Windows 10-ს Insider Build 14316 ვერსიაზე მაიკროსოფტმა დაამატა ლინუქსის bash ბრძანებები.
ვინც არ იცით რა არის Insider Build, ორიოდე სიტყვით გეტყვით, რომ Windows 10-ს სრული ვერსია არის Build 10240, მაგრამ ამ ვერსიის მერე მაიკროსოფტმა გააგრძელა ცდები და Build 14316-ზე უკვე ლინუქსის ბრძანებებიც დაამატა. Insider Build პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ფულადი ჯილდოც კი დააწესა მაიკროსოფტმა. ამ პროგრამის ფარგლებში სისტემა უამრავ განახლებას ახდენს. ერთერთი განახლება იყო Windows 10 Redstone და ა.შ.
ახლა კი თვით bash ბრძანებებზე გადავიდეთ.
სურათზე ოპერატიულ მეხსიერებას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, საჭიროა უბრალოდ x64-ზე დაფუძნებული პროცესორი.
ინსტალაციის პროცესიგადადით Developer Mode რეჟიმში
ჩართეთ Windows Subsystem for Linux featureამისათვის გადადით: Control Panel > Programs > Programs and Features > Turn Windows features on or off > Windows Subsystem for Linux (beta)
სისტემა გადატვირთეთ

მეორე ვარიანტი
გახსენით PowerShell ადმინისტრატორის დონეზე და აკრიფეთ შემდეგი ბრძანება
Comand Prompt-ში (CMD) აკრიფეთ bash
ეს ბრძანება ჩამოტვისთავს უბუნტუს "იმიჯს" ვინდოუსში.

მომავალში ბაშ ბრძანებების გამოსაყენებლად Comand Prompt-ში უნდა აკრიფოთ bash
This post has been edited by sichinavailia on 27 May 2016, 14:43