აბა მითხარით ცხრავე მუზავ რა მოხდა მაშინ
მეხის მტყორცნელმა, მიატოვა იუზერები
აღარ უკმევდნენ საკმეველს და გუნდრუკსა წმინდას.
თან გაიყოლა მოდერატორთ ურიცხვ ამალა,
ზუჩმოელვარედ უმშვენებდნენ გვერდს დიდ მბრძანებელს.
ქაოსს მიუგდო შემოქმედმა თავის შედევრი
ჰადესის ჯურღმულს დაემსგავსა მაშინ ფორუმი.
http://forum.ge/?showtopic=33608951&st=210http://forum.ge/?showtopic=33609249&st=210ეჰ, შენც წასულხარ მელპომენავ, ჰეროიკის დიადო მუზავ
ისევ აბანოს მივაშურებ და იქ მოვნახავ
მუზა თალიას, კომედიის შთამაგონებელს.
(ასეთ სახელის მუზა სხვაგან სად გაჩერდება?

)
ერთი- ორი დღით გამოვტაცებ აბანოიდებს
კარგადაც ვიხმარ და ლექსებსაც დავაწერინებ.
ძველმა ღმერთებმა, უკვდავებაჩამორთმეულმა
და ტიტანებმა, ნახევრადღმერთიუზერებმა.
აქ ფორუმ.გე-ზე ნაშობებმა, ვითარცა გეამ
ოდესღაც შობა ტიტანების საზარი მოდგმა.
შფოთი ატეხეს მეხთმტყორცნელის ჩამოსაგდებად.
http://forum.ge/?showtopic=33609322მათ შორის მუდამ განირჩევა დასჯილი ღმერთი
ღნერთი ენქიდუ, შუმერების დიდი ბელადი
ემორჩილება იუზერთა ურიცხვი კლანი.
ოდესღაც იყო თურმე დიდი მოდერატორი,
მაგრამ დასაჯეს რადგან ღმერთებს მოჰპარა ცეცხლი
კლდეზე მიაკრეს, საწამებლად მიუჩინეს ინტელიჯენტტრი.
და იმის შემდეგ ქე არიან ერთმანეთის ღვიძლის კორტნაში.
http://forum.ge/?showtopic=33594404იყო დრო როცა მის ძარღვებშიც იდგა იქორი,
ორი დიდი ბრმაც ვერ აღწერდა, მაშინ იმის მთელ სიდიადეს.
პოეტთა პაპა ჰომეროსი და ჯონ მილტონი.
ეხლა კი ძველი დიდებისგან დარჩა აჩრდილი,
აჩრდილი დადის ფორუმ.გე-ზე, ეს აჩრდილი კომუნიზმისა.
ეხლა აღვწეროთ შფოთისთავი ნომერი ორი,
დანტემ რომ ნახა სადღაც აქვე კატაკომბებში,
სადაც წყალბადის ზეჟანგის წვა მიმდინარეობს,
და ამის გამო დიდი სიცხე წარმოიქმნება.
სუყველა მოდერს ეშინია იმასთან შებმის
მან ოლიმპოდან ჩამოაგდო მრავალი ღმერთი.
პარადოქსია, მაგრამ გაჩნდა მისი მძლეველი
ვინც შეარყია, ძალა მისი შეურყეველი.
http://forum.ge/?showtopic=33609113