X2D3T9რა დირექტორიაში რა ინახება და რა დანიშნულება აქვს, ძალიან კარგად არის აღწერილი აქ:
http://refspecs.linuxfoundation.org/fhs.shtmlნორმალური დისტრიბუტივი, ყველა ამ სტანდარტს იცავს.
udev არის სისტემური პროცესი, რომელიც პასუხისმგებელია დაერთებული დივაისების ნოდების შექმნაზე /dev დირექტორიაში, მარტივად რომ წარმოიდგინო device manager-ია

სიტყვაზე, როდესაც ჩართულ სისტემაში აერთებ flash ბარათს (ან ნებისმიერ სხვა მოწყობილობას) და სისტემაში აისახება, ამისთვის სამი კომპონენტი მუშაობს - HAL, udev და dbus. ეს მაგალითი უფრო დეტალურად რომ წარმოვიდგინოთ:
1) მომხმარებელმა შეაერთა usb flash.
2) udev-მა შექმნა ნოდი დინამიურ დივაისის დირექტორიაში /dev.
3) HAL აბსტრაქციის შრემ ამოიღო udev-ისგან ინფორმაცია ამ დივაისის შესახებ და XML რეპრეზენტაცია გააკეთა.
4) შემდეგ HAL-მა, dbus-ის გამოყენებით, მიაწოდა ეს ინფორმაცია შესატყვის დესკტოპ აპლიკაციას. მაგალითად nautilus-ს.
5) Nautilus-მა ასახა flash ბარათი იუზერთან.
ადრე, /dev დირექტორიაში სტატიკური ნოდები იყო ყოველთვის შექმნილი, მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც კომპიუტერული არქიტექტურა და განსაკუთრებით პერიფერია დაიხვეწა, საჭირო გახდა დივაისების დინამიური მხარდაჭერა. ამისთვის შექმნეს udev. დღესდღეობით ეს ჯიგარიც წარსულს ბარდება, რადგან ამის საქმეც systemd-მ აიღო თავის თავზე.
sysfs არის კერნელის მიერ დინამიურად შექმნილი in-memory ფაილური სისტემა. კერნელის კოდი (საბსისტემები), ამ ფართიშენის გამოყენებით, უექსპორტებს ინფორმაციას იუზერის პროცესებს. ანუ აქ ხდება იმის რეპრეზენტაცია, თუ როგორ ხედავს კერნელი მოწყობილობას.
დამაუნთებულია /sys დირექტორიაზე. შიგნით რომ ჩავიხედოთ:
sys/block/ - ყველა ცნობილი შემნახველი დივაისი. hda/sda/ram და ა.შ.
sys/bus/ - ყველა დარეგისტირირებული სისტემური "შინა".
sys/class/ - ყველა ტიპის დივაისისთვის, ცალკე ქვედირექტორიებია. /printer or /sound და ა.შ.
sys/device/ - კერნელისთვის ცნობილი ყველა მოწყობილობა. ორგანიზებულია "შინების" მიხედვით, რომლებზეც დაერთებულები არიან.
sys/firmware/ - ზოგი დაერთებული მოწყობილობის firmware-ს სამართავი ფაილები.
sys/fs/ - ფაილური სისტემის მაკონტროლებელი ფაილები. მაგალითად CGROUPS პროცესების კონტეინერები. ამ ეტაპზე გამოიყენებს FUSE მექანიზმი.
sys/kernel/ - შეიცავს დირექტორიებს სხვა ფაილსისტემებისთვის (debugfs, securityfs და ა.შ.). holds directories (mount points) for other filesystems such as debugfs, securityfs.
sys/module/ - ამ მომენტისთვის ყველა ჩატვირთული კერნელის მოდული (მაგალითად modprobe-დან როდესაც ვრთავთ და ა.შ.) წარმოდგენილია ცალცალკე დირექტორიით.
sys/power/ ფაილები, რომლებიც განაგებენ დენით კვების ინსტრუქციებს. (ACPI და ა.შ.)
Vivekamakefile-ის 732-ე ხაზზე სინტაქსშია პრობლემა. გახსენი nano ედიტორით, შემდეგ ctrl+shift+ - დააჭირე და გამოსულ ველში აკრიფე 732 და Enter, რომ მაგ ხაზზე მოხვდე და ნახო რაშია საქმე. სეპარატორი აკლიაო, ანუ გამოტოვება აკლია სადღაც. TAB-ს ხომ არ გულისხმობდი 8 პრაბელის ნაცვლადო გიწერს