sharlot-

აბა ღამის სამ საათი და ბუშტები

სწორად მოქცეულა გამყიდველი.
* * *
მაშ ასე, კიდევ ერთი ნამდვილი ამბავი გამახსენდა, რომელშიც უშუალოდ მაქვს მონაწილეობა მიღებული.
ასე რომ ვისაც გაუგია შეუძლია სიმართლედ ჩათვალოს.
პირველ პირში მოვყვები, თუმცა მე ''მას'' არ წარმოვადგენდი.
ყველა საახალწლო სამზადისში იყო. დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი.
ზოგს ინდაური მოჰქონდა და ზოგსაც - შემწვარი გოჭი, ერთი სიტყვით ყველა დაკავებული იყო.
უბანში მეგობრებიც შევუდექით საახალწლო სამზადისს და თადარიგი ადრე დავიჭირეთ. შეგროვდა საჭირო თანხა და ორ ყველაზე გამოცდილ ''მეომარს'' (მათ შორის მეც) დაგვევალა გაუჩენელის გაჩენა. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავემგზავრეთ საქართველოს მოსაზღვრე ძმურ აზერბაიჯანულ რესპუბლიკაში რათა ადგილზე: იაფად და რაც მთავარია ხარისხიანი მსუბუქი სახის ნარკ. ნივთიერებები (

) შეგვეძინა.
უამრავი თავგადასავალის შემდეგ, დაკისრებულ რთულ მისიას თავი გავართვით და გაბრწყინებული სახით უბანში დავბრუნდით.
სათანადო საზეიმო შეხვედრის შემდეგ სათათბირომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ:
არსებული ''მარაგი'' (6 ჩაის დიდი ჭიქა) გადმომცემოდა პირადად მე, რომელიც პასუხს ვაგებდი მის უსაფრთხო შენახვაზე და ყოველგვარი ''დანაკარგების'' გარეშე წარმომედგინა ის პირნელ იანვარს (2 დღეში) ზუსტად 00.30. ''ცენტრალურ ბირჟაზე''
მე დიდი პასუხისგებით მოვეკიდე მეგობართა მიერ დაკისრებულ მეტად ''რთულ'' გადაწყვეტილებას და სახლისაკენ გავეშურე.
სამწუხაროდ ჩემი კარის მეზობელი, 80 წელს მიტანებული მოხუცი ბებია გარდაიცვალა და სადარბაზოში, ისე როგორც ჩემს ბინაში ხალხი მრავლად ტრიალებდა.
თავდაღუნულმა გავარღვიე ხალხის მასა და სიტყვა ამოუღებლად ბინაში შევედი.
- არსად წახვიდე მისახმარებელია - მომახალა დედაჩემმა - მორგიდან მოსაყვანია მიცვალებული - დაამატა მან, რითაც კინაღამ წნევა დამეცა.
საჭირო ახსმნა განმარტების შემდეგ შევძელი უარი მეთქვა დაკისრებულ ახალ მისიაზე და მალულად ჩემს ოთახში შევიპარე.
ერთი მოვავლე ოთახს თვალი.
- სად? - მიელავდა ერთი კითხვა - აჰაა!
ჩენი ყურადღება ძველმა ''ტახტმა'' მიიპყრო, რომელშიც რაღაც ძველი ''ძონძები'' ინახებოდა და არაცინ სარგებლობდა მათი. ნახევარი ცელოფანი ''უბნის ნათელი მომავლის იმედი'' საგულდაგულოდ ''ტახტში'' დავმალე და წინასწარ გამოყოფილი ''სასინჯი'' პროდუქტით კვლავ ქუჩას მივაშურე.
სიცილი, ხარხარი, ჭორაობა, გაცრუებული იმედები, ქალები, ძაღლები.... ერთი სიტყვით დაიხურა ბირჟა, მოკვდა განსაზღვრული მარაგის ბოლო ''კასიაკიც'' და კმაყოფილი გრძნობებით სახლს მივაშორე.
ძველებურად ავუარე შემხვედრებს და საკუთარ ოთახს მივაშურე.
ალბად მუტფილმებში თუ იხილავთ ისეთ სცენას როდესაც :
კარები შევაღე და რას ვხედავ................?..........? - სად არის ტახტი??? არ არის ტახტი.
დაახლოებით წუთამდე გაშეშებული ვიდექი. როგორც იქნა მოვახერხე და გაისმა ჩემი ''გულის წივილი'' არა ''გულის ყვირილი''... თუმცა ამას რა აზრი აქვს.
-
სად არის ტახტი???!!!!!დაფეთებული დედაჩემი ოთახში შემოვარდა.
- რა მოგივიდა ადამიანი?! რას ღრიალებ??!! ტახტი მეზობელს ვათხოვე, მიცვალებული ასვენია ზედ.
- ჰა..რო... - ვაპირებდი რაღაცის თქმას, მაგრამ არ ვიცოდი რის.
.........?! .........?!.... .......?!..........
ერთი სიტყვით გაიმართა საგანგებო თათბირი.
დღის წესრიგში შექმნილი უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტაა.
- როგორ დავიბრუნოთ ჩვენი ''ნივთი'' რომელიც იმყოფება ''ტახტში''? როდესაც ტახტს ადგავს სასახლე თავისი მიცვალებულით.
I ვარიანტი - დაველოდოთ დაკრძალვას.
ამასობაში ახალი წელიც ჩაივლის.
II ვარიანტი - ავიღოთ ისე, რომ ამ დროს იქ არავინ იმყოფებოდეს.
ეს მისაღები ვარიანტი იყო. საჭირო იყო მხოლოდ გაგვესაზღვრა დრო და მომენტი.
კამათისა და ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ გამოგვეყო აქტივისტთა ჯგუფები,
რომელიც არ მოშორდებოდა წუთითაც მიცვალებულს და შეასრულებდა დაკისრებულ მისის ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე.
მისიას ძალიან აძნელებდა ის ფაქტი, რომ გარდაცვლილის ოჯახს ძალზედ მრავალი ნაცნობ/მეგობრები და ნათესავები ყავდა, რომლებიც ერთი წუთითაც კი არ ტოვებდნენ მას.
- დიდი მადლობა ბიჭებო, არც კი მყოფნის სიტყვები რომ მადლობა გადაგიხადოთ - გვლოცავდა მეზობელი სამ უბნის ''ქეშს'' რომლებიც 80 წელს მიტანებულ მიცვალებულს გვერდიდან არ ვშორდებოდით - უკვე ღამის 3 საათია, დაღლილი იქნებით, იქნებ დაისვენოთ? აქ ხალხი ისედაც საკმარისია.
- არა ბატონო ჩვენო როგორ გეკადრებათ, რა დაღლაზეა ლაპარაკი როდესაც ბებია ოლღაზე მიდის საუბარი - ვაცხადებთ ერთხმად - თუ ნებას დაგვრთავთ ღამეს გავუთენებთ?
ამის გაგონებაზე მეზობლების სახის გამომეტყველება არასდროს დამავიწტდება.
ერთი სიტყვით ბევრი რომ აღარ გავაგრძელო (ძალიან დიდი ისტორიაა) მოკლედ ვიტყვი.
სამწუხაროდ პირველ ღამეს ცდამ უშედეგოდ ჩაიარა. ჩვენს შემცვლელ სამეულებსაც (სამ კაცს გაუადვილდებოდა ''იმის'' აწევა და ''იმის'' ამოღება) არაფერი გამოუვიდათ.
და აი..... მეორე ღამის გათენებისას 31 დეკემბრის 05.00 მოხდა ის, რასაც ასე სულგანაბული ელოდა მთელი უბნის ახალგაზრდობა.
- გილოცავთ ახალ წელს!!!!!!!!!!!! * * *
lacrimosQUOTE |
კაია კაი... ეს ავადმყოფობა მომეწონა და კიდევ ბოლოც... გადააქართულე თუ საიდან გაქვს? |
- ადრე ინტერნეტში ვნახე. ბევრი რამ მოვაკელი, პატარაც წავამატე.
- შეიძლება ძველია,
მაგრამ ჩემი აზრით ''დონ-ჟუანის...'' ხუმრობებში ბევრი სიმართლეცაა.
ესეც ასე...