აუ მე ცუდათ ვარ..... სამშაბათს გამოცდა მაქვს და....

ჩავაბარებ ასიანი ჩავაბარებ, მაგრამ ეხლა წინასაგამოცდო შეტევები მაქვს: გულის აჩქარება, ჟრჟიალი ტანში, ცუდი ძილი, ბევრი ჭამა, ნუ ბევრი კიდევ სხვა..... აუ ნეტავი დღეს უკვე სამშაბათი საღამო იყოს და გამოცდა ჩაბარებული მქონდეს, ან კიდევ ოთხშაბათი დილა და ეხლა ვიღვიძებდე, ან ვაბშემც პარასკევი იყოს და ხინკალს ვჭამდე სმეტანით...... 20 საკითხია თითო ალბათ 100 კილოს იწონის, აქედან 3 საკითხი არ ვიცი..... ჰმ მარა რაღა მე მომივა ეგ სამი საკითხი, არადა არც სხვებმა იციან, ჰმ იქნება და მათაც არ ამოუვიდეთ, მაგრამ ეგრე არ გამოვა ჯგუფშI 11 კაცი ვართ, ბილეთში 2-2 საკითხია გამოდის რომ სულ 10 ბილეთი გვაქვს, არა ვიღაცას ნამდვილად ამოუვა, თუმცა არა ტუ ბილეთი სულ 10-ის ხოლო სტუდენტი 11 გამოდის რომ ლექტორი უკანვე ჩააბრუნებს ბილეთებს და ის ბილეთები რომლებიც არ ვიცით არავის არ შეგვხვდება....... ჰეჰ აბა ჩამიბარებია და ეგაა....

მარა ამასაც ხომ ბედი უნდა.... ისე კარგი იქნება ლექტორი თუ გავა ცოტახნით, აი ვითომ ვიღაცამ დაუძახა და გავიდა.... ეგრევე ყველა ბილეთს ვნახავ და რომელიც მომეწონება იმის ადგილს დავიმახსოვრებ და ჩემი ჯერი რომ იქნება ავიღებ....

მაგრამ ზოგი ლექტორი ისეთია რომ იცის სტუდენტური ოინები და რომ აურიოს? ჰმ....

ეგ მე არ მაწყობს..... იმედია ბილეთის გამოცვლა მოსული იქნება, თუ ეგრეა მაშინ ცუდი ბილეთი რომ მომივა გამოვცვლი, ნიშანს არ დამაკლებს ასიანი ვიცი, იმიტომ რომ სხვა საკითხები 6-იანზე ვიცი.... მაგრამ დავუშვათ და მეორე ბილეთში ერთ-ერთი ისეთI საკითხი იყოს რომელიც მე არ ვიცი... მაშIნ კიდევ გამოვცვლი.... აუ კაიფი ის იქნება მესამე ბილეთშიც ის დარჩენილი მესამე საკითხი ამოვიდეს რომელიც არ ვიცი.... ჰმ.... მშია