ესე იგი ისევე როგორც ყოველივეს ამ ქვეყნად, მითოლოგიაში პერერივსაც აქვს დასასრული, შესაბამისად ვაგრძელებთ ესე იგი რა ქვი იმას, ზემოხსენებულ მითოლოგიას.
ამჯერად ჟანრი შეიცვალა, საგმირო ეპოსიდან უფრო სატირაზე(რამდენად გამოვიდა ეს სატირა, მაგი უკვე თავად შეაფასეთ)
ხოდა მოკლეთ თუკი ეს... ესე იგი ... ჰმ... ჯანდაბას, პამფლეტი დავარქვათ ( :წარ: ჩვენი რა მიდის :გიგი: ), სულ ოდნავ მაინც გაგახალისებთ, ალბათ მისია შესრულებულად ჩაითვლება.
რამეთუ სხვა რა არის ამგვარი ნაჯღაბნის აზრი, თუ არა ის, რომ ვინმეს გაეცინოს

დაიწყო კინო მოკლეთ.
========================================================================================
სლიკ როუდ გრუპი და დიმპიტაურ ენტერტაიმენტი წარმოგიდგენთ...
მას არ სურდა, რომ რაც იცოდა, მხოლოდ მას ცოდნოდა...
ლამარა დეიდა!მას არ სურდა, რომ არ სცოდნოდა ის, რაც სხვებმა იცოდნენ...
და ქალბატონი დოდო!...ეროტიულ ტრილერში, რომელმაც დაშოკა მსოფლიო!
იტალიური ეზოს მოჩვენებაარ გამოტოვოთ...
-----------------------------------------------------------------------------------------------
ეს ტრეილერი იყო, მომავალი ფილმების ანონსი

ვსო, ეხლა უკვე კინო იწყება.
-----------------------------------------------------------------------------------------------
ანტიბლექერები უნიკოდში
(ციკლიდან "მელომანიის ქრონიკები)
ფილმი გადაღებულია რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.
ყველა დამთხვევა შემთხვევითია.
მომზადებულია მხოლოდ ჩემს მიერ. ყველა სააგენტოს თავზეც გავიარე.
ხო, მართლა, ფილმი შეიცავს უწმაწურ სიტყვებს და ამიტო 16 წლამდე ბავშვებს ნუ აყურებინებთ და ჩვენ მოგვიტევეთ პახოდუ

ინტრო
----------
__იყო და არა იყო რა, ფორუმზე, მელომანიის მხარეში, ცხოვრობდა სამი ძმა.
__უფროსი, ელვე, ცნობილი იყო როგორც ყველაზე დიდი ინტელე
კტუალი ფორუმზე. მას ელვისებური სისწრაფით შეეძლო განესაზღვრა თუ რამდენად ინტელე
კტუალური იყო მუსიკა და რამდენად პრო
პესიონალურად იყო დაწერილი. მერე რა რომ სმენა არ ჰქონდა და დრამის პარტიებში მაგალითად რამდენიმე თეფშის დაკვრას უკვე ვეღარ აღიქვამდა და ერთ დიდ დომხალად ეჩვენებოდა, მერე რა რომ ხშირად ჰარდროკი და ჰარდკორი ერეოდა ერთმანეთში. სამაგიეროდ აზროვნებდა.
__შუათანა, დივაინერორი, ოდესღაც უკრავდა. ბლექ-მეტალს უკრავდა. მერე გაიზარდა და თავი დაანება. ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მას დაანახა, რომ იგი გაიზარდა. მას სძულდა ყველაფერი საშუალო და დევიზადაც მისთვის მეტად სამწუხარო ფაქტის კონსტატაცია ჰქონდა ფარზე ამოტვიფრული:
Mediocrities Everywhere. როგორც ვხედავთ, მისი ინტელექტიც ძალიან მაღალ დონეზე იდგა, ინგლისური იცოდა. მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ყოველივე საშუალოსთან ბრძოლისათვის ჰქონდა მიძღვნილი.
__უმცროსი ძმა, ოზნერა, ცნობილი იყო როგორც ყველაზე მხიარული და მოუსვენარი. და ამავე დროს საშინლად იდეინი. მას აკვიატებული იდეები ჰქონდა. მათგან უმთავრესი იყო ის რომ არ შეიძლებოდა არაფერი. ან თითქმის არაფერი. ყოველ შემთხვევაში ჯგუფ Death-ის მოსმენა შეიძლებოდა. აი დანარჩენის რა მოგახსენოთ. მომენტებში იგი ძალან ჰგავდა უფროს ძმას და თუკი ელვე ჰარდკორსა და ჰარდროკში იხლართებოდა, ოზნერა ბლექ-მეტალსა და ვიკინგ-მეტალს ვერ არჩევდა ერთმანეთისგან.
__სამივენი ერთ ქუჩაზე გვერდიგვერდ მდგარ სახლებში ცხოვრობდნენ, მარცხენაში ელვე, შუაში დივაინერორი და მარჯვენაში ოზნერა.
__ძმები რისი ძმები იქნებოდნენ, რომ რაღაც საერთო არ ჰქონოდათ სულიერებაში.
__მათ სამივეს საშინლად სძულდათ ბლექ-მეტალი.
ეპიზოდი 1.
-----------------
__დილით ოზნერას კარგ ხასიათზე გაეღვიძა. ჩვეულებისამებრ მარდად წამოხტა, თმები დაივარცხნა, წმინდა შულდინერის ხატის წინ სანთელი დაანთო და მოსაწევად ეზოში გავიდა. აქ მას ფიქრები შემოაწვა. ფიქრები იმაზე, რომ: 1) ბლექი ყლეობაა; 2) ბლექი ყლეობაა; 3) ბლექი ყლეობაა; 4) შეიძლება თუ არა კაცს სახლში ჰქონდეს საღებავი; 5) ბლექი ყლეობაა; 6) შეიძლება თუ არა, რომ არ გაინტერესებდეს სიმღერის ტექსტი რომელსაც უსმენ; 7) ბლექი ყლეობაა; 8) შეიძლება თუ არა, შულდინერისთვის სანთლის დანთების შემდეგ, ასე მალე, სიგარეტის მოწევა.
__ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, რაღაც დროის შემდეგ, უამრავი მსჯელობისა და თავისი ლოგიკურობით გასაოცარი არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების ერთ ჯაჭვად შეკვრისა და შედუღაბების შემდეგ, მის წინაშე დადგა ფუნდამენტალური დილემა, შეიძლება კი ფიქრი საერთოდ? იმიტომ რომ, ხომ შეიძლება არ შეიძლებოდეს. მაშინ კი დაერხა, იმიტომ, რომ, აი ახლა, ის ფიქრობს და ამ დროს არც კი ფიქრობს იმას, შეიძლება თუ არა ეს. ვაი და არ შეიძლება, მაშინ??!!!
. . .
__ოზნერა ლაზათიანმა სილამ გამოაფხიზლა. ეს ელვე იყო. მან ფანჯრიდან დაინახა თუ როგორ იდგა ოზნერა ეზოში, დაფიქრებული, სიგარეტით ხელში და უეცრად წაიქცა. სასწრაფოდ გაუწია პირველადი დახმარება, სახლში შეათრია და ახლა მზრუნველობითა და შეშფოთებული თვალებით დასცქეროდა ძმას.
- ასმაჰაჰა... ელვე შე ძველო, - გაიცინა ოზნერამ, - ხო, რა იყო, ვფიქრობდი წეღან. ბლექი ყლეობაა.
- პიზდეც ინტელე
კტუალურია! – კმაყოფილებით თქვა ელვემ, მასში ნათესაურმა სიამაყემ გაიღვიძა.
ამ დროს სამზარეულოდან თეფშების ხმაური მოისმა. ეს დივაინერორი გახლდათ.
- დომხალ! – გასძახა ძმას ელვემ.
- მე ვუკრავდი… - იყო პასუხი.
- პიზდეც ზვუკი უდგას! – კმაყოფილებით თქვა ელვემ. მასში კვლავ გაიღვიძა ნათესაურმა სიამაყემ.
ეპიზოდი 2.
---------------
- ბიჯო, ელვე, დივაინერორ! გამოდით, ახალი პროგ-დესი გავჩითე!!! – ოზნერა ფანჯარაში იყო გადმოკიდებული და ხელში კომპაქტ დისკს ატრიალებდა. ელვე ეზოს თოხნიდა. დივაინერორი კი მთელი ძალით ცდილობდა ვაშლის ხის ამოძირკვას, რომელიც ორ სხვა ვაშლის ხეს შორის იდგა.
- პიზდეც ზვუკი უდგას? – შუბლი მოიწმინდა უფროსმა.
- მაააააგარია! ჯაზის ელემენტებია!
- პიზდეც ინტელე
კტუალურია! – სახე გაუნათდა ელვეს.
მალე სამივე ძმა დინამიკებს უჯდა და დაძაბული უსმენდა აუდიო ჩანაწერს.
- ბლექი ყლეობაა! - შვებით ამოისუნთქა ოზნერამ როდესაც მუსიკა შეწყდა.
- მე ვუკრავდი… – ოცნებით თქვა დივაინერორმა.
- პიზდეც ზვუკი უდგას! – აღფრთოვანებას ვერ მალავდა ელვე, - პიზდეც ინტელე
კტუალურია!
- მერე გამოვლენ ბლექერები და თავის მძღნერ მუსიკას უკრავენ! – ოზნერას სახეზე აღშფოთება აესახა, - როგორ ბედავენ!
კარებზე კაკუნი გაისმა. დივაინერორმა გააღო. ზღურბლზე ცნობილი საზოგადო მოღვაწე, სატანისტების წინააღმდეგ მებრძოლი მამულიშვილი, მამა ბასილი იდგა. იგი ჩამოვლაზე იყო.
- სალამი, შვილებო, სატანას ხომ არ ემსახურებით აქ? არაქრისტიანულ ტექსტებს ხომ არ კითხულობთ? საერთოდ რამეს ხომ არ კითხულობთ? სახეს ხომ არ იღებავთ? არ შეიძლება!!! ეს დაუშვებელია და ჩვენ ამას არ დავუშვებთ რომ მრავალსაუკუნოვანი მართლმადიდებლური რელიგია შეგვიბილწონ ვიღაც სექტანტებმა!
- ბლექი ყლეობაა. – მკაცრად თქვა ოზნერამ.
- პიზდეც ინტელე
კტუალურია! – დაეთნხმა ელვე.
- რა ცოდვები ჩაგიდენია შვილო ჩემო ცხოვრებაში?! მოინანიე! – მამა ბასილი რატომღაც დივაინერორს დააშტერდა.
- მე ვუკრავდი…
- ახლა ხო აღარ უკრავ, - შვებით ამოისუნთქა მამაომ და პირჯვარი გადაიწერა.
- ჩვენ მეტალისტები ვართ, ოღონდ სატანას არ ვემსახურებით, - ამაყად თქვა ოზნერამ, - და საერთოდ მეტალისტებიც მარტო იმიტო ვართ რო მეტზე ჩვენი ინტელექტი ვერ ქაჩავს და ძალიან ვართ შეწუხებული ამ ფაქტით. თორე როგორც კი ავალთ მაგ დონემდე, რო მწარე ჯაზს მოვუსმინოთ, შულდინერს ფიცავარ, ეგრევე ჯაზზე გადავალთ.
- პიზდეც ინტელე
კტუალურია! - როგორც ყოველთვის, დაეთანხმა ძმას ელვე.
- ზატო სტინგს ვუსმენთ, - გაუხარდა უცებ ოზნერას, - აი ელვეს ევასება.
- პიზდეც ზვუკი უდგას!
მაგრამ მამა ბასილი მათ უკვე აღარ უსმენდა, იგი კედელზე ჩამოკიდებულ წმინდა შულდინერის ხატს უყურებდა.
- ვინ არი ეგა?
- პიზდეც ინტელე
კტუალურია! – დაასწრო ძმას ელვემ.
- ეს წმინდა ჩაკ შულდინერია, - თქვა ოზნერამ, - მისი მოსმენისას მივხვდი, რომ ბლექი ყლეობაა.
- პიზდეც ზვუკი უდგას!
- ბლექი რაღაა? – მოახერხა სიტყვის ჩაკვეხება მამა ბასილმა.
- დომხალ! – კვლავ დაასწრო ძმას ელვემ.
- მე ვუკრავდი… – გამოცოცხლდა დივაინერორი.
- ბლექი ყლეობაა – სიძულვილით თქვა ოზნერამ.
- პიზდეც ინტელე
კტუალურია! – თავი დაუქნია მას ელვემ...
9 წუთის შემდეგ ქუჩაზე სასწრაფო შემოვარდა. როგორც შემდგომ დადგინდა, მამა ბასილს გული შეუწუხდა...
ეპიზოდი 3.
--------------------------
__ერთხელ ძმები დრაკონის მოსაკლავად წავიდნენ, რომელიც ქუჩის მეორე მხარეს ცხოვრობდა.
ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, უცნობი შეხვდათ. იგი გზის პირას, ხის ძირში იჯდა და დაღვრემილი დასცქეროდა ღვინის ლაქებით დაფარულ კომპაქტ დისკს, რომელსაც რამოდენიმე ადგილზე სიგარეტი ჰქონდა მიმწვარი. დისკზე ჯერ კიდევ შეიძლებოდა გარჩევა წარწერისა “ქართული ხალხური სიმღერები”.
- ბიძია, ბიძიააა, - გახარებული გაექანენ ძმები უცნობისკენ, - ბიძია, ბლექი ხო ყლეობაა?
- რა დროს ბლექია, ქართული ხალხური სიმღერები ხელში მაკვდება...
- ხო,მარა, ყლეობაა ბლექი არა? - ოზნერამ წარბები შეჭმუხნა, - ხოა ყლეობა!
- პიზდეც ინტელე
კტუალურია! - თავი დაუქნია ელვემ.
დივაინერორმა გულის ჯიბიდან სურათი ამოიღო და უცნობს გაუწოდა.
- ამ ფოტოგრაფიით შეგიძლია იმსჯელო თუ როგორი მუსიკაა ბლექი. ჩვენ ასე ვიქცევით - უთხრა ოზნერამ უცნობს, რომელმაც კიდევ ერთხელ შეათვალიერა ძმები. და ნიკაპი მოიქექა.
- მე გოგჩა ვარ. თქვენ კაცები ხართ თუ ქალები? ქართულ სუფრაზე გაქაჩავთ?
- ბლექი ყლეობაა, - მტკიცედ თქვა ოზნერამ.
- რატომ? – იკითხა გოგჩამ.
- მე ვუკრავდი... – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ჰორიზონტს მიჩერებულმა დივაინერორმა.
- დრაკონის მოსაკლავად მივდივართ, - მიმართა ახალგაცნობილს ოზნერამ, - წამოხვალ?
- არ მჭირდებით! – დაიყვირა უეცრად გოგჩამ, - არ მჭირდებით, მე არავინ არ მჭირდება, მარტო ილია ჭავჭავაძე მჭირდება, მხოლოდ ილია მინდა... ის კი აღარ არის!!!
ძმებმა გზა გააგრძელეს და საღამოს 6 საათისთვის სახლამდე მიაღწიეს.
- თქვენი არ ვიცი და მე მომშივდა, - თქვა ოზნერამ, როდესაც სავალდებულო ლოცვის შემდეგ სამივე სავახშმო სუფრას მიუჯდა, - თან დღეს მაგარი ვიმუშავეთ. მგონი ჩავკალით ბლექი ჰა?
- დომხალ! - გამოტენილი პირით თქვა ელვემ.
მცირე ხანი მდუმარედ შეექცეოდნენ ნაკურთხ საჭმელს. უცებ დივაინერორმა ღეჭვა შეწყვიტა და დაფიქრებით თქვა:
- სხვათა შორის, რომ დაუკვირდე, ბლექშიც კი მოიძებნება ნორმალური რამეები. მე ხომ ერთ დროს ვუკრავდი და თან...
- რას ამბობ! გინდა თქვა რომ ის მძღნერი, რასაც ბლექ-მეტალი ჰქვია, მძღნერი არ არის? - აფეთქდა ოზნერა, - როგორ ბედავ თქმას რომ ბლექი არ არის მძღნერი?! ეს ხომ აქსიომაა, რომ ის მძღნერია!!! დაგიმტკიცებ ახლავე რატომ არის ბლექი მძღნერი. ჯერ ერთი ქვეყნად არსებობდა შულდინერი და მეორე და მთავარი, ბლექი - ყლეობაა! აქედან გამომდინარე, ბლექი არის მძღნერი!
- პიზდეც ინტელე
კტუალურია...-აღმოხდა მოსმენილის სიღრმით გაოგნებულ ელვეს და მცირე ფიქრის შემდგომ დაუმატა, - !
---------------------
ესე იგი აქ მთავრდება პირველი სერია.
This post has been edited by Zyklon on 15 Mar 2005, 12:58