მოკლედ, ვიხალისე

პირველ რიგში მინდა ვთქვა თემა იმიტომ არ გავხსნია, რომ ფულის აღება მეხათრება... ნამდვილად არა

სახლში ბინ ლადენს მეძახიან ტერორისტი ვარ

" დედა 10 ლარი როდის უნდა მაჩუქო?"...... მამაჩემისგან როცა ვითხოვ ფულს თქმაც არ მჭირდება... მივალ დავდგები მამაჩემის წინ და მრავალმნიშვნელოვნად ვუყურებ თვალებში... ასე შემოხედვას ძირითადად ორი პასუხი აქვს ან "რამდენი გინდა?" ან "კამოდზე დევს, აიღე"(ამ უკანასკნელ ფრაზაში მობილური ტელეფონი იგულისხმება

)
აგრეთვე მრავალი ხერხი არსებობს...... მაგ., ფეხის ქირა..... მაღაზიიდან დარჩენილ მთელ ხურდას მე ვიტოვებ(თუ დედაჩემს დროზე არ გაახსენდა, მაგრამ ამ ბოლო დროს დამიმუღამა და ეგრევე მთხოვს ხურდას, თორემ მერე მიდის ხოლმე:" როგორ....ხურდა ხომ გუშინ მოგეცი, როგორც კი მოვედი....." ამ , წინდადებას თან ახლავზე ძალზე ფართოდ და ალალად დაჭყეტილი თვალები

)... ასევე აქ შედის ნაომის მიერ ზემოთხსენებული "ბილეთების ფული", "დაქალების ვალი", "ჯგუფელის დაბ. დღე(მთელი ჯგუფი ვაგროვებთ და რამე)" და ა.შ..........
ხო... თემა კი იმიტომ გავხსენი რომ გამოცდა მქონდა და ნერვიულობის მოსახსნელად რამე "რელაქს" თემა მინდოდა რა...

ისე კი.... გააგრძელეთ ბატონებო... გააგრძელეთ

P.S. დედაჩემი მეუბნება, მუშაობას რომ დაიწყებ, ხელფასებიდან სულ დაგიქვითავ მაგ ფულსო

ისე, მე ძალიან კარგად ვიცი, რომ მთელი ეს ჩემი ხრიკები ძალიან აშკარაა... მაგრამ განებივებული ბავშვი ვარ და მპატიობენ