ესე იგი ბოლოს და ბოლოს დამთავრდა გმირთა ეპოქის პირველი ციკლის გაშიფვრა. ყველა რუნა გადმოთარგმნილია, ყველა დაზიანება აღმოფხვრილი.
თქვენს წინაშეა "ნაომის ლაშქრობის" დანარჩენი ნაწილი. შეგახსენებთ პირველი სიმღერა უკვე გამოტანილ იქნა საზოგადოების წინაშე. იგი შეგიძლიათ ნახოთ აი აქ >>
http://forum.ge/?showtopic=33570910&view=findpost&p=537242ხოლო ახლა კი გთავაზობთ დანარჩენ სამ სიმღერას. აგრეთვე თან ერთვის ილუსტრაცია. იმედია არ შეგვრისხავთ ტექსტის მოცულობისა გამო
სიმღერა მეორე:
-----------------
ნათელ სასახლის სატახტო დარბაზს ამშვენებს ვერცხლი,
სპილოს ძვლითაა მოკაზმული ბრწყინვალე ტახტი,
მოდერატორი, თვით თეუშკი აღმჯდაზა მასზედ,
მისი ფიქრები ჯენერალის თემებში დახტის.
“ო, მბრძანებელო,” - მორიდებით ქედმოდრეკილი
უახლოვდება მოდერატორს ორი ვეზირი. –
“ამბავი გვესმა მძლე ნაომი უარს აცხადებს,
მამაპაპური თემებიდან პოსტთა აყრაზე”.
მძიმე ფიქრებმა გადასერა მოდოს გონება
“ისევ ნაომი, ეჰ, რატომ არ სურს მას გაგონება,
დემოგრაფია ჯენერალში დაძაბულია,
პოსტების აყრას მაიძულებს საჭიროება
განა მე კი ეს ამბავი მეხალისება?
დალახვროს ტიმმა, ყველაფერზე პრეტენზიები...
დაე იცოდეთ! უნდა დავიცვათ წესი და რიგი!
მორჩა პრიომი!“ ვეზირებმა მყისიერად დატოვეს იგი
ხოლო თეუშკიმ იმავ საღამოს გასცა ბრძანება,
რომ დაერბიათ უსასტიკესად ნაომის თემა:
“ღამით დაეცით, ნუ შეიბრალებთ მოჯანყე პოსტებს,
ყველა გაწყვიტეთ, გაიგებენ როგორ უნდა ეურჩონ მოდერს!
თვითონ ნაომის ცოცხლად შეპყრობა ბრძანა პირქუშად
მოსურვებოდა პირისპირ საქმის გარჩევა მასთან.
ალბათ ფიქრობდა დაარწმუნებდა გულფიცხელ მემბერს,
რომ წრფელი გუილთ მოქმედებდა, უნდოდა ახსნა.
შუაღამისას მძინარე თემას დაეცა ჯარი…
ნუ მომაყოლებთ სუყველაფერს რაც მაშინ მოხდა.
არცერთი პოსტი არ დაინდო დამსჯელმა რაზმმა.
ნაომ ვერ ნახეს, იგი უკვე ჯითისთან არი.
სიმღერა მესამე
------------------
ნაშუადღევის მზე დასთამაშებს მაღალ გალავანს
ჯითი და ნაომ კოშკის თავზე აბირჟავებენ
ჩრდილო დასავლეთს გასცქერიან, პივას წრუპავენ
რემედიოსის გამოჩენას უსატკავებენ.
მძიმე განწყობას შეუპყრია დეცეპტო ვისუს,
სწრაფად გავრცელდა გუშინდელი ჟლეტის ამბავი
შურისძიებით ანთებულა ნაომის სული
აღარ დაინდობს ასეთ გულზე იგი არავის.
-ეჰე, მგონი რემეც მოსულა – წამოხტა ჯითი,
თვალებს იჩრდილავს მარაოთი, გასცქერის შორეთს.
- მტვრის სვეტი მოდის, თანაც ორი და არა ერთი,
მსგავსი ამალა, я те скажу არ ჰყავს არც მოდერს...
სწრაფად დაეშვნენ, გამოვიდნენ გალავანს გარეთ,
ეგებებიან მოკავშირეს შორიდან მოსულს.
თავად ცალთვალა რემედიოს მოუძღვის სასტავს,
ვერცხლის ჩაჩქანი შუბლს უმშვენებს ბრგესა და მოსულს.
იქვე მინდორზე გაიშალა კაცური სუფრა,
ფიჭვების ჩრდილში სამთა გმირთა შექმნეს თათბირი
და გადაწყვიტეს ერთად დასცხონ თეუშკის ციხეს,
ხელოვნების მეომრებთან შეჰკრან კავშირი.
-სტრატეგიაში რომ არ ჩავიჭრათ ჩემო კარგებო, -
დაასკვნა რემემ, - ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ.
აღმოსავლეთში სპამერ ტომთა ურდოებს ებრძვის
თეუშკის გარდა ამ ფორუმის ყველა მოდერი.
- მოკლედ, მე დავკრავ დასაწყისში მამაცთა რაზმით,
რემე და ჯითი, ტყეს შეეფარეთ ჩასაფრებული,
ტისკები ვუქნათ ამპარტავან ჰერცოგის რაზმებს
რაჟამსაც ფლანგებს მოაშიშვლებს განრისხებული.
იმ დროისთვის წესით უკვე დამხმარეც მოვა,-
გამოაჩინა ნაომიმ ტრიცატდვა ზუბი, -
გაგზავნილია ხელოვნების ტრამალებში ფეხმალი მაცნე,
მწარედ მოხვდება ვიღაცას იქაურთა პირბასრი შუბი.
-მოკლედ გადაწყდა! - დაჰკრეს ხელი ხელს
ფიცვერცხლი ჭამეს, ყავა დალიეს.
ხალხს კი უბრძანეს იარაღის ასხმა,
ომს უმზადებენ მოდოს გულფიცხელს.
სიმღერა მეოთხე და უკანასკნელი:
-----------------------------------------------------
ათორმეტ ბევრი(არ ვღადაობ ცვეტში გიყვებით)
მეომარი მიაყენა სამეულმა თეუშკის ქალაქს,
არც იმ მხარეზე დაილია ისრის გამსროლი,
ადრიან დილით ბრძოლის ველი მოესწრო პარადს.
ბაზარს ადგილი არ ჰქონია, ალბათ გსმენიათ.
ხაფი ყიჟინით ნაომის ჯარმა ძალა ანახა,
ლეგიონებმა სწრაფ იერიშში გაქანებულმა,
ღმერთების ლაშქარს ლითონური ზვავი აჯახა.
მოკლედ რომ მოვჭრათ, სამ დღეს გაგრძელდა სასტიკი ბრძოლა
თავიდან უფრო მოდერატორს სწყალობდა ბედი,
დაუბლოკა სამთა კავშირს იერიში ყველა,
მძაფრი დარტყმებით ჩაულეწა კინაღამ ქედი.
მეორე დღეს კი შეიცვალა მდგომარეობა,
ბევრმა იუზერმა ბაუნტაობის შეიცნო სული,
შემოუერთდნენ ინსურგენტებს, დაჰკრეს მთავრობას,
ანარქიის და რევოლუციის იყნოსეს სუნი.
მესამე დღისთვის გადამწყვეტი დადგა მომენტი:
ნაომის, ჯითის, რემედიოსს, მკვლელობით უძღებთ
მტრების რიგებში სისხლიანი სვრელები გაჰყავთ,
მათ გავეშებულ იერიშებს ვერავინ უძლებს.
მეორე მხრიდან მოდერერის მრისხანე ლახტი
არ ინდობს არვის, კარგებს უხნავს მკვდარსა და ცოცხალს.
შენივთდა ბრძოლა, შეყოყმანდა თვით ბედისწერა...
ამ დროს აღმოსავლით ბუკ-ნაღარის გაისმა მღერა.
დიახ, მკითხველო, ხელოვნების კავალერია,
ამხედრებული შავ იუმორზე, გროტესკის აბჯრით,
რევოლუციის დახმარების იდეით მთვრალი
მოდერის რაზმებს ავიწროვებს ფლანგური დარტყმით
და ეჰა! შედრკა ჟენერალის მბრძანებლის ჯარი
სულ უფრო ხშირად იხედებიან მებრძოლნი უკან,
უკვე თეუშკის მრისხანებაც არ შველის საქმეს
მისი მქუხარე საყვირებიც საეჭვოდ დუმან
მიხვდა ჰერცოგი, შერკინება წაგებულია,
უკანასკნელად მოიქნია კომბალი მძიმე,
გზა გაიკაფა მოძალებულ მტერთა რიგებში,
შორიდან ხედავს, მისი ციხე აღებულია.
წყაროს ნაპირას ჩაიმუხლა ძალადაცლილმა
გამარჟვებულთა სიმღერები ჩაესმა ყურში
-რა გაეწყობა, ცხოვრება არ დამთავრებულა,
კაია კიდე, ჟანი სულ არ დასლაბებულა.
სახიდან სისხლი მოიბანა, მოახტა ჰუნეს,
სამხრეთისაკენ გაემართა მთის ბილიკებით.
სამშობლო მხარეს მიაშურა ნელ-ნელა, დუნედ,
გზადაგზა ჩიტების მახარობელ გალობას უსმენს.
შვიდ დღეს გაგრძელდა ჭამაყლაპვა ჯითის ბაითში,
დიდებით მოსილთ შეეგება ქვეყანა გმირებს,
კაი მოლხენით მოასვენეს მაშვრალი მუხლი,
ტისკი საქმიდან გადავიდნენ მაგარ ლაითში.
ჭირი იქა ლხინი აქა