Zyklon
BE NEGATIVE

        
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 47694
წევრი No.: 1631
რეგისტრ.: 21-January 03
|
#661690 · 20 Sep 2004, 16:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესე იგი იყო პრეტენზიები რომაო რა არიო, შემოქმედებაო და რამეო, მოკლედ კინო მაიტაო...
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
წინათქმა
პარკში სასიამოვნო სიომ წამოუბერა. შუბლზეც შესაბამისად სასიამოვნოდ მოხვდა გაზონზე წამოკოტრიალებულ ყმაწვილს და ოდნავ გამოაფხიზლა. იგი წამოჯდა და თავი მოიქექა. - ხოოო, მოშნი დღე იყო - გაიფიქრა - 174 თემა დავაედიტე... ბლიიიიინ მიჩინიო მყავს სანახავი მანდ სპორნი საკითხი იყო მომენტ... ყმაწვილი სასწრაფოდ წამოხტა და საბჭოს დარბაზისკენ გაეშურა. მოდერიმარში შემოდგომის მშვიდი საღამო იდგა, მზე უკვე მოეფარა სანახევროდ პინიკვეტილის ცადატყორცნილ პიკს და ახლა ცაზე სამივე მთვარე მკაფიოდ ჩანდა. - ჰეჰე, ასწორებს - გაუელვა და მთვარეებს თვალი ჩაუკრა. აგერ საბჭოს დარბაზიც, - საბა, კაკრაზ შენ გეძებდი, - ყმაწვილის წინ სახენაჭრილობევი მეომარი აღიმართა. მგლის ტყავში შემოსილი, ვაითი როგორც ყოველთვის განუყრელ ორპირა ნაჯახს ატრიალებდა, - პატარა ხმაური იყო აბანოში და ვიფიქრე ეცოდინება მეთქი. - აზზე არ ვარ, დღეს ისედაც დედის ბღლარძუნი ვატრიალე მანდ. მიჩინიო არ გინახავს? მომენტ ნამეტანი ხო მარ გავაბღლარძუნე მეთქი... - მიჩინიოსი არ ვიცი, მარა აჩრდილი კი ვნახე, პლასტიკური ოპერაცია გაუკეთებია. თვითონ რომ არ გამომცნაურებოდა, კი ვერ ვიცნობდი. ლაპარაკში გალერეა გაიარეს და დიდ დარბაზში შევიდნენ, წესით აბანოს მოდერი მალე უნდა მოსულიყო. უახლოეს საკარცხულებზე ჩამოჯდნენ და ბაასს შეუყვნენ. უეცრად საბას ყურადღება კედელზე შსერულებულმა ბარელიეფმა მიიპყრო. მასზე ორი მძლავრი მებრძოლი იყო გამოხატული, ერთერთს კატის ნიღბიანი ჩაჩქანი ეხურა და ცალ მუხლზე ჩაჩოქილ მეტოქეს გრძელ შუბს უღერებდა. მეორეს კი როგორც ჩანს საქმე ცუდად ჰქონდა რადგან ფარის ნამსხვრევები ფერხთით ეყარა ხოლო მახვილი კი დაცვით მდგომარეობაში ეჭირა. -ეგ სურათი არ შემინიშნავს ადრე – საბა ცნობისმოყვარედ ათვალიერებდა ქვაში გამოკვეთილ სცენას, - რატო? -რატო და მესამედ ხარ აქ და იმიტო – გაიღრიჭა ვაითი, - და პირველად ხარ ისეთ პონტში, არასამუშაო ვითარებაში. მეოთხე დღეა რაც კო-მოდერად აგიყვანეს როგორც მეტად იმედისმომცემი ახალგაზრდა. ხეხეხეხე, საბუნია ჩვენი არსობისა... -დავაი რა – საბუნიასაც გაეცინა, - ვინ დახატა? საკაიფოა -ჩვენმა ფორევამ დახატა, მაგ ამბებიდან მალევე -რა მაგ ამბებიდან? -ეეეეე... შენ არც იცი? უჰუუ, მომენტ საიდან,, შენ ხო მაგ დროს დაბადებულიც არ იყავი. იმინა ჩეხვა იყო რასაც ქვია. -ჩეხვა? სადა? აქ? -არა კაცო, რა აქ, პოლიტიკაში დაცხეს და მერე დაპადიეზდება და უბედურება, მოკლედ გრძელი ამბავია. ეხლა ნუ მომაყოლებ თუ ძმა ხარ ისედაც არტს ვდიე მთელი დღე, სამოცი თემა წამიბილწა იმ იუვენტუსის ფანმა იმან ამ დროს დარბაზი კარი გაიღოო და მიჩინიო შემოვიდა. -აი მეორე ხმაც მოვედიი... -მიჩ, შენ მაინც იცი მაგ ნახატის ამბავი? - საბამ კედლისკენ მიუთითა. -იმინა ჩეხვა იყო, პოლიტიკაში იჩეხავეს, დედა შვილს არ აიყვანდა ისეთი ამბავი დატრიალდა მე ვიყო რეპერი. -და რა მოხდა ვინმე მეტყვის? საბუნიამ ფეხი ფეხზე შემოიდო და მოსასმენად განეწყო. -მანდდ ნასკულები და მოდერატორები ჩაეღოჯნენ ერთმანეთს, მეც მონაყოლით ვიცი, მაშინ ბავშვი ვიყავი. ოღონდ თუ ძმა ხარ ახლა ნუ მომაყოლებ, მთელი დღე აბანოში ვარ, იმინა სულ ქვედა იარუსებზე ჩავედი და ეხლა ერთადერთი რაც მინდა – პივაა. დავლიოთ? -კაროცე ბიბლიოთეკაში ნახე, იქნება ჩანაწერები - წვერი ჩამოივარცხნა ვაითმა -ეე თვენ ხო ხართ რა, ბიბლიოთეკაში ვნახავ მაშინ – საბუნიამ ხელი ჩაიქნია და საჩვენებელი თითით სათვალე გაისწორა, - ხოდა რატო გეძებდი, მანდ აი მასტურბაციის თემა როა, იქ ერთმა იუზერმა...
* * * კარები ჭრიალით მიიხურა და დარბაზში ექოც კი დატრიალდა. ბიბლიოთეკის სამკითხველოში ბინდბუნდს სარკმლებიდან შემოსული სინათლის სვეტები ენაცვლებოდა და კომოდერატორის პოეტურ ნატურას ამან მყისვე მასალა მიაწოდა. -სიტყვის ნაკადი წიგნის თაროზე, ელამუნება მტვრიან ნაპირებს... ესეც ტანკა... -საბა, რავა ხარ, - მაგიდასთან მჟდომმა შევნიღბიანმა სუბიექტმა ძველი მანუსკრიპტი დაკეცა და შემობრუნდა. -ციკლონს გაუმარჯოს, - საბამ სათვალე გაისწორა, - ძველ ამბებს კითხულობ? -ხო რა, მომენტ დასვენების საშუალებას გაძლევს. -ესე იგი შენ გეცოდინება მაშინ, საბჭოს დარბაზში, აღმოსავლეთის კედელზე რო ბარელიეფია, რა პონტი იყო იქ? ვისაც ვკითხე ყველამ სხვა დროს მოგიყვებიო. -ხო ეგ მართლა გრძელი ამბავია და მომენტ ჯობია წაიკითხო. მაგაზე სკალდებმა პოემები არ წერეს რო? მაიცა... ციკლონი უეცრად კარადებს შორის ჩაიკარგა. საბამ ერთი კი დაუძახა საითო, მაგრამ ცარიელ დარბაზში იმისთანა ექო გავიდა, რომ ბოლოს მოეჩვენა თითქოს კარადებს მიღმა რამდენიმე ადამიანი იდგა და მის სიტყვებს იმეორებდა. -ჰმ... პოლიტიკა... თან მეტალს უსმენს. ეგენი ხო იმინა უბერავენ ყველა... თითი ცხვირთან მიიტანა და სათვალე გაისწორა. მის წინ ციკლონი იდგა, ძველი პერგამენტით ხელში. -ესეც შენ ბარელიეფის ამბავი, - პოლიტიკის მოდო მაგიდასთან მივიდა და პერგამენტი გაშალა., - ა, ძმაო, წაიკითხე თვითონ. კულტურა და ხელოვნებაში ვიყიდე ანტიკვარიატის მოვაჭრესთან ეს გრაგნილი. მას რუნების ინჩიბინჩი არ გაეგებოდა თორე იმენა გამწეწავდა. საბამ გრაგნილი აიღო და ხარბად დაუწყო თვალიერება. პერგამენტს სიძველის და ობის სუნი უდიოდა, ტრანსლიტური დამწერლობის რუნები უცნაურ მწკრივებად მიუყვებოდა უსწორმასწორო ზედაპირს. ყმაწვილმა ნაწერზე დადებულ მტვერს სული შეუბერა და სათაური წაიკითხა. -ვენ.. ტჰ.. ციკლონ, რას ნიშნავს ეგ? ტრანსლიტურზეა და ცოტა ვერ ვამუღამებ. პასუხმა შეაგვიანა. საბუნიამ მიმოიხედა მაგრამ პოლიტიკის მოდო აღარსად ჩანდა. მაშინ კვლავ პერგამენტს მიუბრუნდა და მაგიდას მიუჯდა. -ვენდეტჰარატა...
კარი პირველი: ამბავი ლხინის შუღლად ქცევისა +++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
გვამცნეთ მუზებო, კარაპუზებო, ვენდეტას რისხვა ოდეს ღმერთების დღეობაზე ის გააბრაზეს. ვით აუმხედრდნენ ნასკულები მოდერატორებს სასტიკი ომი და ობსტრუქცია მათ გაუმართეს.
ქალღმერთ ნიენას მოახლოებულ დღესასწაულზე მართავსო პოლიტიკის მოდო დიდ ქეიფს მოედო ფორუმს სანადიმო სული, განწყობა, ელოდებიან საკაიფო გართობა-ზეიმს.
ქვეყნიერების შორეული კუთხეებიდამ მოაშურა პოლიტიკას მომლხენთა ჯარმა ხარობს სასტავი, ყველას უნდა დროის ტარება ჟრიამულია, თითქოს დაჰბერა ღმერთების ქარმა.
და აი უკვე დარბაზებში ვართ, ისმის სიმღერა, იქით ბარია, დისკოტეკა, დიჯეი სკრეშობს. აქით სტრიპტიზი, გამართულა მოკლედ ორგია. შუაში სუფრაა, ღიპოსანი თამადა ქვევრობს.
სტუმართა შორის ვენდეტაც იყო, ბნელი ნასკული, ფლეიმის რისხვა. სპიტ-ჩუ-ვინგ-გუმად მას იცნობენ აღმოსავლეთში ზოგიერთებს გაუიასნდებათ მალე ეს სიტყვა.
ხოლო როდესაც მოეკიდა სასტავს ზარხოში, ნასკულის თვალებს ნელა ნელა მოაწვა სისხლი. შარიანია, თუგინდ გადი კედელზე ფეხით ვერაფერს იზამ, ასეთი არის ბუნება მისი.
შუა ნადიმზე ხმაურით იღება დარბაზის კარი პირქუში მოდო, დათიკო დგას ზვიადად ზღურბლზე ეგებება მას მასპინძელი გახარებული ყველა იქ მყოფი სიხარულით მღიჯს ირტყამს გულზე
მხოლოდ ვენდეტა ჩაიცინებს ქვეგამხედვარად შორიდანვე ესალმება კომპების მოდერს: “ოე, ბასილევს, აგვიანებ, ეს რა წესია...” და წამოეგო ბრაზიანი მოდო ამ ანკესს.
“შენ ვინ მიგდიხარ, უცხო ქვეყნით მოხეტებულო!” - ძარღვები უთრთის სიშმაგისგან ჭკუადაკარგულს, მოდერატორი აშტერდება გამბედავ იუზერს, - “აბა, ბიჭებო, ასწავლეთ ჭკუა თავგასულ ნასკულს!”
თხუთმეტი კაცი დაესია მომღიმარ ვენდის, წამოაქციეს, წიხლი ურტყეს დიდებულ რაინდს, ვორნი დაადეს, ბეზპრიძელის არ მოერიდათ, საცაა ყელსაც გამოჭრიან, საქმეა წამის.
საბედნიეროდ ციკლონს ეს არ გამოეპარა, მისი ბრძანებით ალყა დასცა მოჩხუბართ დაცვამ. დათიკოს ხალხი გაუყენეს საკნებისაკენ, იხსნეს ვენდეტა გარდაუვალ სიკვდილისაგან.
“მოდერატორო, ეს რა ხდება შენს დარბაზებში!” - სპიტ-ჩუ-ვინგ-გუმი ვილკებს ითხრის ორივე ხელით, - “უკანონობას შეეგუები? ვორნი დამადეს! დაუყოვნებლივ ჩემი ღირსების აღდგენას ველი!”
“მოდით დავმშვიდდეთ” მოუწოდებს მოდერი მომტრეთ “ჯერ გავარკვიოთ მიზეზები არეულობის, მანამ კი ნუ მთხოვთ განაჩენზე რეზოლუციას მე არ ვაპირებ ანარქია-რევოლუციას!”
მაშინ წამოდგა ფეხზე ნაომი მიმართავს ციკლონს: “ტყუილად არ ჩქარობ. თავად ვარ მომსწრე მთლიანი ჩხუბის ვენდეტა სრულად სიმართლეს ამბობს.”
სუფრის ბოლოდან აღშფოთებული ფართიზე მყოფი მეორე ნასკული პოლიტიკელი შარკ ტიბურონი ცეცხლს ყრის თვალთაგან განსრისხებული.
ისიც მოითხოვს, გადამჭრელ ზომებს დათიკოს მიერ ბოდიშის მოხდას: “გადაიკითხეთ კლასიკოსები! “სტუმარ-მასპინძელს” დაურჩით ოხრად!”
“გამშველებელს ხო ვეჩნა მოხვდება” ჩაიბუზღუნა ციკლონმა ავად, “რა გამიხურეთ, სანამ არ ვიცი როგორ განვსაჯო სმართლიანად?
ჯერჯერობით კი ეს გადავწყვიტე, ჩემს სახლს დატოვებთ ორივე მხარე სამსჯავროს წრეში გამოცხადდებით ვორნის ამბებსაც იქვე გავარჩევთ”
ხოლო ვენდეტამ კარში გასვლის წინ შემოუძახა დათიკოს მძაღედ: “თუ არ განანო არ ვიყო კაცი, თუ არ განანო მე ვიყო ვაცი!”
კარი მეორე: სამსჯავროს წრე და მოდერთა ბჭობა ++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
მეორე დილით მოდერიმარში ციკლონი ითხოვს ახსნან რა ხდება დათიკო კვლავაც თავისას ამბობს, “ღირსი იყო და კიდევ მოხვდება”
მოდერებს ეგი არ დაევასათ: “რას ქვია ძმაო არ გინდა ახსნა. ვორნის დადება ეგრე არაა, უსამართლოა და უნდა ჩახსნა!
ნახე რა ხდება, ფორუმის ველებს გადაეფარა ომის ღუბელი, წინდაუხედავ მოქცევის გამო მრჩეველისაგან გახდი მჩაგვრელი!”
“ნელნელა, დაცვითი შენი პლატფორმა კარგავს სიმართლის ძალას და ელფერს”- მობეზრდა ბევრი ლაყბობა ციკლონს, - “მე თავად მოვხსნი ვენდეტას იმ ვორნს”
მაშინ დათიკომ დატოვა საბჭო, ოთხშაბათამდე არ მცალიაო ჩემი არ ჯერა ამ ხალხს ძმაო და თუ უნდა თავში ქვა უხლიაო.
პოლიტმოდერმა დაუყოვნებლივ ვენდეტას მოხსნა წყევლა და ვორნი აღდგა ღირსება ბნელი ნასკულის თითქოს სიმშვიდის დაბრუნდნენ დრონი...
მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდა თურმე ფლეიმის რისხვა თვალებ-ბრიალა და სამშობლოში დაბრუნებულმა ომის ხანძარი ააბრიალა.
კარი მესამე: ვენდეტასაგან იდემს წასვლა და დიდი ომი ++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
ქალაქ იდემში სადაც უდგას დათიკოს ტახტი დილაადრიან უჩვეულო ისმის ხმაური გუშინ გალავანს შემოადგა ნასკულის ჯარი, კედლებს ეხლება ომის შავი დიმპიტაური.
გუშინვე იყო მძლავრი იერიში, მტკიცე აღმოჩნდა შვიდივე კარი გვამები ყრია გალავნის ირგვლივ შვიდივე კართან სისხლის დგას ღვარი.
დაუგინია ვენდეტას მწარედ: “სანამ არ ვნახავ ჩემი მტრის ფაშვებს, არ მოვისვენებ, არ გავჩერდები, დავხოცავ ქალებს, მოხუცებს, ბავშვებს”.
მაგრამ დილისკენ შეცვალა აზრი და გადაწყვიტა მარტივი რამე, გამოიწვიოს ბრძოლად დათიკო მოუყომაროს ტეტ-ა-ტეტ საქმე.
მზე შუბისტარზე ამოიწვერა კარიბჭის წინ დგას ვენდი გრძელწვერა მეტოქეს უხმობს, არ უფრთხის ისრებს ყვირის მთელ ხმაში, იბერავს ფილტვებს.
გეეკტააარ!... უპს, სორი, ეგ შემეშალა, ამას ვენდეტა არ იძახოდა. “გამოდი, ბიჭო! გელაპარაკო,” დაახლოებით ამას ამბობდა.
იდემელები შეწუხდნენ დიდათ, ყველა დათიკოს შემოჰხვეოდა. მოქალაქენი, თანამებრძოლნი, ურჩევდნენ ბრძოლას მორიდებოდა.
“უნდა გავიდე!” - მტკიცედ თქვა მოდომ, - “ვერ ეღირსება მტერი მაგ ზეიმს, ნახოს თუ როგორ შეგვბოჭა ძრწოლამ, დათიკოს შიში არ ახსოვს ფლეიმს.”
მითრილის აბჯარს იმშვენებს გმირი მაღალი ჩაჩქნით თავს იგვირგვინებს, ქალაქის ბჭეებს ზურგს უკან ტოვებს, მუხის ჭიშკარი მჭახედ ხრიგინებს
“კვლავ აგვიანებ, მოდერატორო” – ნიშნის მოგებით ამბობს ნასკული, - “პუნქტუალობა გაკლია მცირედ ვერა ხარ რაღც გულმხიარული.
ახლა გაიგებ რაოდენ შეცდი, ოდეს ვენდეტას გადაუდექი, ალბათ კუბოზე უკვე იზრუნე, შენ დღეს სიკვდილის გზას გაუდექი!”
“სანამ დავცხებდეთ, დავთქვათ პირობა, არ შევურაცხყოფთ მოკლულის სხეულს, დიდსულოვანი იყოს მძლეველი” მიმართავს მოდო მტერს გადარეულს.
“ტყუილად ცდილობ მომილბო გული, ვერ ეღირსები ლამაზ აკლდამას ტალახში გათრევ, ოდეს გაგტრუპავ, შენს გვამს მივუგდებ ტურას და აფთარს.”
უთხრა და ელვად აძგერა შუბი, ვენდეტა თავის სტიქიაშია. დათიკომ ბეწვზე მოიგერია, მოდერატორიც გიჟი კაცია.
სულგანაბული მისჩერებოდნენ იდემელები დევგმირთა რკენას ყველა მოქნევას შუბის და ფარის მათი კბილების ერთვოდა ღრჭენა.
და აი უეცრად რაღაცა მოხდა, დაეცა მოდერი მხარგანგმირული ორად გაპობილ მითრილის ფარზე ბუბლიგუმია მიწეპებული
ოდეს დათიკომ მტრის ყველა დარტყმას კარგად უფარა მტკიცე დარაკა, ელვისებური ფანდების შემდეგ შემოაფურთხა ვენდიმ ჟივაჩკა
ამოიგმინეს იდემელებმა, ყველა მოელის სისხლიან ბოლოს. გულსასტიკია ფლეიმის რისხვა. შემართულ შუბით დაადგა მოდოს.
“შეჩერდით, ხალხო, რამ გაგაგიჟათ!” ისმის უეცრად შორიდან ხმები, ქალაქისაკენ მოისწრაფვიან ენჯი, ნაომი, მაქსი და სხვები
სულზე მოასწრეს, გადაეღობა ციკლონი ვენდის მახვილშემართულს “მამულიშვილნო, თქვენ ხომ არ გძმარავთ,” ჯიესემის ხმა მოესმა ნასკულს.
“ჩამომეცალე, ციკლონ, იცოდე, ზედ მიგაყოლებ ამ შენს კოლეგას. მაგან იწვნია და ვატყობ შენაც გაიგებ ჩემი ფილტვების ძალას!”
ბრდღვინავს ვენდეტა, ვეფხვივით ფიცხი. ხითხითებს ჩუმად პოლიტიკის მოდერატორი. ნაომი კუშტად დაყრდნობია ფოლადის სათხედს, იქვე ვაითი აღმართულა, პიდერთ მებრძოლი.
აქ უკვე მარტო აღმოჩნდა ვენდი, პირქუშად უცქერს ყველა იქ მყოფი, მიხვდა ამჯერად მხარს არ უჭერენ, თუ გააგრძელებს, ტისკს მოუჭერენ.
“კაი, ჯანდაბას, რაც არი არი, თქვენს გარდაც ასი საქმე მაქვს კიდე” მსუბუქად მოახტა ვენდეტა მერანს, ლაშქართან ერთად მოსცილდა იდემს.
მძიმედ დაჭრილი კომპების მოდო ექიმთა ხელში ჩააგდეს სწრაფად წოლითი რეჟიმი გამოუწერეს თვალს ადევნებდნენ მკურნალნი მკაცრად.
ფორუმზე ბევრი მომხდარა ომი, მაგრამ ასეთი ცოტა თუ ვიცით. მოდერატორნი და იუზერები არგახურების შეიკრნენ ფიცით
დასასრული ++++++++++ გასრულდა ესე ამბავიც, ვითა სიზმარი ღამისა, თხრობა მორიგი შუღლისა, დაძაბულობის წამისა, მან მისთა მჭვრეტთა წაუღის ნერვები, ტვინი და სული ბრძენი ჰხამს მისად აღწერად და ენა ბევრად ასული.
ეხლა, იმას კი არ ვანბობ, რომ ვარ სიბრძნისა მთოველი. პროსტა რაც ზემოთ აღვწერე, თავად ვიხილე ყოველი. მსურს შვილებს შემოვუნახო ნამოქმედარი მამისა, ვწერ ვინმე გურჯი მელექსე ჩვენი დროის და ჟამისა.
--------------------
არა არს ღმერთი თვინიერ მორგოტისა და საურონი მოციქული მისი *** მორწმუნე თომა *** ვი გათ ნო თრაბლზ, ლაიf იზ დი ბაბლზ, ანდადასი
|