ყველაზე "სწრაფად" მუშაობს Arch Linux-ი, მაგრამ თამაშებისთვის ყველაზე საშინელი დისტროა. Debian-ზე ან Ubuntu-ზე საკმარისია დააინსტალირო ვიდეოს დრაივერი და Steam-ი, ყველაფერი ეშვება ნორმალურად. Arch-მა კი შემიკლა რასაც ჰქვია, CS GO-ს გაშვებას სასწაული უნდა, ნორმალურ რეჟიმში არ უშვებს ცოცხალი თავით, თუ გაეშვა ისიც VAC-ის გარეშე და Valve როდის დამადებს ბანს "ჩითერობისთვის" არ ვიცი.
Fedora-ც ცუდი დისტროა ამ მხრივ, Steam-ი და SELinux ერთმანეთთან ძალზე ცუდად არიან.
თვითონ VALVE-ს რჩევაა Ubuntu გამოიყენეთო, მაგრამ არ მომწონს ეს Ubuntu

Arch-ზე დავაყენე Deepin DE და ჩაყლაპავ ისეთი ლამაზია, მაგრამ Steam-მა შემიკლა. ზოგჯერ განტვირთვაც საჭიროა და ახლა ამის გამო Windows-ის დაყენება პარალელურად არ მინდა, ყველაზე მეტად სისტემებს შორის გადატვირთვა მეზარება.
თამაშებისთვის Linux-ებიდან საუკეთესოა Ubuntu, Debian, Steam OS და Solus. Arch Linux-ი კარგი მაზოხიზმია
This post has been edited by Basiani1202 on 14 Jan 2018, 15:28