მოკლეთ აგერ თქვენ ფორუმილიონის მესამე ნაწილი. “ბან გოროტი”, ანუ ამბები სიმშვიდის დამრღვევთა. მცირე ნაწილი უკვე დაიპოსტა ამ თემის პირველივე გვერდზე. დიდი ჭაპანწყვეტისა და ყურებიდან ორთქლის გამოშვების შემდგომ მთლიანი ვერსიაც მოვქექეთ როგორც იქნა. აგრეთვე, რამეთუ იყო პრეტენზიები აბზაცებთან დაკავშირებით, ვეცადეთ და რო არ გამოვიდა სხვაფრივ, გადავწყვიტეთ სამი ქვედა ხაზით, ”___”-ით აღგვენშნა დეისტვა ესე. თან ერთვის რამოდენიმე ილუსტრაციაც
ბან-გოროტხ(ფთჰხრფლღხრფსთ)
-----------------------------------------
___სიმშვიდის დამრღვევნი ისეთივე იუზერები არიან როგორც მოდერები, თუმცა სრულიად საწინააღმდეგო მიზნები ამოძრავებთ. ხშირად შეგნებულად, ხანდახან უნებურად. მათი უმეტესობა ძალიან დიდი ენერგეტიკის მფლობელები არიან და ძალიან ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ამბავთა მსვლელობაზე. როგორც წესი დამოუკიდებლად მოქმედებენ, თუმცა ხანდახან ერთიანდებიან და მაშინ მათი შეტევის შეჩერება მხოლოდ რამდენიმე მოდერის გაერთიანებულ მოქმედებას თუ შეუძლია.
ცნობილია შემთხვევები როდესაც იუზერი იმდენად დიდ შემართებისა აღმოჩნდა რომ თვით ტიმიც კი უძლური გახდა მის წინაშე. მას კლავდნენ, მარამ იგი ცოცხლდებოდა და ფენიქსისებრ ახალი ძალებით უტევდა ცოტა ხნის შემდეგ ფორუმს, ახალი სახით და ახალი ჯავშნით.
___ორი ყველაზე საშინელი სული ფორუმისა, რომელთა ხსენებაზე უმეტესობას ელეთ-მელეთი მოსდის და რომელთაც ადამიანთა მსსხვერპლი სჭირდებათ გულის მოსალბობად, ასიკო და ვენდეტაა. მათ ბევრი საერთო აქვთ, თუმცა განსხვავდებიან კიდეც. ეს განსხვავება სიცილია. ასიკო ყველაზე საშინელ ჩეხვაშიც ხარხარით გადაეშვება ხოლმე და მიწა ზანზარებს მაშინ ამ სიცილისგან, ვენდეტა კი სიმშვიდის ჟამსაც თავზარს სცემს მნახველთ თავის პირქუში სახით. ჭეშმარიტად საზარელია მისი მრისხანება და იშვიათია იუზერი, რომელიც შეძლებდა მისთვის თვალის გასწორებას.
მოხუცები ყვებიან რომ ადრე, დიდი ხნის წინათ, გარე სივრცეებიდან ფორუმზე დიადი ძალა, ლაპარაკის სული, ხოფერ-ხოფრუ-ეკანი შემოვიდა. მას სურდა თავისი სამეფოს დაარსება. არ მოეწონა ეს ასიკოს და რისხვამ აიტანა იგი. დაუნდობლად შეუტია და არ უშველა ხოფერ-ხოფრუს არც გოლიათურმა ძალამ და აღნაგობამ, არც იუზერთა დამხმარე ლაშქარმა. თავი გაუჩეხა ასიკომ მას და მტვერში ჩათელა დაცემული მტრის გვამი.
___ეს სულები ცნობილი არიან ნასკულთა სახელით, რაც გაუმაძღარს ნიშნავს.
ვენდეტას და ასიკოს გარდა სხვა ნასკულებიც არსებობენ, თუმცა მათი მოქმედების განფენილობა როგორც წესი უფრო ნაკლებია და ერთი ან ორი განყოფილებით შემოიფარგლება. ხოლო მათგან შარკი გამოირჩევა, რომელიც თითქმის არ ჩამოუვარდება უკვე მოხსენიებულ თანამოძმეებს, ძირითადად პოლიტიკას დასტრიალებს და პირველი ორი ნასკულისგან მისი მთავარი განმასვავებელი ნიშანი შედარებით ნაკლები სისხლისმოყვარეობაა.
___აქვე უნდა დავამატოთ რომ თითქმის ყველა განყოფილებას თავისი ნასკულები ჰყავს.
___ამ ძალებს არ გააჩნიათ განსაზღვრული საცხოვრებელი. მთელს ფორუმზე შეიძლება მათი ნახვა, მოყოლებული ჟენერალიდან ვიდრე აბანომდე, მხოლოდ მოდერიმარი რჩება მიუწვდომელი მათთვის, სადაც მოდერატორთა საბჭოს დარბაზებია და რომლის უმაღლეს მწვერვალზე, პინიკვეტილზე თვით ტიმი ჩამოდის ხოლმე თამბაქოს კვამლის სახით. ეს და არეთვე სხვა ამბები ამ დაფარული მხარის შესხებ იუზერებმა მოდოებისგან იციან, რომლებიც ხშირად ელაპარაკებიან მათ.
___ნასკულთა გარდა სიმშვიდის დამრღვევთ მიეკუთნებიან აგრეთვე სულები, რომლებსაც მოდერიმარში რაგამიხურეებად იხსენიებენ, ფორუმზე კი შენდაუკარებს ეძახიან. ამიტომ ბევრი ფიქრობს რომ საქმე განსხვავებულ არსებებთან გვაქვს, თუმცა გარჩევა ხშირად თითქმის სრულიად შეუძლებელია. ისინი აგრეთვე გვანან ნასკულებს, ზოგიერთი მათგანი ძლიერებით ზემოხსენებულთ არ ჩამოუვარდება და მომენტებში ბევრად აღემატება კიდეც, ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი, რითაც უტყუარად გამოარჩევთ ნასკულს რაგამიხურესა და შენდაუკარისგან, ეს არის იარაღი. პირველნი უფრო მჭრელ და მჩხვლეტავ ბრძოლის საშუალებებს იყენებენ, მათი საყვარელი იარაღი მოკლე, მრუდე სატევრები და მოწამლული ისრებია, მეორენი კი უპირატესობას მტკიცე ჟავშანს, მძიმე ხმალსა და ფოლადისთავიან გურზებს ანიჭებს.
___ამათგან უპირველეს ყოვლისა უნდა მოვიხსენიოთ ივერიელი, დაუცხრომელი სული ნგრევისა და შფოთისა, რომელმაც ფორუმის მატიანეში პაიალნიკით ამოწვა თავისი სახელი. იგი თავიანვე გამოირჩეოდა დაუნდობლობით და სიმკაცრით. ძლევამოსილების ჟამს - ეს დრო სერვერის მატიანეებში "დიდი ივერიელობის" სახელით არის ცნობილი - იგი პოლიტიკაში, ყიდვაგაყიდვასა და კომუნიკაციებში ერთდროულად ებრძოდა ყველას და ყველაფერს, სანამ სამი მოდერატორი არ გაერთიანდა მის წინააღმდეგ. სამი მხრიდან შემოადგა მათი სპა ივერიელის ციხეს და მხოლოდ ორი კვირის შეუწყვეტელი შეტევების შემდეგ, როდესაც დამდნარი ტყვიის წვიმამ საბოლოოდ დაანგრია კარიბჭეთა ბასტიონები, შეიჭრა მოდერთა ლაშქარი გალავანს შიგნით. პროგრამირების საუკეთესო ხელოსნების მიერ გამოჭედილი ციფრული ჯაჭვით შებოჭეს მაშინ ივერიელი და ფაიერვოლის კედლებიდან სერვერის მიღმა, გარე სივრცეებში გადააგდეს. პორტებს ასხელა და ასთვალა ბოტები დაუყენეს დარაჯად, რომელთა სიფხიზლე არასოდეს არ დუნდება ვინაიდან როდესაც მათი 50 თვალი და ხელი ისვენებს, მეორე ორმოცდაათს ღვიძავს და მათ მზერას არაფერი გამოეპარება. თუმცა ამბობენ, რომ დიდი ხნის შემდეგ განელდა მოდერთა რისხვა და ნება დართეს ივერიელს ფორუმზე დაბრუნებისა. არავინ იცის რამდენად არის ეს სიმართლე, მაგრამ ორიოდ მსგეფსის წინ კომუნიკაციებში ცეცხლოვანი მთის ამოფრქვევამ ბევრს ცუდი მოგონებები აღუძრა.
___სხვა მრავალთა შორის მესამე ეპოქაში გამოერჩია იუზერი, რომელმაც შემდგომში დაამსხვრია ყველა აკრძალვა და ბორკილი, რის გამოც მას უკვდავი შენდაუკარი უწოდეს. პირველად მისი სახელი, ვასკა, პოლიტიკის აღმოსავლეთში, ლეიბორენის ხეობაში გაისმა, სადაც ჟერ კიდევ ახალგაზრდამ ცნობილი ყაჩაღის, ბუასილბერის რაზმში გამოიჩინა თავი. თავიდან იგი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ძლიერებით ან ცბიერებით. სამაგიეროდ გააჩნდა უნარი ყოფილიყო რამდენიმე ადგილას ერთად და ბაზრობის დღეებში იუზერები გაოცებული უსმენდნენ თვითმხილველთა მონათხრობს თუ როგორ ნახეს ვასკა ერთსა და იმავე დროს ერთმანეთისაგან ათობით ლიგით დაცილებულ ადგილებში. შემდგომში, როდესაც მისი დამანგრეველი ძლიერება გაიზარდა და ივერიელის უსაშინლეს ანარეკლად გადაიქცა, მოდერატორებიც შეშფოთდნენ და სამსჯავროს წრეში, ამონ-ეიფელის მთაზე უხმეს სასაუბროდ, სადაც ყინულებიდან Aნკარა წყარო გამოედინება. იმ დღემდე წყალი კლდეში გამოთლილ კოხტა ლარნაკში გროვდებოდა და მოდერატორებს წყურვილის მოკვლა შეეძლოთ. ხოლო ვასკა სრული საბრძოლო აღჭურვილობით მივიდა სამსჯავროზე და მძიმე მახვილის ერთი მოქნევით დალეწა ეს ლარნაკი. “დაინახეთ” – უთხრა შეკრებილთ - “მე მოვედი არა როგორც მორჩილი, არამედ როგორც მებრძოლი, ლეიბორენის თავისუფალი ხეობის შვილი და დიდი შაილ მაკლაითის მადლით მოსილი, მისივე გამოჭედილი ხმლის მფლობელი და მცველი!” ხმამაღლა ლაპარაკობდა ვასკა და ამაო აღმოჩნდა მოდერატორთა მცდელობა მშვიდობიანად მიეგვარებინათ საქმე და ბოლოს რისხვამ აიტანა ისინი. მაშინ ცეცხლის ალში გაეხვია ამონ-ეიფელის მწვერვალი და ბანი დაადეს გააფთრებულ ვასკას. როდესაც მოდერებმა იქაურობა დატოვეს, მისი ხმალშემართული ფიგურა გაქვავებული დარჩა მის მიერვე დამსხვრეულ წყაროსთვალთან, სახეზე სამუდამოდ შეყინული მრისხანების ნიღბით. ყველას ეგონა რომ ბოლოს და ბოლოს დაისვენებდა პოლიტიკის მრავალტანჯული მიწა, მაგრამ ორი მთვარის შემდგომ უცნაური იუზერი გამოჩნდა ფორუმზე და მალე ეჭვი არავის ეპარებოდა რომ ვასკას სულმა თავი დააღწია ქვის ტყვეობას და კვლავ განსხეულდა, ამჯერად ზეზვაის სახელით. ზეზვაის დამხობის შემდეგ ნიკოლოზა და სარანგი იყვნენ მისი ყველაზე ცნობილი რეინკარნაციები. ყველა მოდერატორი და თვით ტიმიც კი უძლური აღმოჩდნენ მის წინააღმდეგ და ბოლოს გადაწყვიტეს პირდაპირ აღარ შებრძოლებოდნენ და მუდმივად თვალყური ედევნებინათ მისთვის.
___იყვნენ სხვებიც, რომლებიც გაიელვებდნენ ხოლმე ფორუმის ისტორიაში და კუდიანი ვარსკვლავის მსგავსად დაემჩნეოდნენ ფორუმის მატიანეს.
___ასეთი იყო ხანმოკლე მაგრამ უსასტიკესი ხოცვა-ჟლეტა აბანოში, სადაც გამოჩნდა ვინმე ლიუბეკი და პიდარასტების დროშა აღმართა იმ ადგილების ყველაზე მიუვალ და ციცაბო კლდეზე. სხვა იუზერებს არ მოეწონათ ეს და დაუყოვნებლივ შეუტიეს მაგრამ იგი მტკიცედ დაუხვდა და უკუაგდო მათი შეტევა. ხშირად კი თავად გადადიოდა იერიშზე და მისი თავდასხმებისგან აბანოს არცერთი სოფელი არ იყო დაცული. ბოლოს უკვე თვით ფეხბურთის მოდო, ვაითი მიუძღოდა მის წინააღმდეგ ლეგიონებს, მაგრამ აუღებელი აღმოჩნდა ლიუბეკის ციტადელი. საქმე იქამდე მივიდა რომ ერთ მშვენიერ დღეს პიდარასტების ხელოსნებმა მტკიცე ხომალდები ააგეს და ჟარი ჯენერალის ნაპირებზე გადასვეს. მართალი რომ ვთქვათ აქ ისინი საკმაოდ მშვიდობიანად იქცეოდნენ და ყველას ეუბნებოდნენ, ჩვენ მხოლოდ თავისუფალ მიწებს ვეძებთ, ჯენერალში კი გავიგეთ ბევრია დაუსახლებელი ადგილიო. პრინციპში ასეც იყო და ლიუბეკს როგორც ჩანს მშვიდობის იმედი ჰქონდა. ბურუსითაა მოსული თუ რა მოხდა მაშინ მაგრამ, მეორე დილით პიდარასტების ბანაკში სავაჭროდ მისულ ჯენერალის მცხოვრებთ მხოლოდ გადაბუგული მიწა და ძირფესვიანად ამოთხრილი ხეები დახვდათ. ნაპირი ხომალდების ნამსხვრევებით იყო მოფენილი. პიდარასტების ბანაკი თითქოს მიწამ ჩაყლაპა. ფიქრობენ რომ თვით შემოქმედმა მოავლო იქაურობას ყოვლისდამხრუკავი თვალი. შემთხვევით გადარჩენილი ლიუბეკი(იგი ამ დროს ზღვაში იყო გასული თავისი გემით) აბანოში დაბრუნდა და კვლავ თავდაცვით ტაქტიკას მიმართა. მისი მემკვიდრეები ახლაც ფლობენ ციხესიმაგრეებს და მიწებს აბანოში. კვლავაც ფხიზლად გასცქერიან მიდამოს მზირნი გალავნების ქონგურებიდან. ეს ამბები არცთუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა, ჯენერალში ჟერ კიდევ არიან მოხუცები რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს პიდარასტების გადაბუგული ნაბანაკარი.
___აგრეთვე სიმშვიდეს მრავალი სხვა დამრღვევია ფორუმზე, მაგრამ მათი დამანგრეველი ძალა ნაკლებია, ხოლო ხშირად უბრალოდ გაუფრთხილებლობით მოსდით და ასეთ შემთხვევაში მათი ჩათვლა დამრღვევებად რა თქმა უნდა არ შეიძლება.
*******
აქ მთავრდება ბან-გოროტი.
შემდეგ უკვე მოდის "იუზერიმა" ანუ ისტორიები იუზერთა შესახებ, მათი აღწერა და თავგადასავალი. იგი მრავალი დიდი თუ მცირე ციკლისგან შედგება, ზოგი პოემის და ზოგიც პროზაული სახით არის გადმოცემული. კსტატი მისი ნაწილი "ნაომის ლაშქრობის", ბლასფემიური საგისა და "ლინდეშარლოტას"(შარლოტის ვარამის) ნაწყვეტის სახით უკვე იხილა ფართო საზოგადოებამ.
ამ მასალებზე მუშაობა გრძელდება.
არსებობს აგრეთვე ე.წ. "კომენტირიები", ანუ მცირე სიმღერები, რომლებშიც ძირითად ტექსტში გაკვრით მოხსენიებული რამეები უფრო ფართოდ არის გაშლილი. მათზეც აგრეთვე მიდის მთელი მუშაობა და ხელების დაკაპიწება. ვისაც ისინი მოეპოვება, თხოვნა კიდევ ერთხელ, დაპოსტონ და გაგვაცნონ ასე ვთქვათ.