#649760 · 14 Sep 2004, 16:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისე, თუ ვერ შენიშნეთ მე არავის აფეთქებაზე არ მითქვია არაფერი. ვლაპარაკობ ამ იარაღის არსებობის, მშვიდობის გარანტის ფუნქციაზე. ერაყს რო ჰქონოდა ეს, ამერიკა ვერ გაექაჩებოდა, ისევე როგორც, ვერ ექაჩება ირანს ან კორეას-ამათთან დიპლომატიურ მეთოდებს ამჯობინებენ. აფეთქებები და არმაგედინოს დაწყებაზე სხვებმა გადაიტანეს აქ ლაპარაკი. ალბათ იმიტომ რომ, ატომური ბომბა მათ გაგებაში მარტო არმაგედონთან ასოცირდება. ხეროშიმა და ნაგასაკით ამერიკამ აჩვენა მსოფლიოს ამ იარაღის პოტენციალი და მაგის მერე დაშოშომინდა ყველა. ცივი ომი ატომური იარაღის არსებობის შედეგეია. რო არა ეს USA CCCP მესამე მსოფლიო, სისხლიან ომს დაიწყებდნენ სადღაც 60-იან წლებში უკვე. სად ვიქნებოდით ან რა ვიქნებოდით ეხლა ჩვენ ვინ იცის.
შეუძლებელი არაფერი არ არის. ჯერ ერთი ჩვენ ენერგორესურსებით მწირი ქვეყანა ვართ და მარტო მაგიტომ შეიძლება რეაქტიული ენერგისს პოტენციალის გამოყენებაზე ფიქრი მომავლისთვის. არარეაური და შეუძლებელი აქ არაფერი არ არის. მარა თუ ყველაფერს ეგრე პესიმისტური განწყობით მიუდექი (არ გამოვა, ვერ შევძლებთ, გვეზარება,) მაშიან არაფერი არ იქნება შესაძლებელი.
|