მოგესალმებით!
მაქვს ასეთი შემთხვევა,
რაღაც-რაღაცების ტესტვისას 2940-ზე გამოსახულება აირია კონსოლზე და ლათინურის ნაცვლად დაიწყო გაურკვეველი და გადღაბნილი სიმბოლოების წერა. სხვა დივაისს მივაერთე, ყველაფერი მუშაობს, დავაბრუნე უკან, ამაზე ურევს.
რესტარტის შემდეგ საერთოდ ვეღარ გავარჩიე რას წერდა, თუმცა განლაგებით ეტყობოდა, რომ ჩვეულებრივად ირთვებოდა, მაგრამ არასწორად ასახავდა სიმბოლოებს. აქა-იქ ნაცნობ
სიტყვებს ვარჩევდი. მე რაც შემყავდა, არ წერდა გასაგებად. ვცადე ასე ბრმად წერა, დავადე აიპი, ჩავრთე ტელნეტი, გამიმართლა და შევუვარდი ტელნეტით, მუშაობს ყველაფერი ხოშიანად. გავაგრძელე ტელნეტით ჩალიჩი.
სპიდს და დუპლექსს ვუცვლიდი ცოტა ხნით ადრე და მეთქი მექნიკურად კონსოლს ხომ არ შევუცვალე, მაგრამ 9600-ზე იდგა. გუგლმა ქლოქ რეითები შეუნაცვლეთო და ვცადე. როგორც იქნა 115200-ზე რომ ავედი, გამოჩნდა ყველაფერი გარკვევით. მაგრამ სხვა სიხშირეზე არ მუშაობდა, გადღაბნილი იყო. 2 დღე ასე ვამუშავე და ახლა 115200-ზეც აურია. ჯერ ორობითში დაიწყო წერა და მერე ვეღარ ვიგებ რაობითში?! ტელნეტს პრობლემა არ აქვს.
იოსი გადავფლეშე უშედეგოდ.
ხოდა, ამოცანა გვეკითხება
ა) ხომ არ ჰქონია ვინმეს მსგავსი პრაქტიკაში, კონსოლის პრობლემაა, ფიზიკურად დაზიანდა თუ რაშია საქმე? შესაძლებელია გამოსწორება?
ბ) პრობლემა ხომ არაა რომ დავუბრუნო სვიჩი თავის მუშა გარემოს? კონსოლზე არ მაქვს გართულება თუ არ იმუშავებს, ტელნეტიც მყოფნის ჩემ საქმეზე. მთავარია სხვა რამემ არ აურიოს.
P.S. სურათზეა show run
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)