გუშინ მესიზმრა სახლში ვიყავი და დედაჩემს ტრადიციულად ვესაუბრებოდი რომელიღაც ფრიად ინტელექტუალურ თემაზე თან ფეხები მქონდა რატომღაც გაშლილი.
ამ დროს შემოვიდა მამაჩემი და ფეხებზე გამომედო, წაბორძიკდა, მაგრამ არ წაქცეულა და უხეშად ვუთხარი თვალებში გამოიხედე-მეთქი.
მერე მეორე ოთახში გავიდა და იატაკზე დაწვა. როცა გავედი, ისევ უხეშად ვუთხარი იატაკზე რატომ დაწექი-მეთქი და შუბლზე შევამჩნიე წითელი წრიული ჭრილობები ქონდა.
დავაწვინეთ ლოგინზე და მერე ვხედავ მეც იგივე ჭრილობები მაქვს თან ძალიან მტკივა.
მერე გამეღვიძა და ძალიან მინდოდა წყალი, არადა 2 საათის წინ დავლიე. რატომღაც აივანზე გავედი გახდილი და ისე დავლიე. მერე შემცივდა და ისევ დავიძინე.
ამჯერად 2 კლასელი მოვკალი ძილში შურისძიების მოტივით იმიტომ რომ ერთმა მეგობარმა რაღაც ###ობები გაუკეთა და იმათი რეაქციაც შესაფერისი იყო,
კამერების წინ მოვკალი პისტოლეტით საკმაოდ შორი მანძილიდანაც კი.
მერე ქორწილი იყო და სიძე არ მივიდა

ყველას უკვირდა. რა იცოდნენ რომ ჩავაძაღლე?
მაგრამ სინდისი საერთოდ არ მაწუხებდა. პირიქით. პოლიციაშიც კი არ წავსულვარ. სადღაც მაღლივში დავდიოდი შემოვლითი გზებით და მიმალვისთვის გეგმებს ვაწყობდი.
მეორე კლასელი გოგო იყო და მითხრა მაკოცეო, მაგრამ არ ვაკოცე. გათხოვილია.
ალბათ რადგან ადამიანები მოვკალი კაი ტიპი გავხდი მაგის თვალში?
ბოლოს მესიჯმა გამაღვიძა.