მოკლედ ჩემი ძმის ქორწილი იყო.... მე კიდევ "დამსაჯეს", "მომისაჯეს" ბიძაშვილის შვილის მოვლა... არადა ისეთი ბავშვია, ჩემი რომ ყოფილიყო მოვისვრიდი ფანჯრიდან.... ხოდა, მუდამ დარბაზიდან გარეთ გასვლას მთხოვდა... თან ისეთია ერთი თუ გაგექცა ვერ დაიჭერ და სულ მეშინია ან საიდანმე არ გადმოვარდეს, ან მანქანას არ ჩაუვარდეს ბორბლებში და მოკლედ მთელი საღამო დავრბოდი:"ნინი"-ს ძახილით....
ხოდა საღამოს ბოლოს, კიდევ ერთხელ რომ გამათრია დარბაზიდან, აივნის ბოლოს კარი დაინახა და მეკითხება რა არისო...
მეთქი: კაცების ტუალეტი(მართლაც ეგ იყო)
მეუბნება:-წამოდიო..
მე:- იქ რა გინდა გოგო??
ის:- წამო რააა...
მე:-არა
ის:-კი...
და დამისხლტა ამ დროს ხელიდან და გაქანდა იქითკენ... ამ დროს იქიდან გამოვიდა ერთ-ერთი სტუმართაგანი, დაიჭირა და ეუბნება, შვილო იქ რა გინდაო, ამ დროს მეც დამინახა და მითხრა, ქალების restroom-ი სხვაგან არისო...
მე(ძალიან გაბრაზებული):- არა, ამას ტუალეტში კი არა, სხვა რაღაცა უნდოდა....

no comments..