: )))))))))))))))))))))))))))
კომენტარის სიდიდეზე ნუ მიმითითებთ, თავად ვხედავ
"ფორუმილიონის" მიმოხილვა აწ უკვე პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურ ჭრილშიროდესაც XXI საუკუნის მსოფლიო სინამდვილის შესახებ ისაუბრებენ, ერთ-ერთი პირველი, რასაც აღნიშნავენ ის არის, რომ სწორედ XXI საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა ფესვები ისეთ მნიშვნელოვან მეცნიერებას, როგორიც ფორუმოლოგიაა. : )))დღესდღეობით, როდესაც "ციკლონის პრემია" (აქვე აღვნიშნავთ, რომ დღემდე უცნობია ამ თავდადებული მკვლევარ-მეცნიერის ნამდვილი სახელი და გვარი. დაუჯერებელი თავდაბლობის გამო მხოლოდ მისი ფსევდონიმია ცნობილი, რომლითაც იგი ეწეოდა მრავალწლიან დაუღალავ შრომას) სამეცნიერო წრეებში ყველაზე მნიშვნელოვან პრემიად ითვლება, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ეს ძველთაძველი საკითხი ყურადღების ცენტრში მხოლოდ XXI საუკუნის დასაწყისში მოექცა მას შემდეგ, რაც ზეგარდმო ნიჭითა და უნარით ცხებულმა, ფანტასტიური ფანტაზიის უნარით დაჯილდოებულმა ციკლონმა თავისი ფასდაუდებელი ყურადღება მიაპყრო ამ მართლაცდა მნიშვნელოვან, თუმცა მივიწყებულ საკითხს.
დღევანდელ წერილში გვინდა შევეხოთ ფორუმოლოგიის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. (წყარო: "ფორუმილიონი", რომლის დაკარგული ნაწილებიც აღმოჩენილ და გაშიფრულნი იქნენ აწ უკვე ფლეიმ (მდაბიურად რომ ვთქვათ, "ჭორბიუროს") ტერიტორიაზე.) : )))
საკითხები:
1) სახელმწიფო "ფორუმის" სოციალურ-პოლიტიკური მოწყობა კრიზისის პერიოდში. (სისხლისმღვრელი და "იმიჯ-დამანგრეველი" რევოლუციები)
2) პრე-ისტორიული ხანის მხატვრობა და პირობითი ნიშნები, ე.წ. "სიცილაკები".
3) "ფორუმის" ფარგლებში "საზოგადოებრივი კონტროლისა და ზემოქმედების" მექანიზმები, ანუ, ფსევდო-ლიბერალური საზოგადოება.
4) "საფრეჯეტ მუვმენტის" ჩანასახები "ფორუმილიონის" მიხედვით.
სწორედ ეს ოთხი ზემორეაღნიშნული საკითხი შეადგენს დღევანდელი ჩვენი წერილის თემას, ჩვენის მხრივ იმედს ვიტოვებთ, რომ საინტერესოდ და გასაგებად შევძლებთ ამ საკითხების კვლევაში მიღწეული დასკვნების გადმოცემას.
1) სახელმწიფო "ფორუმის" სოციალურ-პოლიტიკური მოწყობა კრიზისის პერიოდში. (სისხლისმღვრელი და "იმიჟ-დამანგრეველი" რევოლუციები)
პროფესორ ციკლონის ნაშრომებში უკვე აღინიშნა, რომ სახელმწიფო "ფორუმის" მოწყობა მკაცრად იერარქიული იყო: ტიმი-მოდერუსები-იუზერები, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. მას შემდეგ რაც იუზერებმა თავი "ფორუმის" სრულუფლებიან წევრებად იგრძნეს, ერთმანეთთან ჯენერალურ-ფლეიმურ-პოლიტიკურ-მხატვრულ-ლიტერატურულ-კომუნიკაციურ-ტექნოლოგიური და ა.შ. ურთიერთობები დაამყარეს და მიხვდნენ რომ "ფორუმის" ტერიტორიაზე სწორედ ისინი შეადგენდნენ უმრავლესობას, მათში პროტესტის გრძნობა გაჩნდა. ადვილად გაშიფრეს ტიმის პოლიტიკაც, "დაყავი და იბატონე" (თუ არა ამას მაშ რას უნდა მივაწეროთ "ფორუმის" ტერიტორიის დაყოფა-დაქუცმაცება ვითომდა თემების მიხედვით?) მართალია ამ პოლიტიკურ ერთეულებს შორის ინტეგრაციის დონე საკმაოდ მაღალი იყო (მთელი სახელმწიფო ერთიან გეოგრაფიულ სივრცედ მოიაზრებოდა, მაგ. თემებს შორის გადასასვლელ-გადმოსასვლელად ვიზებიც კი არ იყო საჭირო (!) ), მაგრამ მიუხედავად ფორუმილაზაციისა, ტიმის იდეა, უფრო ადვილად ემართა მისი ქვეშევრდომნი, ადვილად იქნა სააშკარაოს გამოტანილი. ამას დაემატა ისიც, რომ "მოდერუსებისთვის", ''იუზერების" აზრით, უცხო იყო ის ლიბერალურ-დემოკრატიული იდეალები, რომლებზეც აპელირებდნენ (ზოგჯერ დემაგოგიასაც კი არ ერიდებოდნენ) ფორუმის ტერიტორიის პროგრესულად მოაზროვნე მოქალაქე-იუზერები. "იუზერებში" თანდათან მწიფდებოდა "თვითმართველობის" იდეა, სწორედ აქედან იწყება სისტემატური, კარგად გათვლილი და მიზანმიმართული მოძრაობა "მოდერუსების" წინააღმდეგ. ამ დროიდან "იუზერები" უარს აცხადებენ ისეთი საშიკრიკო-საკურიერო სამსახურის გამოყენებაზე, როგორიც "პი ემ"-ია (პირადი ემისარი) (ეს სამსახური სპეციალურად შეიქმნა რათა პრეტენზიები სააშკარაოზე არ ყოფილიყო გამოტანილი და თავიდან აეცილებინათ ფართო მასების ჩართვა პროტესტში). ამიერიდან აღშფოთებული იუზერები პრეტენზიებს სახალხოდ გამოთქვამენ და არ ერიდებიან ფართომაშტაბიანი მანიფესტაციების მოწყობასაც (ერთ-ერთ ასეთ მანიფესტაციას გადმოცემით ერთდროულად 20-25 (!) "იუზერიც" კი დაესწრო). მართალია ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული "ფორუმის" შემდგომი სოციალურ-პოლიტიკური მოწყობის გეგმა, მაგრამ "იუზერების" (რომელთა დიდი ნაწილიც, როგორც ცნობილია ქართველოიდურ რასას ეკუთვნოდა), ამ რასისთვის დამახასიათებელ შეხედულებას იცავს: ‘’ოღონდ ესენი წავიდნენ და მერე რაც გინდა ის იყოს” (‘’მოდერუს” “თეუშკის”-თვის მართვის სადავეების ხელიდან ‘’გამოტაცებაზე” პროფესორ ციკლონის მიერ გაშიფრულ-თარგმნილი საქვეყნოდ ცნობილი ნაშრომიც გამოდგება). ახლა ამ საკითხს მეორე მხრიდან შევხედოთ, ‘’იუზერების” მოთხოვნილება არცთუ უსაფუძვლო იყო. ბუნებრივია დღითიდღე იზრდებოდა ‘’ფორუმის” მოსახლეობა და სახელმწიფო დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დადგა. ‘’მოდერუსები” (რომლებიც, როგორც შემდგომ გაირკვა ჩვეულებრივი მოკვდავნი იყვნენ და ტიმურ წარმომავლობას მხოლოდ ხალხის დასაშინებლად იყენებდნენ) თავს ვეღარ ართმევენ მომრავლებული მოსახლეობის მიერ წამოჭრილ ჯგუფებს-თემებს (მითუმეტეს მათ გადახედვა-გადაკითხვას). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეპისტოლიარული ჟანრი ყველაზე პოპულარული იყო ამ ტერიტორიაზე. ძირითადად ურთიერთობა თუ საქმეთწარმოება სწორედ ამ ჟანრში მიმდინარეობდა რაც ალბათ მოსახლეობის დიდი პასუხისმგებლობით უნდა ავხსნათ. თუ რომ ვინმე უარს განაცხადებდა საკუთარ სიტყვებზე, დაინტერესებულ მხარეს მაშინვე შეეძლო ‘’არქივიდან” ამოეღო საჭირო სიტყვები და ცხვირწინ აეფრიალებინა მეორესთვის. მოკლედ, ‘’მოდერუსები” თავს ვეღარ ართმევენ მომრავლებულ მოსახლეობას და ვინაიდან და რადგანაც საკუთარი ‘’არსებობა” რამით უნდა გაამართლონ ტიმის თვალში, შიგადაშიგ სხვადასხვა ტერიტორიებს (იგივე თემა (თემი, როგორც გენებოთ)) არბევენ. ასეთი რანდომული შერჩევა არისხებს ‘’ფორუმის” პროგრესულ მოსახლეობას. საუბარი იწყება ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებზე. (ეს საუბრები შემდგომ გამოიყენეს ისეთმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიც არის ‘’გაერო”, ‘’ევროსაბჭო” და ა.შ თავიანთი წესდებისა და დეკლარაციების ჩამოყალიბებისას). ‘’მოდერუსები” იმის მაგივრად, რომ საკუთარი შეცდომები აღიარონ და უკან დაიხიონ (რიგ შემთხვევებში) ან გაამართლონ საკუთარი საქციელი, ‘’მათრახის” პოლიტიკას ირჩევენ და თემ(ა)ს, თემ(ა)ზე არბევენ, რაც თავადაც ვერ ხვდებიან ისევ მოწინააღმდეგეთა წისქვილზე ასხამს წყალს, რომელთაც ხშირად არათუ თანამოქალაქეთა დარღვეული უფლებები, არამედ საკუთარი ‘’იმიჯი” (ეს სიტყვა პირველად სწორედ ‘’ფორუმილიონში” გხვდება, მისი გრაფიკული გამოხატულებაა ე.წ. ‘’ავატარი”). შედეგად მშვიდობიან, საინტერესო და კეთილგანწყობილ დღეებს ‘’ფორუმის” ტერიტორიაზე (შესაბამისად თავებს ‘’ფორუმილიონში”) ცვლის სისხლისმღვრელი რევოლუციები და ‘’იმიჯ-დამანგრეველი” (ორივე მხარისთვის) რევოლუციები. კრიზისის განვითარების შესახებ სხვა წერილებში ისაუბრებენ სხვა მეცნიერები.

2) პრე-ისტორიული ხანის მხატვრობა და პირობითი ნიშნები, ე.წ. “სიცილაკები”. (თუმცა ბევრი მათგანი სიცილს სულაც არ გამოხატავს)
დღევანდელი მსოფლიო მხატვრობის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის პრე-ისტორიული ხანის მხატვრობას. “ფორუმილიონის” მანუსკრიპტებზე ალაგ-ალაგ ვხვდებით უცნაური წარმომავლობის ნიშნებს, რომელთა ახსნაზეც დიდხანს იმტვრევდნენ თავს მკვლევარ-მეცნიერები. თავდაპირველად მათ არამიწიერ წარმომავლობაზეც საუბრობდნენ. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ეს ნიშნები ერთგვარი თილისმის როლს ასრულებდნენ და შამანების მიერ იყვნენ მოგონილნი, რათა მწერლები მუზებს არ დაეტოვებინათ. მეორე ვერსიის მიხედვით ეს ნიშნები, ‘’საფრთხობელას” როლს ასრულებდნენ, ფურცლები რომ დიდხანს შენახულიყვნენ და დროის ცვალებადობისთვის გაეძლოთ. საბოლოოდ მათი გაშიფვრა მხოლოდ მას შემდეგ იქნა შესაძლებელი, როდესაც მაგიდაზე გაშლილ საუკუნეებდატყობილ ფურცლებზე ჩაფიქრებულ ორ მეცნიერს შორის ერთ-ერთმა აღტაცებით აღნიშნა: ეს ნიშანი თავიდან ბოლომდე გამოხატავს ჩემს დღევანდელ გუნება-განწყობილებას. ‘’ეს კი ჩემსას” იყო პასუხი. . .
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იმდროინდელი ადამიანების ემოციური მუხტი ბევრად უფრო დიდი იყო ვიდრე დღეს, ამიტომ ამ გადასახედიდან ძნელია გამოვიცნოთ თუ რა განწყობას გამოხატავს თითოეული მათგანი, თუმცა იმაზე, რომ ეს ნიშნები სწორედ გუნება-განწყობილებას გამოხატავენ, აღარავინ დავობს.
ამ მიმართულებით წარმოებს დაუღალავი მუშაობა და შედეგებს შემოგთავაზებენ სხვა წერილებში სხვა მეცნიერები.
3) ‘’ფორუმის” ფარგლებში ‘’საზოგადოებრივი კონტროლისა და ზემოქმედების” მექანიზმები, ანუ, ფსევდო-ლიბერალური საზოგადოება

თუ ‘’ფორუმის” ისტორიას გადავავლებთ თავს და ‘’ფორუმილიონის” ფურცლებს მივყვებით, დავინახავთ, რომ მოსახლეობა თავდაპირველად ბევრად უფრო კეთილგანწყობილი და ლიბერალური იყო ვიდრე შემდგომ. ეს გვაძლევს უფლებას დავასკვნათ, რომ ‘’ფორუმის” საზოგადოება ‘’პიროვნებათქმნადი’’ თუ არა დიდი ‘’გავლენის” მქონე კი იყო. თავდაპირველად, როდესაც ‘’ფორუმის” მოსახლეობა იქმნებოდა და ყალიბდებოდა, საზოგადოებაში ‘’თანასწორობის, ძმობისა და ერთობის” განწყობა სუფევდა, ხოლო მას შემდეგ რაც ‘’ფორუმზე” კაპიტალისტური წყობა დამყარდა (‘’იუზერებმა” აქტიურად დაიწყეს კაპიტალის დაგროვება, რაც აღინიშნებოდა მათი ‘’მოქალაქის მოწმობის” სურათის, ‘’ავატარის” ქვემოთ, ერთნიშნა, ორნიშნა, სამნიშნა და ოთხნიშნა, მგონი ხუთნიშნა რიცხვებითაც კი. იმ დროის ფულადი ერთეული იყო ე.წ. ‘’პოსტი” (კომენტარი) რომელიც ფულის ისტორიაში ყველაზე მყარი ვალუტა იყო და რომელსაც ინფლაცია არასდროს დამუქრებია.) ‘’იუზერების” ერთმა ნაწილმა დაიწყო საკუთარი გავლენისა და ნაცნობების გამოყენება ახალი მოქალაქეების დასათრგუნად. (ისტორიას ახსოვს ისეთი ‘’იუზერებიც”, რომელთაც “ვერ გაუძლეს” ფორუმის საზოგადოებრივი მოქმედების მექანიზმს და დატოვეს ქვეყნის ტერიტორია). გაოცებას იწვევს ‘’ზემოქმედების” დახვეწილი მექანიზმის სახეები: დაცინვა, გაკიცხვა, იგნორირება. . . ხოლო ‘’მოდერუსების” მიერ, წაშლა “აღგვა პირისაგან მიწისა”. იმ დროის ‘’ფორუმში” გავრცელებული იყო ‘’ფორუმული მორალი” რა არის ცუდი? როდესაც აკრიტიკებენ ჩემს კომენტარს. რა არის კარგი? როდესაც მე ვაკრიტიკებ სხვის კომენტარს. მოკლედ, ერთნის უფლებების დაცვა მეორეთა უფლებების შელახვის ფონზე. ეს ‘’ზემოქმედება”, არ ჩანს, რომ ცნობიერად კეთდებოდა ან ცუდს ისახავდა მიზნად, ეს მხოლოდდამხოლოდ საკუთარი თავის დამკვიდრებისა და წარმოჩენის ერთ-ერთ საშუალებად მიიჩნევა, თუმცა გავლენას ახდენდა ‘’ფორუმის” ისტორიაზე, აფერხებდა თემების განვითარებას, ზოგიერთ ‘’იუზერს” ხელს უშლიდა ემოციების გამოხატვაში და გათავისუფლებაში. მოკლედ, ‘’ფორუმი” დიდი მსოფლიოს მინი-მოდელს წარმოადგენდა. . .
5) ‘’საფრეჯეტ მუვმენტის’’ ჩანასახები ‘’ფორუმილიონის” მიხედვით.

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის შუა წლებში ინგლისელი ემელინ პანკჰარსტის დღიურებში ვხვდებით ამონაწერებს ‘’ფორუმილიონის” ტექსტიდან, ძირითადად ერთ-ერთი ‘’იუზერის” ‘’როკაპის” სიტყვებს. ქნ. ემელინი, საუბრობდა რა ქალთა უფლებების შესახებ, ყოველთვის ახსენებდა ქნ. როკაპს და მას თავის ‘’სულიერ დედას” უწოდებდა. სწორედ ‘’ფორუმილიონს” უკავშირდება ისეთი პრობლემის გადაჭრაც, როგორიც ‘’დიასახლისის” პრობლემაა. ‘’მდდო” (“მსოფლიოს დიასახლისთა დაცვის ორგანიზაცია” თავის უპირველეს მიზნად აცხადებს მომავალი თაობის ქალებს თავიდან ააცილოს დიასახლისობის მძიმე ტვირთი). სწორედ მათ გამოიგონეს “ერთჯერადი ნასკები” და სპეციალური ‘’აბები”, (შეიცავენ ყველა მინერალსა და ვიტამინს) რომელთაც ხმარებიდან ამოიღეს საკვები და დაზოგეს ემანსიპირებულ ქალთა დრო. ამის შემდეგ ქალთა და კაცთა უფლებები საბოლოოდ დაბალანსდა. გარდა ამისა მსოფლიოს აღმოსავლეთ ნაწილში დამკვიდრდა ახალი დღესასწაული “როკაპ-ხათუნ, საღოლ-როკაპ”, რომლის დროსაც ქალებს შეუძლიათ ჩადრების გარეშე იარონ ქუჩებში. ‘’ფორუმილიონის” ქება-დიდებას არ იშურებენ აღმოსავლეთის ქვეყნების კაფე-რესტორან-ჰოტელ-მოტელების ხელმძღვანელები, რომელთა შემოსავალიც ზემორეაღნიშნული დღესასწაულის დროს ერთიათად იზრდება.