tazo2004ყველაფერი გასაგებია
ხომ ხედავ აჯობებდა თავიდანვე შესაბამისად მოქვეულიყავი,
მათ დაინახეს შენი სუსტი წერტილი და იმოქმედეს.
მათი უმეტესობა მოქმედებს სწორედ შესაბამისი ლოგიკით და შორს არის კაი ბიჭურ გაგებისაგან... არც აქაა რაიმე ახალი, რადგან ამ მომენტში ის ''მტაცებელია'' შენ ''ნადავლი''...
ყოველთვის ადვილია საღი გონებით განსჯა, მაგრამ იმ წუთებში რა ხდებოდა შენს თავში, მხოლოდ ის გაიგებს, ვინც თავად გადაიტანს (ღმერთმა ყველას აშოროს)
ამიტომ გამეღიმა ფრაზაზე
- წაართვა იარაღი, პრიომები გაუჭიმო და სხვა...
ნუუ.. ყოველ შემთხვევაში მე არ ვფლობ ილეთებით ....
მაშ ასე.... კარგი ბევრია ისე დასაწერი

.... მოკლედ არ გამომდის.
თან სასაცილოცაა
ნელა ნელა დავწერ (სვენებით)
ვისაც არ გეზარებათ წაკითხვა მშვენიერია და
ვისაც ეზარება უფრო მშვენიერია
ტელეფონში ნაცნობის ხმა შემომესმა, რომელმაც შეხვედრა შემთავაზა.
მის დახმარებით ხშირად ვშოულობდით ''მოსაწევს'', შესაბამისად ასეთი ხალხი დიდი პოპულარობით არ სარგებლობენ (ქართველებში) მე ''ბარიგობის'' ეჭვებს არასოდეს ვაქცევდი ყურადღებას, უბრალოდ ჩემს საქმეებს ვაგვარებდი, სხვა არაფერი მაინტერესებდა.
ერთ საათში სტრელკა დავნიშნეთ იქ სადაც რუსი ტურისტები სავახშმოდ მოდიოდნენ. სხვათაშორის ჩემი სახლიდან არ იყო შორს, მაგრამ რადგან მისი ახსნით მაგარი გოგონები იყვნენ და გველოდებოდნენ, მე მომოწია კარგად ჩაცმა.
ახალი ტყავის დუბლიონკა და რამეები....
საერთო ჯამში გოგონები არ მოსულან, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია რადგან მან კარგად იცოდა ჩემი სუსტი წერტილი და შეხვედრისთანავე შეკეთებული ტარიანი დამაჯახა.
- სუსტია... მაგრამ სულ არარაობას - ჩაილაპარაკა და მთელი კასიაკის მოწევა მე შემთავაზა
ვონშემ როდესაც პროცედურას მოვრჩი მივხვდი რომ ნორმას საკმაოდ გადავაცილე.
''სრულიად განადგურებული'' სახლის გზას დავადექი.
ღამეა, კაციშვილი არაა, სადრბაზომდე ასე 300 მეტრია, მაგრამ გზა გადის ბნელ ბაღზე.
იმ მომენტში ცუდი აბსოლიტურად არაფერი გამიფიქრავს... საერთოდ ვერც ვფიქრობდი
როდესაც უკნიდან ვიღაცა მომახტა... ვერ მივხვდი რა ხდებოდა
- რომელი ხარ ვერ გიცანი? - ვიფიქრე მეხუმრებიან
- გაიხადე თორემ ყელს გამოგჭრი!
მაინც ვერ ვხდებოდი რა სურდა მას.
წინიდან ვიღაცა მასკიანმა ხანჯალი მუცელზე მომადო და იგივე გამიმეორა.
მაინც ვერ მივხვდი რა სურდათ.
წინ გავიწიე, მაგრამ საით?
ჩემზე გაცილებით მაღალმა უკნიდან მოპარვით ბასრი ხანჯალი პირდაპირ ყელზე მომადო და ბერ ვმოძრაობ.
- გაიხადე თორემ დაგარტყი და გაგათავე!
ნელა ნელა მივხვდი რა სურდათ..
მახსოვს ერთი გავიფიქრე
- აუუუუუუუ როგორ ტეხავს არა lol:
და ყოველ შემთხვევისათვის მარჯვენა ხელით ყელზე მოდებული ხანჯალი დავიჭირე
- თუ გამომისვამს, თითები გადამეჭრება და არა ყელი..
- თქვენ შიგ ხომ არა გაქვს ! - ავყვირდი და ფეხებით წინ მდგარი მოვიშორე ხანჯლით, მაგრამ უკან მდგარი ხანჯალს თავისაკენ აჭერდა.. ბასრმა პირმა თითების ჭრა დამიწყო და მივხვდი რომ ვერ გავინძრეოდი
- გაიხადე თორემ გამოგჭრით ყელს!
აქ წავიდა ჩემი მონოლოგი ქურდების სახელებით, უბანში ჩემი ''პალაჟენიით'' და სხვა...
ჩემსას ვებერები და რატომღაც არ ვფიქრობ რა მოხდება, ან რას ვიცავ? რატომ ვიცავ?..
- გაიხადე თორემ ჩემი დედა .... ეხლა დაგარტყავ!
აი ამ მომენტში კი საიდანღაც ერთი აზრი გაჩნდა
- ესენი დამრტყმელნი არ არიან ... წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ კარგ/ბნელ კუთხეში, ასე საკაიფოდ დაჭერილს, დიდი ხანია დამარტყავდნენ.
დავიკიდე მარჯვენა ხელის თითები და შეტევაზე გადავედი როგორც შემიძლია (პრიომების გარეშე) ვუტრაკებ, ფეხებს ვიქნევ...
უცბად გვერდით მომისროლეს და სიბნელეში გაუჩინარდნენ.
შურისძიებით განსჭვალული სახლისაკენ დავიძარი.
გზაში გავშეშდი
- რომ დაერტყათ რას შვრებოდი?!
და ამ მომენტში ძალიან შემეშინდა.
ამ მომენტში დაუფიქრებლივად მივაგდებდი ამ ტყავის ნაჭერს.
ერთი სიტყვით კიბეები ავირბინე, გასაღებით კარები გავაღე, ''დუბლიონკა'' სადღაც მივაგდე და კარის მეზობელთან დასარეკად გავედი (სახლში რომ არ გაეგოთ)
მეზობლად მცხოვრებ ახლობელს გადავურეკე და იარაღიანად დავიბარე
- რა არის ეს? - დაიწივლეს მეზობლებმა
ტელეფონი სულ სისხლში იყო. იატაკიც... დავიხედე მარჯვენა ხელზე, და თითები გადასერილია... მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობ.
- რა მოხდა ბიჭო?
- არაფერი მერი დეიდა... ნუ ... ''დუბლიონკას'' მხდიდნენ
- მერე რატომ არ მიეცი! ხომ ხედავ დაგასისხლიანეს და მაინც გაგხადეს.
- არა არ გაუხდიათ - პატარა სიამაყით ჩავილაპარაკე
- მაშ სად არის?
ზედ დავიხედე, მართლაც არ მეცვა დუბლიონკა.
არადა ნუ გავიწყდებათ რომ ''განადგურებული'' ვარ ''მეგობრის'' ძღვენით
გონება დავძაბე
- აა! - გამახსენდა - სახლში დავკიდე და თქვენთან ისე შემოვედი
ამ ლაპარაკში დედაჩემმაც გააღო კარები.
- რა მოხდა?
- აგერ ნაძირალები დახვდნენ და ..... გახადეს
- არ გამხადეს! - დავიყვირე და სახლში შევვარდი.
გამოვაღე კარადა. იქ კიდია ყოველთვის.
ვუყურებ და არაფერია... ცარიელი ადგილი
ვიგრძენი რომ თვალებში დამიბნელდა. გაშტერებული ჩავიკეცე
- ნუთუ მაინც გამხადეს? - გავიფიქრე - კი მაგრამ როგორ?!
ყველა მაწყნარებდა... სიცოცხლეს მილოცავდნენ, მე კი ხმას ვერ ვიღებდი...
და .....
გამახსენდა!
სიჩქარეში კარადაში არ დამიკიდავს, პირდაპირ მოვისრიალე და საწოლს უკან გადავარდა ჩემი ''დუბლიონკა''.
ერთი სიტყვით არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი ფხიზელ თავზე.
და რაც მთავარია ისინი ''ისპალნიტელები'' არ გამოდგნენ,
თუმცა ამის განსაზღვრა ძალიან ძნელია და როდესაც დაგარტყავენ, მაშინ მიხვდები, რომ თურმე...
ვობშემ ვინც ამდენი წაიკითხა მალადეც.
ჩემზე ხომ ბაზარი არაა. წერე და იკითხეო
ხო ის მეგობარი დროებით დამეთესა რუსეთში, მასზე ცალკე ისტორიებია.