იეესე იიგი, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს "მელომანიის ქრონიკები"
პირველი სერია შეგიძლიათ იხილოთ აქ >>>
http://forum.ge/?showtopic=33570910&view=findpost&p=1127638მაშ ასე. თქვენს წინაშე არიან...
ანტიბლექერები უნიკოდშიმეორე სერია
******************************
მცირე ინტერლუდია
-----------------------
ძმები ამქვეყნად მარტო არ იყვნენ. მათ ჰყავდათ ბიძაშვილები, ვულფსპელი და ქლედჰედი.
პირველი ცოტა არ იყოს და მოფილოსოფოსო პიროვნება გახლდათ, მას მუსიკაში, ლიტერატურაში, კულინარიასა და მარშუტკებში პირველ რიგში სწორედ ფილოსოფია და იდეა აინტერესებდა. დანარჩენი მისთვის მეორეხარისხოვანი იყო. მოქმედებასა და ჭვრეტას შორის უპირატესობას ამ უკანასკნელს ანიჭებდა და შესაბამისად საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. პირველი შეხედვით რა თქმა უნდა. თორე საკმარისი იყო ვინმეს ღმერთზე ცუდი ეთქვა დაააა მაააშინ, ესე იგი იხილავდა მის, ესე იგი ვულფსპელის, რა ქვია იმას... რისხვას. ხო.
აი, ქლედჰედი კი თავის რადიკალიზმითა და საბრძოლო შემართებით ალბათ ოზნერას და ელვეს არ ჩამოუვარდებოდა. მის ანგარიშზე იყო ბლექის დაცინვის მართლაც რომ უზარმაზარი რაოდენობა და მათ ისევე სათუთად ინახავდა როგორც მონადირე ინახავს თავის ტროფეებს. ხშირად ღამის კოშმარში მოლანდებული ბლექის შემდეგ, გამოღვიძებულზე შთაგონებამოწოლილი დამჟდარა და თაბახები გაუვსია ბლექის დაცინვით. როგორც ხედავთ არც იგი გახლდათ უბრალო ვინმე.
ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ სანათესაო პერმანენტული ომისა და მშვიდობის მდგომარეობაში იყო ოყლომონიის იმპერიასთან, რომლის მბრძანებელი კარლო VII ნირვანას ფანატი გახლდათ და ესე იგი ხანდახან კინკლაობდნენ ხოლმე, ისე, მსუბუქად, მაგრამ როდესაც საქმე მარადიულ მოსისხლეს, ბლექ-მეტალს ეხებოდა, ძველი შუღლი უჟრაში იმალებოდა და იკვრებოდა ერთიანი ფრონტი, პატრიოტული კავშირი “საქართველოს ავტო და კეფალური ეკლესიის რისხვის ზარი” (ს.ა.კ.ე.რ.ზ.).
ყველა მათგანი ფლობდა გასაოცარ ნიჭსა და უნარს, ჟეპეგე იმიჟებით განესაზღვრა მუსიკის რაობა, ჯღერადობა და ესე იგი სხვა მახასიათებლები.
კავშირს დიდი მომავალი ელოდა წინ.
პრინციპში კიდევ ერთი ინტერლუდია
--------------------------------------------
ერთ ზამთარს მელომანიას უცნაური მოგზაური ეწვია. მისი ტანსაცმელი მტვრით იყო დაფარული და სახეს გრძელი და გაჩეჩილი თმები უფარავდა. ის მარტო არ იყო. თუმცა ~მარტო არ იყო~ ცოტა ისეთი ნათქვამია., რადგან მოგზაური გვამს მოათრევდა, რომელიც ხის ტოტებისაგან დაწნულ საკაცეზე იდო. ეტყობოდა, რომ მგზავრს გრძელი და რთული გზა ჰქონდა გამოვლილი. იგი სოფლის შუა მოედნამდე მივიდა და გაჩერდა.
მალე მის გარშემო ხალხი შეიკრიბა. აღმოჩნდა, რომ ახალმოსულს ნოვე-ტე ერქვა, ხოლო გვამი კი მისი ბატონის, სერ ბრიტ პოპისა აღმოჩნდა. აქედან ერთი კვირის სავალზე მოუკლავთ იგი ყაჩაღებს და ერთგულმა მსახურმა გადაწყვიტა ადამიანებით დასახლებულ მხარემდე მიეღწია, რათა ცხედარი შესაფერისი პატივით დაეკრძალა.
თუმცა ეს იყო ყველაფერი, რისი გაგებაც ნოვე-ტესაგან მოხერხდა, რადგან მალე მას უცნაური ცვლილებები დაეტყო. ცნობისმოყვარეთა შორის, რომლებიც მოედანზე იდგნენ, მეტალისტებიც გამოჩდნენ. აი, აქედან მოყოლებული, ახალმოსული სრულებით შეიცვალა. მზერა აერია და ყვირილი დაიწყო. საკმაოდ ხმამაღლა სხვათა შორის და ბოლობოლო შეკრებილი საზოგადოება იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რაღაც ზომების მიღება იყო საჭირო, რადგან ხმაური თანდათან სულ უფრო შემაწუხებელ ხასიათს იღებდა.
მაგრამ როგორც კი ვინმე მიუახლოვდებოდა, ნოვე-ტეს ხორხიდან ამომავალი ხმები ყვირილიდან ზებგერით კივილში გადადიოდა, მომენტებში ადამიანის ყურისთვის მისაწვდომი სიხშირეების ფარგლებს სცილდებოდა და აბსოლუტურად აუტანელი ხდებოდა. ისე რომ მცირე ხნის შემდეგ ადგილობრივებმა ხელი ჩაიქნიეს და დაიშალნენ. ნოვე-ტე კი მუხლებზე დაეცა და შიშველი ხელებით დაიწყო მიწის თხრა.
მთელი ღამე ისმოდა მისი გაშმაგებული ქშენა ახლომდებარე სახლების მფლობელებს: “გჰ, გჰ, გჰ... აბბბბბლსკდჰგლკსჟდ!!! გჰ, გჰ, გჰ!!!”. დილით კი მელომანებს სოფლის მოედანზე მხოლოდ ახალნაყარი მიწის გროვა დახვდათ. საფლავის ქვის ნაცვლად ფანერკის ნაჭერი იყო ჩარჭობილი და ზედ ეწერა: "მეტალისტები - არა"
*****************
მეორე სერიის დასასრული
ანონსი: შემდეგ სერიებში თქვენ იხილავთ საბუნიასა და ყვავას გრანდიოზულ დაპირისპირებას, არ-ფარაზონის გმირობისა და მუნჯი ნავარას ამბებს.