#49301308 · 19 Nov 2016, 14:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ განყოფილებაში არის თემა უბუნტუზე Nvidia Prime-ს შესახებ, მაგრამ არ არის განხილული ოპტიმუს ტექნოლოგია და CUDA. იყოს ეს თემაც. შეიძლება ვინმეს გამოადგეს.
მცირე რამ Nvidia Optimus-ის შესახებ. Nvidia Optimus არის ტექნოლოგია, რომელიც ჰიბრიდულ გრაფიკიან ლეპტოპებზე (Intel+Nvidia) საშუალებას იძლევა მუშაობის პროცესში ორი გრაფიკული ბარათიდან გამოყენებულ იქნას ის, რომელიც უფრო მეტად ერგება ამ სამუშაოს. გამომდინარე იქედან, რომ Nvidia-ს გრაფიკული პროცესორი, Intel-თან შედარებით, მაღალი წარმადობით გამოირჩევა, მოხმარებული ელექტრო ენერგიაც უფრო მეტია, რაც თავისთავად აისახება ლეპტოპის ელემენტზე. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, გრაფიკული სამუშაოს დასრულების შემდეგ გამოირთოს Nvidia-ს გრაფიკული პროცესორი. ვიდოუსის ოპერაციული სისტემისგან განსხვავებით, ლინუქსზე ავტომატურ რეჟიმში არ ხდება გადართვა. ოფიციალურად, Nvidia-ს არ აქვს ლინუქსზე ოპტიმუს ტექნოლოგიის მხარდაჭერა. Nvidia Optimus-ი ლინუქსზე შეიძლება მიღწეულ იქნას პროექტ Bumblebee-ს მხარდაჭერით.
თემაში მოყვანილია მაგალითი Debian 8.6 ოპერაციულ სისტემაზე. სხვა სისტემებზე (RHEL) იგივე ნაირად კეთდება, შესაბამისი yum და dnf ბრძანებებით.
1) სისტემა განაახლეთ ბოლო ვერსიამდე
CODE | sudo apt-get update && sudo apt-get -y upgrade && sudo apt-get dist-upgrade |
გადატვირთეთ სისტემა. CUDA-სთვის დააინსტალირეთ g++
CODE | sudo apt-get install g++ |
2) Bumblebee-ს გააქტიურება ხდება optirun ბრძანებით. ამისათვის საჭიროა VirtualGL-ის პაკეტი. ჩამოტვირთეთ აქედან https://sourceforge.net/projects/virtualgl/files/2.5.1/64 ბიტიან სისტემაზე სასურველია აირჩიოთ virtualgl32_2.5.1_amd64, რადგან მას აქვს როგორც 32 ასევე 64 ბიტიანი პროგრამების optirun ბრძანებით გაშვების მხარდაჭერა. დააინსტალირეთ VirtualGL-ის პაკეტი
CODE | dpkg -i virtualgl*.deb |
3) ჩამოტვირთეთ Nvidia CUDA 8.0 x86_64 Ubuntu 16.04 .run ფაილი https://developer.nvidia.com/cuda-downloads4) განაახლეთ კერნელის ჰედერები CODE | sudo apt-get install linux-headers-$(uname -r) |
5) დააინსტალირეთ CUDA-სთვის საჭირო ბიბლიოთეკა
CODE | sudo apt-get install freeglut3-dev libxmu-dev |
თუ თქვენი სისტემა არისKali Linux, სასურველია დააინსტალიროთ libpcap-dev-იც, რომელიც Pyrit-ისთვის არის საჭირო. ამ შემთხვევაში ბრძანება იქნება apt-get install freeglut3-dev libxmu-dev libpcap-dev
6) მიუთითეთ CUDA-ს მდებარეობა
CODE | sudo gedit ~/.bashrc |
ჩაამატეთ შემდეგი ზოლი და დახურეთ bashrc
CODE | export PATH=$PATH:/opt/VirtualGL/bin:/usr/local/cuda-8.0/bin |
7) გააკეთეთ ექსპორტი ტერმინალიდან
CODE | export PATH=$PATH:/opt/VirtualGL/bin:/usr/local/cuda-8.0/bin |
8) დააინსტალირეთ Bumblebee Nvidia Primus-ის მხარდაჭერით
CODE | sudo apt-get install bumblebee-nvidia primus |
9) 64 ბიტიან სისტემაზე დაამატეთ 32 ბიტიანი ბიბლიოთეკა, რათა optirun ბრძანებამ შეძლოს 32 ბიტიანი პროგრამების აღქმაც.
CODE | sudo dpkg --add-architecture i386 && sudo apt-get update && sudo apt-get install bumblebee-nvidia primus primus-libs:i386 |
10) იმ შემთხვევაში, თუ ინსტალაციის შემდეგ დაინსტალირდა Nvidia-352 ან უფრო ახალი დრაივერი. Bumblebee-ს კონფიგურაციაში შეცვალეთ Driver= არგუმენტი შესაბამისი მნიშვნელობით
CODE | sudo gedit /etc/bumblebee/bumblebee.conf |
Driver=nvidia შეცვალეთ Driver=nvidia-xxx (მაგალითად nvidia-367) რიგ შემთხვევებში ეს პუნქტი შეცვლას არ საჭიროებს. ამიტომ სასურველია ეს პროცესი გამოტოვოთ და დასრულების შემდეგ თუ პრობლემა წარმოიქმნა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეცვალოთ.
11) Bumblebee-ს კონფიგურაციაში მიუთითეთ Nvidia-ს გრაფიკული ბარათის PCI მისამართი PCI
CODE | lspci | egrep 'VGA|3D' |
შედეგად მიიღებთ მსგავს სურათს 07:00.0 (განხვავებულ ციფრებს) შეცვალეთ xorg.conf.nvidia ფაილი და მიუთითეთ Nvidia-ს გრაფიკული ბარათის PCI მისამართი PCI
CODE | sudo gedit /etc/bumblebee/xorg.conf.nvidia |
მოძებნეთ BusID, რომელსაც ექნება შემდეგი სახე #BusID "PCI:01:00:0" (არ არის აუცილებელი ეს ციფრები იყოს). # წაშალეთ, ხოლო :01:00:0 შეცვალეთ იმ მონაცემებით, რომელიც ბრძანება lspci | egrep 'VGA|3D'-ით მიიღეთ. ამ რიგს გაუკეთეთ cut და ჩასვით "Device" სექციაში. მიიღებთ მსგავს სურათს
CODE | Identifier "DiscreteNvidia" |
CODE | VendorName "NVIDIA Corporation" |
შეინახეთ ახალი კონფიგურაცია (ctrl+s)
12) გადატვირთეთ სისტემა
CODE | sudo shutdown -r now |
13) გააქტიურეთ Bumblebee
CODE | sudo service bumblebeed restart |
სისტემის ყოველი ჩატვირთვისას Bumblebee ავტომატურად გამორთულია. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მისი გააქტიურება.
14) შეამოწმეთ, რამდენად სწორად მიდის პროცესები
შედეგად უნდა მიიღოთ წითელი, მწვანე და ლურჯი ფერების კომბინაცია (RGB) და შესაბამისი FPS-ები. თუ რამე პრობლემა წარმოიქმნა, დაუბრუნდით მე-10 და მე-11 პუნქტებს.
15) CUDA-ს ინსტალაცია
CODE | chmod +x cuda_8.0.44_linux.run |
(ამ შემთხვევაში ეს ვერსიაა. თქვენ მიუთითეთ რომელიც თქვენთანაა ის)
CODE | sudo sh cuda_8.0.44_linux.run |
16) ინსტალაციის პროცესში EULA - დაეთანხმეთ unsupported configuration - დაეთანხმეთ graphics driver - არავითარ შემთხვევაში არ დაეთანხმოთ toolkit - დაეთანხმეთ default location - დაეთანხმეთ symbolic link - დაეთანხმეთ samples - დაეთანხმეთ default samples location - დაეთანხმეთ
17)
CODE | sudo gedit /etc/ld.so.conf |
ჩაამატეთ include /etc/ld.so.conf.d/*.conf /usr/local/cuda-7.5/lib64
18)
19)
CODE | sudo apt-get install libcuda1 |
20)
CODE | cd /home/USER/NVIDIA_CUDA-7.5_Samples/1_Utilities/deviceQuery/[/QUOTE]
|
sudo make[/CODE]
21) CODE | optirun ./deviceQuery |
This post has been edited by sichinavailia on 19 Nov 2016, 14:30
|