მინდა მაგრად ჩაგეხუტო და მთელი ცხოვრება გეფერო, ვუყურო შენს მშვენიერებას და დავტკბე შენი სილამაზით, რომელიც უსაზღვრო და მომაჯადოვებელია! ჩემი გული მხოლოდ შენი სიყვარულითაა სავსე და მხოლოდ სენი სიყვარულით ძგერს! ალბათ სიტყვა სილამაზე მხოლოდ შენთვის მოიგონეს, იმიტომ რომ ერთადერთი სილამაზე შენ ხარ!
არ მეძინება, ერთ ლამაზ და უსაყვარლეს გოგოზე ვფიქრობ, რომლის მომაჯადოვებელი თვალები თვალწინ მიდგას! ნეტავ ერთი წუთით მაინც გავჩნდე შენთან, თავზე ხელს გადაგისმევდი, ნაზ ტუჩებში გაკოცებდი და მერე ყურში ჩაგჩურჩულებდი თუ როგორ ძალიან მიყვარხარ!
შენს მოფერებაზე და კოცნაზე უარი როგორ უნდა ვთქვა! პირველი მიყვარხარ მე რატომ უნდა ვთქვა, ვერ ვხვდები!
ჩემო სიყვარულო, შენი სილამაზე ცასავით ანათებს, იმ ცასავით, საიდანაც ვარსკვლავი მოწყდა, დედამიწაზე ჩამოვარდა და მე დავიჭირე! შენი თვალები და ღვთიური ღიმილი ყოველთვის თვალწინ მიდგას და ვერავინ და ვერაფერი დამავიწყებს! ყოველთვის შენზე ვფიქრობ და ესეც საკმარისიაბედნიერებისათვის!
შენი სახელი ჩემთვის ლოცვაა, სამოთხე კი შენ თვითონ ხარ! სენთან ერთად ჯოჯოხეთშიც კი ვიქნები! მთავარია შენ იყო ჩემს გვერდით და ჩემს უსაზღვრო სიყვარულს ყოველთვის იგრძნობ!
ჩემო ცხოვრებავ, ძალიან მენატრები, ნეტავ ახლა შენს გვერდით ვიყო, იცი რამდენს მოგეფერებოდი? იმედია აბაზანაში არ ხარ
ოღონდ ისეთ კაფეში წავიდეთ, სადაც კუპეები იქნება, თორემ ხალხში უხერხულია. თანაც ხომ გინდა, რომ ბევრი ბევრი მოგეფერო?
ჩემო ლამაზო, არ გაინტერესებს მომავალი? მომავალი ქმრის იდეალი მითხარი და გეტყვი თუ შევძლებ ეგეთად ყოფნას, ოკ?
მაგის შეძლებას რა უნდა?! მე მაშინ სუპერიდეალური ქმარი ვიქნები! ჩემს სიცოცხლესთან ერთად ვიქნები, ჩემი ხელით ვაჭმევ, ერთად მოვუსმენთ სახლში მუსიკას და ბევრს ვიცეკვებთ. ჩემთვის მხოლოდ შენ იარსებებ და მხოლოდ შენ იქნები უმთავრესი! რომ მომკლა, სხვა ქალისკენ არ გავიხედავ! ყველაფერში შეგიწყობ ხელს. სამსახურში, დაქალებთან ერთად გართობაში და დასვენებაში! ჩემი ცოლი არ გარეცხავს და არ დააუთოვებს, გასაგებია? მეზიზღება ქართული ტრადიციები და მაგაზე მაგრა მაქვს აკრეფილი! ჩვენთან ზოგს ცოლი რაღაც ნივთი და მოსამსახურე გონიათ, რომელმაც ბავშვები უნდა დაგიზარდოს, ბინძური თეთრეული დაგირეცხოს, საჭმელი უნდა დაგიმზადოს და რაც მთავარია სახლში იჯდეს! მე არ მინდა ეგეთი ცოლი..
უყურე ვახოს