...აგრეთვე ვიმეორებთ თემის დასაწყისში გამოთქმულ თხოვნას და მოგიწოდებთ ვისაც გაგაჩნიათ და მოგეძევებათ მცირე ნაწყვეტები, მოზრდილი ფრაგმენტები ან სულაც სრული ტექსტები, დაპოსტეთ ისინი რამეთუ ეს დიდა დ დაგვეხმარება ჩვენც და ძვირფასი იქნება ისტორიული მეცნიერებისათვის.
ანუ კაი იქნება თუ თქვენც დაპოსტავთ მეთქი სხვადასხვა რამე რუმეებს

ხოლო გაცნობებთ რომა დამთავრდა საგმირო ეპოსის "ნაომის ლაშქრობის" პირველი ნაწილის გაშიფვრა. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ მკრთალი ასლია დიდებული ორიგინალისა, რომლებიც ძველმა სკალდებმა იმღერეს, თუმცა იმედს ვიტოვებთ რომ ბოლეე მენეე გასაგებად გადმოვთარგმნეთ. რომელ თარგმანსაც გთავაზობთ

ნაომის ლაშქრობა
***************************
სიმღერა პირველი:
მრუმე ღრუბლები გაწოლილა ფორუმის თავზე
დელგმა სიმღერას აგუგუნებს, ბანს აძლევს ქარი,
ავი ღიმილით იგრაგნება ზეცაზე ელვა,
გორაკზე მდგარი რუხი კოშკისკენ მიქრის მხედარი...
წვიმიან ღამეს მუხის ბჭეებზე ბრახუნი ისმის,
ჩირაღდნით ხელში მრგვალ დარბაზში შემოდის GT
რა ამბავია - ეკითხება დაცვის მეომარს, -
არ ველოდები ამ შუაღამით არცერთ მეგობარს.
- ეჰეი, გააღეთ, ამ ტაროსში რას მაყურყუტებთ! -
თაღებს მოედო ხმა, ნაცნობი და საამური.
- ნენა.. ნაომი! - ჯითი მყისვე მსახურებს უხმობს:
ხიდი დაუშვით, რამ მოიყვანა ამ ყიამეთში ეგ ვუბედური
დიდხნის უნახავ მეგობართა შეხვედრის დარად
მყისვე განათდა დარბაზები ნადიმის თარგზე,
ბავშვიც მოგითხრობთ ჯითის სუფრის სიუხვის ამბავს
ზღაპრები დადის მის თაფლუჭზე, არაყზე, პლანზე.
შუა ნადიმში შეახსენათ თავი ამინდმა,
მეხის გრუხუნმა გადაფარა საკრავთა ხმები.
- რა მიზეზია- ჰკითხა ჯითიმ - გამაგებინე,
ამ წარღვნაში ამსიშორეზე რომ მომაშურე?
- ისევ მოდერი, - რვალი გაისმა ნაომის ხმაში. -
ვშიშობ ჟითოი, საქეიფოდ არა გვაქვს საქმე.
თუ არ ვიღონეთ ამ დღეებში სასწრაფოდ რამე,
თავისუფლებას ვეღარ ვნახავთ, აქ, ჯენერალში.
დაფიქრდა ჯითი, წარბშეჭმუხვნით შეხედა ძმობილს
- ძალზე დიდია მოდერების ძალა და ვესი...
ავამუშაოთ გვმართებს ნენა ჭკუა-გონება,
არა მგონია მხოლოდ რქებით გამოვიდეს საქმის მოგება.
ახლა წავიდეთ, გავიხსენოთ ლოგინი რბილი,
ხვალ რემედიოსს გავუგზავნი წვივმაღალ შიკრიკს
არ შეიძლება ასეთ საქმეს მარტო შევებათ,
თუცა ისედაც დიდი იმედი არ მაქვს რომ გითხრა...
განთიადამდე თათბირობდნენ ჩვენი გმირები,
პოლზე ეყარნენ პლანის წევით გადაღლილები,
მათ სამოზგაო ოხრათა აქვთ, ტაკ შტო ვაცალოთ.
თქვენის ნებართვით ცოტა სხვაგან გადავინაცვლოთ...
---
აქ მთავრდება პირველი მანუსკრიპტი. დანარჩენებს ახლო მომავალში შემოგთავაზებთ
This post has been edited by Zyklon on 30 Jun 2004, 15:42