OtsnebisKali ჯერ ბიჭუნებს მოვუღოთ ბოლო
ხო რა ხდება როდესაც ყმაწვილი რეალურად კაცობის პერიოდში გადადის, ეს ის დროა როცა ძუძუები აღარაა აქტუალური.
მაშინ ყმაწვილი იწყებს ახალი ხელობის სწავლას, ქალის შებმის, საინტერესოა რომ ქალისთვის იგივე ხელობა ფაქტიურად თანდაყოლილია. პრინციპში ვაჟიკოებიც ბავშვობიდანვე ცდილობენ ქალის შებმას მაგრამ გარკვეულ ასაკამდე ეს მეთოდი კიკინების მოქაჩვით ან შეფურთხებით შემოიფარგლება. დაკაცების პერიოდში კი ყმაწვილი იწყებს ეშმაკობას, იხსენებს იმ ასაკს როდესაც ქალზე რომანტიული წარმოდგენა ქონდა, ხშირად ეს ხდება ქვეცნობიერად, ანუ ამ დროს კაცი თავის თავს არ თვლის აფერისტად ისევე როგორც ქალს არ მიაჩნია აფერისტობად პრნაჭვა-მანჭვა

.
ზოგი მამრს აქვს მდედრების შებმის თანდაყოლილი ნიჭი, იმისათვის ეს სპორტია, ჯერ 14 წამში გაირბინა 100 მეტრი, მერე 10 წამში უნდა , მერე 9 წამში და ა.შ. მას რა თქმა უნდა ქვის გული არა აქვს და ხშირად ეცოდება თავისი მსხვერპლი, მარა შეცოდების იქით საქმე არასოდეს მიდის.
აბა ბოვშვებო ახლა მითხარით ვინ მიხვდება, როცა კაცი რომანტიული როგორი დასკვნის გაკეთება შეიძლება?
აბა ვინ მეტყვის? მიდი დურმიშხან თქვი, ერთი ,
- ესე იგი მასწ. გაცი აფერისტობს.
- დაჯექი დურმიშხან, არ მისმენდი შენ, დასკვნა ასეთია, კაცია ან ძალიან ახალგაზრდაა, ან ზრდასრულია.
აბა გეყოფათ დრეისათვის თორე მგონი მაყვალას დაეძიან, ადე გოგო და წაით სახლში ახლა ყველა.