მოკლედ კიდევ ასეთი სიტუაცია შემემთხვა:
ლექტორთან მივდივარ ვაკეში. გაზაფხულის სასიამოვნო დღე იყო და გადავწყვიტე ფეხით გამესეირნა. ხელში პარკით (20 თეთრიანი ფერადი პარკები რომაა) წიგნები მეჭირა. ამ სიარულში საკმაოდ დამცხა და შუბლზე ჩამოყრილ "ჩოლკებს" ხელით ვისწორებდი. თან ვგრძნობდი გამვლელების უცნაურ რეაქციას. თვალს არ მაშორებდნენ. ვიფიქრე, ამ ხალხს რა დაემართა, რა ნახეს ასეთი ჩემში, რომ თვალს მაყოლებენ თქო.
მოკლედ მივედი ლექტორის სახლში, დავრეკე კარზე. გამოდის ჩემი ლექტორი და შეშინებული თითქმის გულწასული ძირს ეცემა ჩემს დანახვაზე. მე კიდევ უცოდველი სახით ვდეგვარ და ვერ ვხვდები რა ხდება.
რომ მოსულიერდა, შემიყვანა სააბაზანოში და სარკეში ჩამახედა.
ერთიანად ჩავი ვიყავი. თურმე ცელოფნის პარკს ფერი გასდიოდა, და რომ მცხელოდა და სახეზე ჩამოყრილ თმებს ვისწორებდი, ის შავი ფერი სახეზე გადამქონდა.
მოკლედ, ასეთ გალამაზებულ-გამშვენებული ვსეირნობდი ვაკის ქუჩებში