სწერვა69კი ეგრე ხედავს.
უბუნტუში თუ გაუშვებ დისკის დამყოფს partition tools-ს მანდ გაჩვენებს კიდევაც რა ფაილური სისტემაა. ntfs არის ვინდოუსის. ubuntu-სი ext4 იქნება.
თუ ფიზიკურად ერთი ვინჩესტერი გაქვს კომპიუტერში მაშინ ეგრე ხედავს კი.
შენ კითხვას რაც შეეხება. შენ რომ გამოყავი ეგ ადგილი დარჩება ისევ ისე როგორ იყო. უბუნტუ თავისით მოაჭრიდა რომელიმე დისკს ადგილს იმდენს რამდენიც დაჭირდებოდა და დაგიყენებდა ლინუქსს.
ლინუქსში რომ ჩაიტვირთები ვინდოუსის დისკებს ავტომატურად დაინახავს და მათი წაკითხვაც შეგეძლება. ვინდოუსი კი ვერ ხედავს ლინუქსის დისკებს.
ხო და კიდევ დავამატებ.
თუ თავიდან აპირებ დაყენებას, მასინ დისკების დაყოფამდე რომ მიხვალ უბუნტუს ავტომატურად დააყოფინე დისკები. install them side by side თუ რაღაც ეგეთი ქვია. ნუ მოკლედ პირველივე არჩევნია. ეგ იმისთვის გააკეტეს რომ ახალბედასთვის მარტივი იყოს ინსტალი და რომ არაფერი წაეშალოს.
თუ მაინცდამაინც ხელით გინდა დააყენო, მაშინ კიდევ ერთი დანაყოფი დაგჭირდება swap დანაყოფისთვის.
ლინუქსში მინიმუმ 2 დანაყოფი გჭირდება /root-ისთვის და swap-ისთვის, რომ სისტემა დაგაყენებინოს.
ამიტომ ჯობია ავტომატიკზე მიაყენე ყველაფერი.
ხო ავტომატურად ინსტალს რომ მიცემ, მანდ გკითხავ რომელ დისკს მოვაჭრა ადგილია. თავისუფალ დისკს მოკიდე ხელი მაუსით და ნიშნული ექნება რამდენზეც დააყენებ იმდენ ადგილს მოგიჭრს.
მორჩა. ეგაა სულ
This post has been edited by gentoo on 9 Jun 2011, 20:30