2
Coldfireმოკლედ ძველს თუ აპირებ 12.4-ზე უნდა გააკეთო არჩევანი. ძირითადად ორი დეველოპმენტის მიმართულებაა, რომელიდანაც მიზანშეწონილია არჩევანის გაკეთება - Mainline და Tech (T) Train. ამის შემდეგ feature-ბის სქემა იწყება ყველაზე საბაზისო ლიცენზიით:
IPBase (IPB) კრიპტოგრაფიის გარეშე ან IPBasek9 კრიპტოგრაფიით (k9 საერთოდ ნიშნავს კრიპტოგრაფიის მხარდაჭერას), არ გააჩნია დინამიური როუტინგ პროტოკოლები. შემდეგ ამ საბაზისო ლიცენზიას აქვს სამი დამოუკიდებელი მიმართულება და განვითარება:
1) Advanced Security (AISK9) -> Advanced IP Services (AISK9) - შეიცავს SPSK9-ს. ესაა ყველაზე ტრადიციული სერვისებით დატვირთული ლიცენზია.
2) IPVoice (IPV) ან IPVoicek9 -> SP Services (SPSK9) - Voice და SP სერვისები (ATM, VoATM, MPLS და ა.შ.)
3) Enterprise Base (EB) ან Enterprise Basek9 (EBK9) -> Enterprise Services (ES) ან Enterprise Services (ESK9) - ასევე შეიცავს SPSK9-ს - აქ დამატებულია ენტერპრაიზ L3 პროტოკოლები, მაგალითად AT, IPX და ა.შ. (არამგონია ჩვენს ქსელებში ეგენი აწი შეგვხვდეს სადმე

)
4) Advanced Enterprise Services (AESK9) - შეიცავს ორივე AISK9 და ESK9-ს - ყველაფერი ერთად

მოკლედ ყველაზე ნაღდია Advanced IP Services რომ დააყენო. ენტერპრაიზისგან განსხვავებით ნაკლები FLASH/DRAM სჭირდება და მეტად მორგებულია ტრადიციულ IP ქსელზე, სრული IP სერვისებით და დინამიური მარშრუტიზაციის პროტოკოლებით. 1800 სერიას StrataFlash არ აქვს და შესაბამისად შეგიძლია ნებისმიერი compact flash იყიდო, 5$ იანი იბეიზე ან თუნდაც აქ სადმე მაღაზიაში და წავა უპრობლემოდ, ოღონდ FAT-ზე უნდა დააფორმატო.
ASA-ზე IOS არ მიდის, ცალკე ოპერაციული სისტემა აქვს თავისი (ადრე PIX-ების დროს Finesse ერქვა, ახლა უბრალოდ ASA-OS ეძახიან) და ლიცენზირება ვაბშე საზიზღრობაა. საიტზე ჯობია ნახო დეტალურად