Supernovaaაბა ასეთ ალეგორიას გავაკეთებ და შეიძლება უფრო დაგეხმაროს

წარმოიდგინე სასტუმრო. მისი ვესტიბიულის დაცვას მისცეს ფურცელი, რომელზეც შემდეგი წესები წერია (თანაც აქვე ეუბნებიან, რომ ზემოდან ქვემოთ უნდა დაყვეს წესებს ყოველი სტუმრისთვის და როგორც კი სიაში პირველივე წესის კრიტერიუმს აკმაყოფილებს, იმ წესით გათვალისწინებული მოქმედება გააკეთოს):
წესი1. შეუშვი კოსტუმიანი ხალხი
წესი2. არ შეუშვა ბოტასებიანი ხალხი
წესი4. ამათ გარდა არ შეუშვა საერთოდ არავინ
ახლა ნახე რა ხდება, მოვიდა სტუმარი რომელსაც აცვია ბოტასი და ჯინსები. დაცვამ შეხედა წესებს, ნახა რომ პირველი წესის კრიტერიუმს სტუმარი არც აკმაყოფილებს, არც არღვევს, შეხედა მეორე წესს, ნახა რომ ამ წესის კრიტერიუმს აკმაყოფილებს, აცვია ბოტასები. წესი ეუბნება რომ არ უნდა შეუშვას, ვსიო ამის მერე აღარ კითხულობს არაფერს და ეგრევე აგდებს სტუმარს.
მოვიდა მეორე - ამასაც ბოტასები აცვია, მარა ამავდროულად კოსტუმშცაა. დაცვამ შეხედა წესებს, ნახა რომ პირველი წესის კრიტერიუმს აკმაყოფილებს სტუმარი და ეს წესი აძლევს მას უფლებას რომ შევიდეს, ამის მერე დაცვამ სხვა წესები აღარც წაიკითხა და ეგრევე შეუშვა სტუმარი, თუმცა იმას აკრძალული ბოტასები ეცვა.
მოვიდა მესამე სტუმარი - ამ სტუმარს არცერთი ზემოთჩამოთვლილი არ აცვია. დაცვამ ნახა რომ არც პირველი არც მეორე წესის კრიტერიუმებს ეს სტუმარი არ აკმაყოფილებს და შესაბამისად ხვდება მესამე წესში, რომელიც ამბობს რომ მისი შესვლა აკრძალულია.
აი დაახლოებით ასე მუშაობს access list. უყურებს პირველი დამატჩვას, იმაზე ჩერდება და მასში გაწერილ მოქმედებას აკეთებს:
ip access-list standard MGMT
permit 192.168.1.1
permit 192.168.1.2
deny 192.168.1.0 0.0.0.255
permit 10.0.0.1
deny any log
აი ეს ACL დაუშვებს 192.168.1.1 და 2-ს, სამაგიეროდ სხვა დანარჩენს 192.168.1.0/24-იდან არ დაუშვებს (ACL-ში საბნეტ მასკის შებრუნებული 0.0.0.255 wildcard მასკით აღინიშნება ქვექსელები) ასევე დაუშვებს 10.0.0.1-ს და სხვა ყველა დანარჩენ IP მისამართს არ დაუშვებს.