩვენ ძალიან დამახინჯებულად გვაქვს გაგებული ეს სისტემა საერთოდ... :(
ეხლა ცოტა ხანი შევისვენებ და მერე ლიცენზიებზე, პრიორიტეტებზე, ფილოსოფიაზეც
კი უფრო დაწვრილებით გვექნება საუბარი... :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Link
ჯგუფი: Members
Link
ჯგუფი: Members
წერილები: 13354
წევრი No.: 5493
რეგისტრ.: 19-June 04
#12536792
· 8 Feb 2009, 21:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
xokaido
shacko
მე რამდენიმე დღის წინ დავაყენე
უბუნტუ 8.10
და რამდენიმე დღეა ისეთი კმაყოფილი ვარ, რომ .. მოკლედ ვერ აღვწერ...
ჰოდა სიმართლეს გეტყვით პირდაპირ
ძალიან , აი ძძალიან არ მაინტერესებს რა უნდა ერქვას :givi: მთავარი არის რომ მუშაობს კარგად...
და მე ვიყენებ უბრალო სამომხმარებლო დონეზე, მუსიკა, კინო, მეილი, Fტპ\წებ სერვერი, ვირტუალკაც მაქვს, რომელზეც xp-ს ვამუშავებ flash multi boot live cd-ს დასატესტად, და ვიყენებ როგორც ჩვეულებრივ ოპერაციულ სისტემად...
ჰოდა რატომღაც მგონია რომ ბევრს არ დააინტერესებს რატომ არის\უნდა იყოს ისე, და არა ასე...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANZERKOPF
Schlosser
ჯგუფი: Members
PANZERKOPF
Schlosser
ჯგუფი: Members
წერილები: 7934
წევრი No.: 41666
რეგისტრ.: 12-September 07
#12537045
· 8 Feb 2009, 21:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Link
QUOTE
მე ვერ ვხვდები თემის არსს
არსი არის ის, რომ კაცმა შეეცადა აეხსნა, თუ რა არის GNU, GPL და მაგვარი ლიცენზიები და აგრეთვე
ამ მოძრაობის ისტორია, რის გამოც - მადლობა.
თუ xokaido-ს და სხვა პინგვინოიდს არ ეწყინება, ჩემ აზრს გამოვთქვავ.
რაც შეეხება სტოლმენს და gnu-ს, ეს უფრო რელიგიას მაგონებს. არის microsoft-ის ცუდი ბიძიების რელიგია
და არის gnu კარგი ბიძიების რელიგია. მაგრამ საქმე იმაშია, რომ რელიგია და რწმენა არ არის ერთი და იგივე.
მე მომწონს linux-ი, მაგრამ არა იმიტომ, რომ პირველად ბ-ნ ტორვალდსის გაკეთებულია და gnu-ს პოლიტიკის ქვეშაა.
უბრალოდ ეს სისტემა დღეისდღეობით 99% აკმაყოფილებს იმ ამოცანების შესრულებას, რომლებიც მე პირადად მჭირდება. ალტერნატივა სამწუხაროდ არ მაქვს. (როგორც სხვა მრავალ მომხმარებელს არ აქვს windows-ის ალტერნატივა).
რაც შეეხება gnu/gpl-ს - არ ვარ მომხრე. "მე გაძლევ რძეს, მაგრამ სხვასაც ვალდებული ხარ დაალევინო და
თუ ყველს გაკეთებ, მეც უნდა მითხრა, როგორ გააკეთე და თან გამასინჯინე კიდევ". უფრო მომხრე ვარ: "მე გაძლევ რძეს, დანარჩენი კი შენ იცი და შენმა სინდისმა".
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Doct0rIN
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Doct0rIN
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 12406
წევრი No.: 174
რეგისტრ.: 28-June 01
#12537046
· 8 Feb 2009, 21:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
xokaido
საინტერესო თემაა, მე მაინტერესებს. გაგრძელება მაინტერესებს.
კი ვიცოდი GNU რას ნიშნავდა და Linux-ი რას ნიშნავდა მაგრამ მარტო ლინუქსის ხმარება თუ არასწორი იყო აი ეგ არ ვიცოდი :
ისე GNU-მ ქნა ის რომ 69 ათასი ცალი დისტრო არსებობს ლინუქსის და უბრალო მომხმარებელს, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს კერნელი, კომპილაცია ან კონსოლი, ვერ გაურკვევია რომელი დააყენოს. არადა რეალურად დიდად არც განსხვავდებიან.
მაგრამ რომ დავფიქრდეთ დადებითი იმდენი აქვს, მინუსები ნაკლებად იქცევს ყურადღებას.
თუნცა 'ანარქისტებს' 'პირატებმა' აჯობეს :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xokaido
რ ა ჭ ვ ე ლ ი
ჯგუფი: Members
xokaido
რ ა ჭ ვ ე ლ ი
ჯგუფი: Members
წერილები: 3804
წევრი No.: 34442
რეგისტრ.: 7-May 07
#12537582
· 8 Feb 2009, 22:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PANZERKOPF
QUOTE
მე გაძლევ რძეს, მაგრამ სხვასაც ვალდებული ხარ დაალევინო და
თუ ყველს გაკეთებ, მეც უნდა მითხრა, როგორ გააკეთე და თან გამასინჯინე კიდევ"
აი ეს უკვე შეცდომაა... GNU გვეუბნება, რომ რომ ლობიოს გაკეთება თუ იცი კარგად არავინ უნდა
აგიკრძალოს რეცეპტის გასხვისება, არავინ უნდა იყოს ვალდებული მხოლოდ შენი რეცეპტით გააკეთოს
ლობიო და ამავე დროს ყველას ქონდეს საშუალება, რომ ლობიო შენი რეცეპტით დაამზადონ...
GNU პროგრამისტების, სერიოზული პროგრამისტების საზოგადოებაა, რომელიც ხალხისთვის მოღვაწეობს...
საკუთარ უფლებებს იჭრიან და დახმარებას ხალხს უწევენ... უკიდურესად ალტრუისტული ფილოსოფიაა
კაცმა რო მკითხოს... დიდი ფილოსოფია უდევს მას საფუძვლად და სწორედ ამ დიდი ფოლოსოფიის გადმოცემას ვგეგმავ ამ თემით... :-) იქნება ეს ლიცენზიები, პრიორიტეტები, ისტორია თუ ასე შემდეგ...
QUOTE
რაც შეეხება სტოლმენს და gnu-ს, ეს უფრო რელიგიას მაგონებს
სიმართლე გითხრა მეც და ეგ ის დეტალია, რომელიც მე მართლა არ მომწონს GNU-ში... :(
Link
QUOTE
ძალიან , აი ძძალიან არ მაინტერესებს რა უნდა ერქვას
ბატონო, აქ ჩვენ უინტერესო ადამინთათვის არაფერს ვწერთ... :-)
Doct0rIN
QUOTE
საინტერესო თემაა, მე მაინტერესებს. გაგრძელება მაინტერესებს.
მეც, მოხარული ვარ, რომ მარტო უინტერესო ხალხით არ არის ჩვენი ფორუმი დატვირთული... :)
* * *
მოდერს ვთხოვ, რომ
QUOTE
ასეთი დიდი მოწიწებით იწერება წერილს პიროვნება, რომელიც შემდგომში სისტემას წაართმევს სახელს...
ამ ტექსტის შემდეგ ეს ნაწილი დაუმატოს თუ არ შეწუხდება:
აღსანიშნავია, რომ Linus Torvlads-ის ვერსიამ kernel-ისა ძალიან კარგად გაართვა თავი ზუსტად
რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას... ამ მიზეზით GNU-მ გადაწყვიტა საკუთარ სისტემაში გამოეყენებინა
ფინელი სტუდენტის ვერსია kernel-ისა (წარმომიდგენია რა დღეში იქნებოდა მაშინ Linus Torvlads-ი)...
საკუთარ შემოქმედებას Linus Torvalds-მა უწოდა Linux და ამის გამო სისტემას უნდა დარქმეოდა
(და დღესაც ასე უნდა ერქვას) GNU/Linux - იმის აღმნიშვნელად, რომ სისტემა არის GNU და მხოლოდ
ერთი დეტალი, ერთი კომპონენტია არა GNU-ს პროექტისა და მას ქვია Linux-ი...
This post has been edited by
xokaido
on 8 Feb 2009, 22:27
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
herrlado
$SIGNATURE
ჯგუფი: Members
herrlado
$SIGNATURE
ჯგუფი: Members
წერილები: 4385
წევრი No.: 5530
რეგისტრ.: 24-June 04
#12538134
· 8 Feb 2009, 22:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
debianი ამ მხრივ სამაგალიTოა, როგორც rms მოიTხოვს ისე ეzახიან Tავიან დისტრიბუტივს.
Debian GNU/Linux
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Doct0rIN
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Doct0rIN
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 12406
წევრი No.: 174
რეგისტრ.: 28-June 01
#12538245
· 8 Feb 2009, 22:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
Linus Torvlads
ისე დაბერდა ეს კაციც. შარშან ბლოგი გააკეთა და რაღაც სენტიმენტალურ პოსტებს წერს :gigi:
http://torvalds-family.blogspot.com/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MOLA
Alcoholic From ქიზიყი
ჯგუფი: Members
MOLA
Alcoholic From ქიზიყი
ჯგუფი: Members
წერილები: 23024
წევრი No.: 13863
რეგისტრ.: 23-October 05
#12538398
· 8 Feb 2009, 23:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
xokaido
სასარგებლო სტატიაა :)
პ.ს ერთი თხოვნა იქნება რო ფაქტები მაქსიმალურად სწორად გადმოეცი :)
არ ვიძახი რო ეხლა აწარასწორია ... უბრალოდ ყურადღებით ვადევნებ ამ თემას თვალს და არ მინდა რო რამე დამახინჯებული ინფოები წავიკითხო :)
მეც შემიშლის ეგ ხელს და სხვასაც :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
erwin_rommel
იღბლის ქალღმერთი ლამარაა!
ჯგუფი: Members
erwin_rommel
იღბლის ქალღმერთი ლამარაა!
ჯგუფი: Members
წერილები: 11385
წევრი No.: 38733
რეგისტრ.: 23-July 07
#12538489
· 8 Feb 2009, 23:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
xokaido
საინტერესოა, ტორვალდსზე მართლა არ ვიცოდი :) მაგარია :))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANZERKOPF
Schlosser
ჯგუფი: Members
PANZERKOPF
Schlosser
ჯგუფი: Members
წერილები: 7934
წევრი No.: 41666
რეგისტრ.: 12-September 07
#12538661
· 8 Feb 2009, 23:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
xokaido
არამგონია. ეტყობა მე ვერ გადმოგეცი, რისი თქმაც მინდოდა. მოკლედ და მაგალითად:
- მე გავაკეთე პროგრამა gpl მაგვარი ლიცენზიის ქვეშ. აქედან გამომდინარე:
მე ვალდებული ვარ კოდი მივცე ხალხს. იმ ხალხმა ამ კოდიდან შეუძლია გააკეთოს იგივე პროგრამა ან გადააკეთოს და დააკომპილოს სხვანაირი. ეს სხვანაირი შეუძლია აჩუქოს, გაყიდოს და ფული მოტეხოს, რაც უნდა ის ქნას.
მაგრამ !!! იგი ვალდებულია, რომ კოდი ღია დატოვოს ყველასთვის, კოდში უნდა ეწეროს, თუ რა გადააკეთა და
თავიდან ვისი იყო - იმათი სახელები და ა.შ.
ხოდა მე არ მომწონს ასეთი მიდგომა. (ეს ჩემი პირადი აზრია ). მე მომხრე ვარ ასეთი "ლიცენზიის":
- მე გავაკეთე პროგრამა. კოდი გავავრცელე, მივეცი ყველა მსურველს შემდეგი პირობით:
არავითარი პირობა! გააკეთეთ რაც გინდათ, ანუ: დატოვეთ ღია ან დახურეთ, აჩუქეთ ან გაყიდეთ, დატოვეთ ჩემი სახელი ან არ დატოვოთ და სულ მიითვისეთ - თქვით რომ ვითომ თქვენი გაკეთებულია სულაც ერთი ბაიტიც თუ არ იყოს შეცვლილი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MOLA
Alcoholic From ქიზიყი
ჯგუფი: Members
MOLA
Alcoholic From ქიზიყი
ჯგუფი: Members
წერილები: 23024
წევრი No.: 13863
რეგისტრ.: 23-October 05
#12538762
· 8 Feb 2009, 23:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PANZERKOPF
QUOTE
მე გავაკეთე პროგრამა. კოდი გავავრცელე, მივეცი ყველა მსურველს შემდეგი პირობით: არავითარი პირობა! გააკეთეთ რაც გინდათ, ანუ: დატოვეთ ღია ან დახურეთ, აჩუქეთ ან გაყიდეთ, დატოვეთ ჩემი სახელი ან არ დატოვოთ და სულ მიითვისეთ - თქვით რომ ვითომ თქვენი გაკეთებულია სულაც ერთი ბაიტიც თუ არ იყოს შეცვლილი.
არ არის ეგ სწორი მიდგომა ... საავტორო უფლებებს (და ზოგადად ადამიანის საკუთრების უფლებას (ინტელექტუალურ საკუთრებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) არღვევს :) სუფთა იურიდიული თვალსაზრისით მასეა და არც ადამიანური გადმოსახედიდან არის ეგ მაინცდამაინც სწორი საქციელი :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANZERKOPF
Schlosser
ჯგუფი: Members
PANZERKOPF
Schlosser
ჯგუფი: Members
წერილები: 7934
წევრი No.: 41666
რეგისტრ.: 12-September 07
#12539541
· 9 Feb 2009, 00:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
MOLA
QUOTE
არ არის ეგ სწორი მიდგომა ... საავტორო უფლებებს (და ზოგადად ადამიანის საკუთრების უფლებას (ინტელექტუალურ საკუთრებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) არღვევს
მე ნებაყოფლობითზე ვლაპარაკობ და არა იმაზე, რომ ყველამ მასე უნდა ქნას მეთქი.
QUOTE
სუფთა იურიდიული თვალსაზრისით მასეა
კი, მასეა, თუ დარღვეულ იქნა. მაგრამ კაცმა თუ თვითონ მოინდომა მასეთი ალტრუიზმი, მისცა ხალხს და უთხრა:
"ყველაფერი თქვენს სინდისზე იყოს"? მგონი ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლება.
QUOTE
არც ადამიანური გადმოსახედიდან არის ეგ მაინცდამაინც სწორი საქციელი
რატომ, ხომ არის თითქმის (!) მსგავსი BSD ლიცენზია.
კიდევ ერთხელ, მე არ ვარ "რელიგიური მოღვაწე". პატივს ვცემ (სერიოზულად ვამბობ) როგორც ფასიანი სოფტის მწარმოებელს, ასევე gpl, bsd, mit და სხვებს.
უბრალოდ არ მიყვარს, როდესაც ადამიანი ფრთებს გაიკეთებს და სულში კი ბოროტი ჰყავს.
ამით ამ "ქვე-თემას" დავასრულებ, რათა არ გავუოფოთ xokaido-ს მისი თემის შინაარსი.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პინგვინები და ეშმაკუნები
|
იქით
»
Pages:
(7)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0296 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.