
 აღარ არის ჩაის კულტურა საქართველოში, აი, ვოტ, ეს თემაც flame-ში ამოიტანეს. : )))))))))
(ვაგრძელებ)
ჩაის პლანტაციის გასაშენებლად ნიადაგს ხნავენ 45 სმ. სიღრმეზე. დათესვამდე 1-2 წელს ატარებენ ნიადაგის ე.წ. გაკულტურების ღონისძიებებს. დათესვის შემდეგ ნიადაგისა და ბუჩქის შემდგომი მოვლა გულისხმობს ნიადაგის გაფხვიერებას, სარეველების მოსპობას, ვარჯის ფორმირებას და სხვა აგროტექნოლოგიურ ღონისძიებებს, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩაის ბუჩქის განსხვლა. ამით მთავრდება ბუჩქის ფორმირება და იწყება ჩაის ფოთლის კრეფა პლანტაციაში. სრულმოსავლიანია 8-10 წლის პლანტაცია. 
('ქართული საბჭოთა ენციკლიპედიიდან')
: ))))))))))))))))))))) ახლა მივყვეთ ქვეყნების მიხედვით 
ჩაის რიტუალი იაპონიაში (ჩაჯი)მზადებაჩაჯი არის სადილი ჩაისთან ერთად. როგორც ჩაის სხვა რიტუალებში, მასპინძელი რამდენიმე დღით ადრე ემზადება სადილისთვის. ადამინებთან ყოველი შეხვედრა მხოლოდ ერთხელ ხდება, თვლიან იაპონელები, და ამიტომ ნებისმიერი შეხვედრა დიდი დატვირთვის მატარებელია. 
ცერემონია ტარდება სპეციალურად ჩაისთვის გამოყოფილ და მოწყობილ ოთახში (ჩაშითსუ). როგორც წესი ეს ოთახი არის ჩაის სახლში, რომელიც ბაღში დგას და გამოყოფილია საცხოვრებელი სახლიდან.
სტუმრები (4 იდეალური რაოდენობაა) იცდიან  მაჩიაიში (მოსაცდელი ოთახი). ამ ოთახში ჰანტო (მასპინძლის  ასისტენტი) მათ სთავაზობს საიუს (ცხელი წყალი, რომელსაც შემდეგ ჩაის დასამზადებლად იყენებენ). მაჩიაში სტუმრები თავიანთი რიგებიდან ირჩევენ ერთ-ერთს, რომელიც იქნება "მთავარი სტუმარი". შემდეგ ჰანტოს სტუმრები მიყავს ("მთავარი სტუმარი" მიდის ყველაზე ბოლოს) ბაღში წყლით დანამულ ყვავილებთან, რომელსაც ჰქვია როჯი (ცვარიანი მიწა). აქ სტუმრები იშორებენ ქვეყნის მტვერს. შემდეგ ისინი სხდებიან მოსაცდელ სკამზე (კოშიკაკე მაჩიაი). აქ ელოდებიან სტუმრები მასპინძელს, რომელსაც აქვს ოფიციალური წოდება ტეიშუ (სახლის პატრონი).
სტუმრების მიღებამდე ტეიშუ ავსებს ცუკუბაის (სუფთა წყლით სავსე ქვის რეზერვუარი ბაღში), იწმენდს ხელებს და პირს და მიდის ჩუმონისკენ (შუა ჭიშკარი), რათა თავის დაკვრით მიესალმოს სტუმრებს.  ყველაფერი უსიტყვოდ ხდება. ტეიშუ მიუძღვება მთავარ სტუმარსა და სხვა სტუმრებს (ამ თანმიმდევრობით) ჩუმონისკენ (რომელიც პრაქტიკული სამყაროსა და სულიერი ჩაის სამყაროს შორის მდებარე კარის სიმბოლოა).  სტუმრები და ჰანტო "განიწმინდებიან" ცუკუბაიში და შედიან ჩაის სახლში. აქ შესასვლელი გასაწევი კარი იმდენად დაბალია, რომ ნებისმიერ შემსვლელს თავის დახრა უწევს. ეს კარი იმაზე მიანიშნებს, რომ ჩაის ცერემონიალის დროს ყველა თანასწორია, მიუხედავად სტატუსისა და სოციალური მდგომარეობისა. ბოლოს შესული ადამიანი ხურავს კარს. 
(William Woodworth "Tea, Heaven on Earth") 
(მოგვიანებით გავაგრძელებ)
სურათზე: ცუკუბაი 
  
მიმაგრებული სურათი