KickOffჩემი ნიკი რა შუაშია?
ვიდეო მაქვს ნანახი, სადაც სახლები ჰაერში დაფრინავენ და მანქანები კიდევ ოდნავ ქანაობენ
ეგენი კიდევ პანიკებს ქმნიან
და გიფსოკარდონით რომ აშენებენ სახლებს ეგეც ცოტა ხნის წინ გავიგე
ჩაი აბა ბონში და ნახე რამსისქე კედლები აქვს სახლებს
ჩაი აბა ხონში ყოფილა რაჭაში გამოთქმა
ტროპიკული ციკლონი — მეტეოროლოგიაში შტორმის სისტემა დახურული ცირკულაციით დაბალი წნევის ცენტრის ირგვლივ, რომელსაც ორთქლიანი ჰაერის მასების ამაღლებითა და კონდენსაციით გამოთავისუფლებული სიმხურვალე იწვევს.
მათი სიძლიერისა და მდებარეობის მიხედვით არსებობს რამდენიმე ტერმინი, რომლითაც ტროპიკული ციკლონები მოიხსენიება, მათ შორის: ტროპიკული დეპრესია, ტროპიკული შტორმი, ქარიშხალი და ტაიფუნი.
ტროპიკულ ციკლონებს შეუძლია ექსტრემალურად ძლიერი ქარების, ტორნადოებისა და ტორენციული წვიმების (მეწყერისა და მყისიერი წყალდიდობის შემქმენლი) წარმოქმნა, რაც ყველაზე მძიმედ სანაპირო რაიონებში აისახება. მიუხედავად იმისა, რომ ტროპიკული ციკლონების ეფექტი მოსახლეობაზე შეიძლება კატასტროფული იყოს, მათ ასევე გვალვიან პირობებში დედამიწისთვის საჭირო ნესტი მოაქვს უზარმაზარი რაოდენობით. ციკლონებს სიმხურვალე გააქვს ტროპიკებიდან, რაც გლობალური ატმოსფერული ცირკულაციის მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც დედამიწის ტროპოსფეროს წონასწორობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.