ერთხელ მითხრ-ა: შენი ოთახი შენ გგავს!
ეს ფრაზა დღემდე მახსოვს, იმიტომ, რომ მერე მივხვდი : მართლა მე მგავს. ჩემი საყვარელი ოთახი.
ბოლო ერთი წელია ვალაგებ :
ტანსაცმლის კარადას,
მაგიდის სამივე უჯრას და ზედაპირს,
წიგნების კარადას,
ტუმბოს
და ამ ყველაფერში განთავსებულ ენ რაოდენობის
დოკუმენტებს,
თაბახებს,
ბლოკნოტებს,
უუუამრავ პატარა და დიდ ნივთს,
სხვადასხვა ხარახურას,
სუვენირებს,
საკანცელარო ნივთებს (მიყვააარს)
ორი-ენ რაოდენობის ტელეფონისნომრიან ფურცლებს,
კედლებზე ჩამოკიდებულ სურათებს, ნახატებს, ჭიკარტით მიმაგრებულ ფურცლებს და სხვადასხვა რაღაცებს _ ,
ხო, ორ სკამსა და საწოლზე განთავსებულ ტანსაცმელს, რომელიც წესით იქ არ უნდა იყოს.
ტანსაცმელს კარადაში
წიგენბს _ თავისთავად,
ტუმბოში არსებულ აწუკვე

ნახევარ-ენ რაოდენობის: (ვერ აღვწერ) აი, ტუმბოში რაც უნდა იყოს, ყველაფერი, პლუს რაღაცები, რაც შეიძლება არც იყოს.
ახლა ვცდილობ ყველაფერი დავაცოტავო და აუცილებელი ნივთები დავტოვო. ამიტომ, ნელ-ნელა (უცებ ყველაფერს ვერ ვიმეტებ

)ვალაგებ , როცა თავისუფალი დორ გამომიჩნდება.
გამაქვს უამრავი ფურცელი, ტანსაცმელს სხვა ოთახში ვტენი, რაც არ მჭირდება, ან ვისაც სჭირდება, ცალკე მისაცემად ვაწყობ, ნივთებს ზოგს დაუნანებლად ვყრი, ზოგს რა ვიცი, კედლებიდან ვხსნი ფურცლებს, რაღაცებს, ხანდახან სურათ-ნახატებსაც,
და არ თავდება

მაგრამ უუუუძალიანესად მომწონს ეს პროცესი, ძალიან საინტერესოა, უამრავ რამეს გადაავწყდები ხოლმე, თან მეც ვლაგდები მასთან ერთად და ველოდები როდის დავამთავრებ

))))))) ამასწინათ, ჰობი მკითხეს და ოთახის დალაგება-მეთქი