შერლოკ, ძმაო, როგორ ხარ?

ეჰ, კაი ხანია აღარ მინახიხარ... სად დამეკარგე, ჰა? ასე უნდა ძველი მეგობრების დავიწყება? მარტო მე კი არა, აგერ, შეხედე, კიდევ რამდენ ხალხს მოანატრე თავი!!!... ვზივართ ახლა და შენზე ვჭორაობთ. ხომ არ გასლოკინებს?

თუ ასეა, წყალი დალიე, მაგრამ არა მგონია წყალმაც გიშველოს... ჰმ... ისე, შეგეძლო, ცივი ჩაისთვისაც გაგესინჯა გემო...

ან ფანტა და - გაიზიარე მხიარულება!!!

ჩვენი მხიარულება!!!

ხომ ხედავ, უშენოდ ბატიც არ დაგვიკლავს;) დანარჩენზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!...
ჰმ... ზოგიერთები ამბობენ, გვაბოლებო, მაგრამ... მოდი რა, და ანახე ერთი, რა არის ნამდვილი დაბოლება

ჰო, შენი ძმის წამოყვანაც არ დაგავიწყდეს, მაიკროფტის

მგონი აქ შენზე მეტად მას ელიან...

კიდევ... რომ მოხვალ ერთი პატარა ახსნა-განმარტების მოცემა კი მოგიწევს... რაზე? ჰმ... რაზე და - რა არის, ან თავი არ გეცოდება, ან საწყალი დედაშენი? მოკვდა ქალი ყოველ დღე ჭურჭლის რეცხვით, თვალში სინათლე დააკლდა შენი წინდების კემსვით... შვილიშვილის ნატვრაში უნდა ამოხადო სული???
აბა, გელოდებით და კარგად მოიფიქრე ამაზე რას გვეტყვი