ჩემთვის მტკივნეული თემა, მაგრამ ამავდროულად ყველაზე სასიამოვნო.....
ჩემი მწვანე ოთახი პატარა, მაგრამ მყუდროა, ის ჩემთვის ყველაზე საუკეთესო ადგილია დასასვენებლად მთელ მსოფლიოში... ის ჩემთვის იმიტომ არის ძვირფასი, რომ ყველაფერი ჩემი ხელითაა გაკეთებული.... მოკლედ.... 4დან ერთ-ერთ კედელს ფანჯარა აქვს, რომელიც გადაჰყურებს არც თუ ისე დატვირთულ გზას... ძალიან ჩვეულებრივი ხედია.....
კედელი მწვანედ მაქვს მეთვითონ მოხატული, მათემატიკული ფიგურებით მაქვს გაფორმებული.... ჩემი ლოგინი მწვანეა, რომელიც ადგომისას ტახტად კეთდება... ზევიდან 3 მწვანე ბალიში მიდევს...
ჭაღი მწვანედ მაქვს გაკეთებული, ერთხელ გავტეხე და მერე მე თვითონ გადავაკეთე ორიგინალის მსგავსად....
ჩემს სამფლობელოში აგრეთვე ერთი ტორშელიც არის, რომელზეც მწვანედ მაქვს სხვადასხვა იეროგლიეფებით მიხატული..... ავეჯზე მწვანე სტიკერები მაქვს დაკრული... ტელევიზორი და მისის პულტიც გავაფორმე ერთ დროს რა თქმა უნდა მწვანედ....
ახლა რაც შეეხება დეკორაციებს....
ამისათვის სამი ნივთი მაქვს შექმნილი.... 1. ჩემი საყვარელი აბსტრაქტული ნახატი, რომელშიც ყოველი ადამიანი სხვადასხვა რაღაცას ხედავს...... 2. მწვანე ჩარჩოსი ჩასმული ბუნების სიმბოლები(ფოთლებით და მცენარეებით გავაკეთე)....3. და ბოლოს, ჩემი ''ამაზრზენი'' დისშვილის ხელებისა და ფეხების ანაბეჭდები მწვანე ფერში....
ჩემს ოთახის კედლებზე ასევე მიკიდია ორი სურათი, რემელიც ერთ-ერთ სასიამოვნო პერიოდს მახსენებს....
და ბოლოს.... ჩემი ოთახი ის ერთადერთია, რაც მე ახლა მენატრება....
* * *
ეს სურათი ჩემს ოთახშია გადაღებული..................... ეჰ!
მიმაგრებული სურათი