Doct0rINან სახლი არა აქვთ ან კარი? დაწოწიალობენ ესე და დადიან...
სათქვენო ლექსია
თუ უსმელი ვარ ჩლუნგი ვარ, ბლუ ვარ, ბენტერა ჭუკი ვარ
და გულზე მაწევს ლოდი
დავლევ და დარდიმანდი ვარ, ამირანივით დავდივარ
სიტყვაც თავისით მოდის
მოდით სისხამზე ბიჭებო, ძმაკაცის ჭერქვეშ ვიჭექოთ
მასთან მოვიკლათ ჰობი
და ჰა სიმღერით, ბოთლებით, კარს მივადგებით ლოთები
და წამოვუყრით ცოლ-შვილს
ტრიალებს დიასახლისი, გამოგონილი ხალისით
ტრიალებს,ჭერი ხტუნავს
ვქიფობთ ჭიას ვახარებთ, აკვანში მწოლე ანგელოზს
თამბაქოს კვამლით ვხუთავთ
მერე ქუჩებში ვყაყანებთ, არ გვიჩერებენ მანქანებს
და სულს ვუგინებთ მძღოლებს
ამ ჩვენი "ლოცვა-კურთხევით" თუ ვინმეს ძილი უფრთხება
სულ მაგას ვდარდობთ სწორედ
დილაზე თავი მისკდება, შელახული მაქვს ღირსება
ვკვდები, მიშრება ყრონტი
გასუსული ვარ ვიდრემდის, მიტევს ცოლი და სიდედრი
შეერთებული ფრონტით
ამ ღამის ნატრაბახალი, დაფორთხავს როგორც ბახალა
გადმოვარდნილი ბუდით
ახ მომცა ერთი ტარანი, ხმელი ქვირითა ტარანი,
ცივი, ქაფქაფა ლუდი
დღეს ჟიბეცარიელი ვარ, ჩემივე თავის მტერი ვარ
მევალეც მადგას კარზე
ისე ვარ ნაბახუსარი, ვით გაროზგილი ჰუსარი,
რომ ელოდება კარცერს
მერე ავიღებ ერთბაშად ჰონორარსაც და ხელფასსაც
და შევუბერავ მალე
... ძმავ სიგარეტი გექნება... ერთი ასანთიც გექნება...
თან მომიკიდე ბარემ...