ისა რა ქვია... არ მცალია, სხვა დროს იყოს, გოზინაყი მაქვს დასაჭრელი...

***
ჰო, გაცნობა. რატომღაც არ მაქვს სურვილი რეალში გაცნობის. სიმპატიის გამოხატვის სურვილი მაქვს ძაააალიან ბევრის მიმართ. ესენი რომ რეალში გავიცნო, გულდასაწყვეტი იქნება, რადგან მერე კიდევ უფრო მომეწონებიან და რომ ვერ ვნახავ ხოლმე, უნდა მომენატრონ და მერე დავიტანჯო და... :პლატოკი: ჩქარა!
არა, სერიოზულად, აუცილებლობას ვერ ვხედავ. არა იმიტომ რომ ვირტუალი უფრო საინტერესოა (Fუია!); აქ მინიმუმ 20-მდე სხოდკა იყო და ბევრი მას მერე აღარ შეხვედრია ერთმანეთს. და უბრალოდ ცნობსმოყვარეობის დაკმაყოფილება, როცა არც გაქვს ასეთი წყურვილი... რა ვი, აბა.
მე, ალბათ, თავს ვიმშვიდებ; ვიცი, ჯერ ვერავის გავიცნობ და ვამბობ: რა საჭიროა! "მჟავე იყო ის ყურძენი და მომჭროდა კბილებსაო!"

აი, რეალში მე ეს წინადადება ხომ ასი წელი არ გამახსენდებოდა!
სიმპატიებს და ჩემთვის საინტერესო ფორუმელების ნიკებს ჩამოვწერდი სიამოვნებით. თუ იქნება ასეთი თემა.
მაგრამ არის ერთი გამონაკლისი! რა თქმა უნდა! - შარლოტა! ისეთი ანცია, ისეთი მოუსვენარი (სხვა დადებით თვისებებს იცნობთ), ნამდვილად ვერ მეყოფოდა მასთან მხოლოდ ერთი შეხვედრა! (წრე შეიკრა: დავიწყე შარლოტათი, დავამთავრე შარლოტათი. მალე იმასაც ვუმღერებ: "შენ ხარ ვენახი" ლოოოოლ! )