იყო და არა უყო რა, იყო ბუმბერაზი უფოიჩა. უფოიჩას უყვარდა ბლინების ცხობა:
ჰოპლა... ტარარამ... კარაქიი... თაფლი... ჩამოეღვენთა... წავიდაა...
ჰოპლა... ტარარამ...
და ასე აცხობდა ხოლმე.
მის ბლინებს მთელი სადარბაზო ჭამდა. უფოიჩა ყველასათვის აცხობდა, მაგრამ გულის კოკორი ერთი იყო მხოლოდ. უფოს მეზობელი ცირა უყვარდა.
- კიდე დიეტაზე ხარ გოგო? შეეკითხებოდა ხოლმე პურის რიგში. ბლინები არ გინდა?
- შენს ბლინებს რა მაჭმევს!
ცირას უფოიჩა უყვარდა. ეხლა ეს რას ნიშნავს? ცირას უნდოდა: უფოიჩას შეხება; უფოიჩას მისი კარგი გახარებოდა; უფოიჩას პატივისცემა, უნდოდა უფოიჩას ცირა ჩაეთვალა ჭკვიან, ლამაზ, მშვიდ, ენერგიულ, და აშ და აშ; უნდოდა უფოიჩას ბევრი ფული ქონოდა; და კიდე ბევრი. და კიდე ცირას უფოიჩას კარგი უხაროდა.
- რა გზას ვეწიო, შესჩივლებდა ხოლმე უფოიჩა მეზობელ დაქალს, რემენციოს ამორეს. რა გზას ვეწიო? შენს ბლინებ რა მაჭმევსო?
- ჩაიზე უნდა დაპატიჟო - ესე დაარიგა ამორემ. ჩაიზე. ჩაი მოშლის თქვენს ჯებირებს.
ამორემ საქმე მოაყოლა მაშინათვე. თავისი ჩაჟანგული ჩაინიკი გახეხა (ფეხსაცმლის ჩოთქით) და აივანზე გამოკიდა აბრა: "აქ სვამენ".
- ქალბატონო აქ სვამენ? რამკებში? - ეს საბუნია მოადგა ამორეს.
პასუხად ამორემ იმისთანა შეიკურთხა რო უბანში აღარავის დარჩენია ეჭვი რო საბუნია ნაკურთხი იყო, სააღდგომო ბზასავით.
- ბზარი გამიჩინა ამ უფომ, ჩიოდა ამორე. აღარა მაქვს მაგის 'ჰოპლების' ატანა. მთელი სადარბაზო რომ ტანკივით ჭარბწონიანი გახდა?! გახდა, რა გახდა ბოლო ბოლო ეს ცირა? რა ქენი, დაპატიჟე?
- ოო დელა, ოო დელა, უფოიჩამ ბლინების დიდი გორათი მთელი სამზარეულო შემოირბინა. კი დავპატიჟე. მაგრამ ერიდება.
ამორემ მედიკოს წვერიანი გამომეტყველებით, რომელიც ვარდების რევოლუციამაც კი ვერ შეძრა, ამ წვერებით ყურმილს დაწვდა და ბრაზიანა ჩასძახა: ჩამოეთრიე გოგო, კონსპექტი მაქვს შენთვის, ზეგინდელი გამოცდის.
ტუკ, ტუკ - ეს ცირა აკაკუნებს კარებზე. მადამ რემინგტონ, შეილება?
- შემოდი! ამორე ფელდფებელის სინაზით უყვავებს ცირას. დაჯექი! ჩაი!
- მოოვფრინავ, მოოვფრინავ! - ეს კვლავ უფოიჩმა შემორბინა სამზარეულო (თუ ზალა?) ბლინების გორით.
- ბლინები! აი ინებეთ. უფოიჩამ მარდად ააფრიალა ჰაერში თავკერძი ბლინი და ცირას თეფშზე სმოკინგის ბანტივით გაკვანძა. სტუმარი გვყავს? ეს ვინ არის? უიმე დედა? როდის მოხვედი?
ცირამ ტუჩები ნაომი კემპბელის არ-ვიცი-რა-ვქნა-და-ცხოვრება-მომბეზრდა
გამომეტყველებით დაბუშტა.
- ვაიმე გული! და უფოიჩა თავით გამლღვარ ბლინებში ჩაემხო.
- კონსპექტები! იღრიალა ამორემ და ყველასათვის შეუმჩნევლად (სულ სამნი იყვნენ) ხელში შპარგალკები მიაჩეჩა.
- ეს საგამოცდოა? იკითხა ცირამ.
- კი საგამოცდოა, დაიწყე! დაუყვავა ამორემ ისეთი ნაზი ხმით რომ თაროზე ჭიქა გაიბზარა.
- ჩემო უფო! - ა, წაიკითხა ცირამ და გაკვირვებით გახედა ამორეს.
- შე'მდეეგ! კვლავ გაინაბა რემე.
- ჩემო უფო, გული სიმართლეს ვერ ითმენს.
ხომ იცით რომ უფომ ამის გაგონებაზე ბლინების გროვიდან კარაქისა და თაფლის ბუყბუყა ბუშტები ამოუშვა და ამ ბუყბუყს ამოაყოლა: - ჩემო ყველავ!
- ჩემო უფო, ჩემთვის ყველაზე მთავარი შენი ბედნიერებაა!
- ჩემო ყველავ! (ტყულა აქვს კონსპექტი რა...)
- ჩემო უფო, მე შენ ისე მიყვარხარ, რომ მეშინია ამ სიყვარულს რაიმე ზიანი არ მიადგეს. გესმის?!
- ჩემო ყველავ!
- ჩემო უფო, არასდროს ამ სიყვარულს არ შევეხები. დარჩეს ხელშეუხებელი!
- ჩემო ყველავ!
- აღარასოდეს გნახავ, აღარასოდეს გახსენებ, აღარასოდეს...
- ჩემო ყველავ!
- მშვიდობით!
- ააა... აქ კი წამოყო უფომ მოთხვრილი თავი. რა...?! გაოგნებულმა: რაო?
- მშვიდობით! - დაასრულა ცირამ და უკვე ზღურბლიდან დაემშვიდობა რემეს: ჩაი ცივი იყო, კონსპექტი კი ქვედა თაროდან შეგეშალათ, და კარი გაიჯახუნა.
უფო ღრიალით მივარდა ქვედა თაროს. და იქ, სადაც წლების მანძილზე იმტვერებოდა "რომელო და ჯულიეტას" ტომი იდო სქელი აგური, კარლაილის "დიდი ბურჟუაზიული რევოლიუცია".
რემე დამწუხრებული ჩამოუჯდა უფოს, ალალბედზე გადაშალა კარლაილი და თვალში პირველი მოხვდა დიდებული აბრა: "აქ ცეკვავენ".
- ჩემო მეგობარო, ნელი ხმით წამოიწყო ამორემ. ჩემო ძვირფასო მეგობარო. გესმის ჩემი?
პასუხად მოხლოდ უფოს გაბმული მოთქმა ისმოდა: წიგნი? ვინ გადაწია წიგნი? მთელი სიცოცხლე ერთ მტკაველ თაროში!...
- შენ არ გესმის ჩემი. ხმდაბლა გააგრძელა რემემ. შენ ხარ ძმა ჩემი და უტკბესი ჩემთვის. მაგრამ არ გესმის ჩემი... რემე ცოტა ხნით ჩაფიქრდა: ბედნიერებისა და უბედურების კედელია ჩვენს შორის, გადაულახავი კედელი. გესმის ჩემი? (კვლავ ზმუილი).
... ბევრი ხომალდი გადატეხილა ამ კედელზე. ზოგს რა ქონდა აფრებად და ზოგს რა. გესმის? ჩაეკითხა კვლავ. გესმით ხალხო რემესი? ზმუილისა და დაკარგული სამოთხის კარებს მიღმა, ზემელის ქუჩაზე, კოსტიას ბუტკის ქვეშ, გესმით რემესი?
... მსჯელობა... თანაგრძნობა... დაძალება... ვერც ერთი ქარი კედელს ვერ გადასცდა, ყველა აფრები დაილეწა. გესმის? - ნელი ნაწყვეტებით, შორიდან ისმოდა რემეს ხმა. ხმადაბლა და ნელა საუბრობდა.
... გაუგებრად ხომ არ ვსაუბრობ? ან მაღალფარდოვნად? მიყვარს ესე. ჰოდა მისმინე, აი ჩემი იდეა. მინდა გიამბო. კვლავ პაუზა.
... მინდა გიამობო და ამ საუბრის დასაწყისი და დასასრული უნდა გახდეს ეს ფრაზა: "აქ ცეკვავენ". გესმის?
... მინდა ჩემო ძვირფასო მოგითხრო ამ გასაოცარ ხალხზე. რა ქონდათ მათ? არაფერი.
... არაფერი არ ქონდათ. მაგრამ ისინი ცეკვავდნენ. გესმის? გესმის თუ არა? - უფო აღარ ზმუოდა, ყურს უგდებდა. სახეში მიშტერებოდა და თითოეულ სიტყვას მარცვალ-მარცვალ აგროვებდა.
... ეს ხალხი მოვიდა არსაიდან და წავა არსაით. მათ ექნებათ ბლინები და ჩაი, შიმშილი და გაშლილი სუფრა, ახალდაბადებული ბავშვები და გარდაცვლილი მშობლები. მაგრამ რა?
- რა? უხმოდ ჩაეკითხა უფო
- ისინი ცეკვავდნენ!
ორივე დიდხანს დუმდა, ფიქრობდნენ. ფიქრობდნენ იმ გასაოცარ ადამიანებზე, რომლებიც ცეკვავდნენ. დიდი ომისა და სისხლის დღეებში - ცეკვავდნენ. გამარჯვებებისა და დამარცხების დღეებში - კვლავ ცეკვავდნენ. ოჯახური უსიამოვნებებისა და ყოველდღიური ბედნიერების დღეებში - ცეკვავდნენ, ცეკვავდნენ, ცეკვავდნენ.
ცეკვავდა ყველა: საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტის პურიტანი ცისფერი კარდინალი. უკანა ოთახებში ინტრიგების ჩუმად მქსელავი პოლიციის ობობა. და ღარიბი ლეიტენანტიც კი, რომელსაც სადღესასწაულო მეჯლისში სათამაშო საიმპერატორო გვირგვინი წამოეცვა - ისიც ცეკვავდა.
- რატომ ცეკვავენ ისინი რემე? - უხმოდ შეეკითხა უფო.
- არავინ იცის, - თვალებით უპასუხა რემემ და ტაფაზე ანიშნა.
ჰოპლა... ტარარამ... კარაქიი... თაფლი... ჩამოეღვენთა... წავიდაა..."ააააააა"
ჰოპლა... ტარარამ... კარაქიი... თაფლი... ჩამოეღვენთა... წავიდაა..."ქ"უუუუ
...
...
...
ჰოპლა... ტარარამ... კარაქიი... თაფლი... ჩამოეღვენთა... მორჩაა..."ნ"უუუუ...
ათი ღაჟღაჟა, დათაფლული ბლინი ანათებდა მთელ ქვეყანას გულუხვი წარწერით: "აქ ცეკვავენ".
ყველა ცეკვავდა. ამორე ცეკვავდა ბრაზიან ცეკვას და მრისხანე ნაწნავებს მარტყოფის ბრძოლის ხმლებივით იქნევდა. უფო გახურებულ ტაფაზე თეფშივით შემომჯდარიყო და ამოუცნობ ცაზე დაცეკვავდა რადარებისგან დაუნახავ ცეკვას. ცირაც კი, ცირაც კონსპექტებს აფრიალებდა და ცეკვავდა თავის საგამოცდო ცეკვას სუხიშვილებში მისაღებად. არ ცეკვავდა მხოლოდ საბუნია. ის კარებში იდგა და ყველა გამვლელს ეკითხებოდა: აქ ცეკვავენ?
* * *
აგერ კიდე ვურთავ ორივე წარწერის ამსახველ ფოტორეპორტაჟს:
აქ სვამენ:

აქ ცეკვავენ:

* * *
ძია კაცები, ხო იცით რომ ეს ყველა ბჟუტურია და გრაფომანია? ვექსილების არ მიიღება მაშასადამე (უკაცრავად). ყველა მოგონილია და limited liability.
მაშ!
This post has been edited by პეპა on 26 Aug 2004, 07:35