ახლა წარმოვიდგინე ჩემი ოთახი. დიდი ფანჯარა, რომლესაც მხოლოდ გაწმენდის დროს თუ ვხსნით, იმიტომ რომ ძველი მობინადრეების “საუცხოო” გემოვნების გამო ზემოდან იხსნება და ერთი ადამიანი დაჭერას უნდება, სამაგიეროდ აივნის კარია სულ ღია. საწოლი, კედელში ჩაშენებული ტანსაცმლის კარადა, რომლის წვედა თაროში ჩემი სტუდენტობისეული კონსპექტებიც კი აწყვია და დღესაც ინეტიდან ამობეჭდილ წიგნებს წიხლით ვტენი ხოლმე. სავარძელი. ჩვეულებრივი მაგიდა კომპით, სამუშაო მაგიდის და მასთან ერთად წიგნების კარადის გაკეთბის საშინელი წინააღმდეგი ვარ, იმიტო მრომ ის ისე იწყობს რომ მონიტორს ფანჯრიდან შემოსული მზე დაეცემა და დამტანჯავს. და მიუხედავად CD-Box-ებისა ყველგან მიმოფანტული CD-Rები, უმეტესწილად ფილმები.
დიდი ვერაფერი ოთახია, გარეთ კი არ ვიხედები, არ მაინტერესებს რაა. თუ აივენზე გავედი მხოლოდ მის მაშინ.
ეს არაა ჩემი ”ოცნების” ოთახი. ოცნების ოთახი მქონდა და დღესაც სიზმარში მას ვნახულობ ხოლმე. თუმცა ვიცი რომ მე იმ ბინაში აღარ ვცხოვრობ, მაგრმა მაინც იქ ვარ. აი ისიც.
ამოშენებული და ნახევრადგადატიხრული ლოჯიის ნაწილი. 2,5მX1,5მ. სასტუმრო ოთახისაგან შემინული კარები ყოფს, მზის ფარდა სულ ჩამოფარებულია სიმყუდროვისათვის. მეორე მხარეს 4 ფანჯარა და მე-8 სართულის გამო მხოლოდ ცის ხედი ალვის ხის კენწეროთი. ეს კენწერო ქარის სიძლიერის მაჩვენებელია. ჩემს კორპუსს ჩრდილო-დასავლეთ კუთხით უდგას და შესაბამისად ქარისაგან იცავს, ქარი კი იცოცხლე სულ ქრის. ლოჯიის ფანჯრები ჩრდილოეთითაა, ამიტომაა რომ დღესაც ცაზე პოლარულ ვარსკვლავს დათვების გარეშეც ერთი შეხედვით ვარჩევ. შესასვლელიდან მარცხნივ მთელს კედელზე წიგნების კარადა და ჩემი სამეცადინო გადმოსაშლელი მაგიდა. სანამ სკოლაში შევიდოდი ერთი წლით ადრე გამიკეთეს. მაშინ 4 წლის ვიყვი და ერთი სული მქონდა იმ მაგიდასთან დავმჯდარიყავი სამეცადინოდ. სახატავად სულ იქ ვჯდებოდი. ერთი მინუსი ის აქვს რომ სინათლე მარჯვნიდან ეცემა, ქვევით კარადა, ჯერ სათამაშოები მეწყო, მათ გამოვალაგებდი და მე თავისუფლად ვეტეოდი, ჩემი ძმაც უკან მომყვებოდა და მას ზედა თაროში ვკუჭავდი

მეცადინეობისას რომ დავიღლებოდი სკამზე გადაწოლილი წიგნებს ვათვარიელებდი და სადილის მომლოდინე გურმანივით წინასწარ ვტკბებოდი, აი, ვიმეცადინებ და იმ წიგნს წავიკითხავ. (სხვათა შორის დღესაც მაქვს ერთი ცუდი თვისება, სტუმრად მისული მასპინძლის წიგნების კარადას უცერემონიოდ ვათვარიელებ). ზედა თარო ცოდა მაღალი იყო და იქ მაღალი წიგნები ელაგა, უფროსის გარეშე იქიდან წიგნების ჩამოღება მის სიმაღლის გამო აკრძალული მქონდა. მაგრმა დილით მარტო რომ ვრჩებოდი (მეორე ცვლაში ვსწავლობდი) ეგრევე ავცოცდებოდი და მითოლოგიურ ლექსიკონს ჩამოვაძვრენდი, ახლაც მახსოვს მარჯვნივ "მაგმური ქანების პეტროგრაფია" ედო მარცხნივ "ოკეანის ბინადარნი" მერე ისევ საგულდაგულოდ ისევ ისე ვინახავდი.
ოთახის ფართობის სიმცირის გამო იქ ვერ ვიძინებდი. სამაგიეროდ დიდი 2კაციანი სავარძელი იდგა და თავისუფლად შეიძლებოდა წამოწოლა და კითხვა. განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში, სახლში მარტო მე ვიყავი. მეორე კედელზე კი საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული რუკა ჩამომიკიდა დედაჩემმა. მე ზევიდან კოსმოსის რუკა მივაკარი, რომელზეც თანავარსკვლავები იყო შეერთებული. იმსი მიხედვით თუ რომელი რუკა ეკიდა ზემოდან თავისუფლად შეგეძლო გეთქვა ვინ შეეხო მათ ბოლოს. აბა ბავშვი ვარსკვლავებს ვეთამაშებოდი

და საბჭოთა კავშირის ველ-მინდვრები არ მაინტერესებდა
This post has been edited by sharlot on 13 Apr 2004, 17:29