მე გთავაზობთ ძალიან მაგარ იდეას ექსკურსიის შესახებ, ოღონდ ცოტა ძვირი დაჯდება. მოქმედებების მიხედვით დავყოფ:
1. იკრიბება 10-12 კაცი
2. თითოეული დადებს 50 ლარს
3. ვქირაობთ მარშუტკას
4. ერთ-ერთ შაბათ დილას ვარჩევთ და მოვდივართ აბასთუმანში, დილის 8 საათზე.
5. 12 საათზე აბასთუმანში ვართ, ვქირაობთ სულ ახალ-აშენებულ, ევროპული სტანდარტების სასტუმროს, სადაც ვსადილობთ კიდეც.
6. დღის განმავლობაში ვათვალიერებთ ახლო-მდებარე ღირშესანიშნაობებს, მაგ. ზარზმის მონასტერი ან გაქვავებული ტყე
7. საღამოს ვბრუნდებით სასტუმროში, ვვახშმობთ და ცოტას ვისვენებთ
8. როცა მოსაღამოვდება იქვე მდებარე გოგირდის თბილ და კამკამა აუზში ვბანაობთ, მოკლედ დიდ სიამოვნებას ვიღებთ
9. ბანაობის შემდეგ სასტუმროში ვბრუნდებით, ჩაის მივირთმევთ ვესტუბულში, ვლაპარაკობთ, ვუზიარებთ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს და ცოტას ვისვენებთ
10. შუაღამისას... ოოო, აი აქ იწყება მთავარი...

შუაღამისას ავდივართ აბასთუმნის ობსერვატორიაში და ტელესკოპების საშუალებით ვათვალიერებთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, მთვარეს, პლანეტებს.. მოკლედ მაგრად გვისწორდება.
11. ღამეს ვათევთ სასტუმროში.
12. დილას საუზმემდე ისევ ვბანაობთ აუზში
13. სასტუმროში ვსვამთ ჩაის, მივირთმევთ ნამდვილ ნატურალურ სმეტანას და მალინის მურაბას.
14. მეორე დღეს, კვირას, დაახლოებით დილის 11 საათისთვის მოვდივართ თბილისში, დაღლილები, მაგრამ უზომოდ ნასიამოვნები
There is no knowledge that is not power...