ოდნაკო ვითარება ნამდვილად დაძაბულია ფორუმზე. "რაზბორკები" გხვდება თითქმის ყველა განყოფილებაში, გარდა აბანოსი, სადაც სრული იდილია სუფევს და პრიორიტეტული კვლავაც ტრაკი და მეორადი სასქესო ორგანოები-ანუ ძუძუები რჩება.
ჯენერალის ძირითადი საკამათო თემა ჰაიპემარკეტი გუდვილია, ეს თემა მე პირადად მომწონს, რომ შევდივარ და მგონია, რომ გურჯისტანის პრობლემა მხოლოდ პარკებში ხორაგის ჩალაგებაა-ძან სასიამივნოა. ძან.
ფლეიმი ყარს ძირითადად. დღეს ვთხოვე ჩემს მაზლს დარეგისტრირდეს და მინდა მისი ფანკლუბი ჩამოვაყალიბო. დაპირისპირება იქაც იგრძნობა ძალუმად, ოღონდ იმდენად სმაილიკებით კოდირებულია, რომ ცოტა დავიბენი, რაც ჩემს არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს უდავოდ.
ფორუმული კათარზისი სამუშაო სახელწოდებით "სირცხვილი" მიმდინარეობს, თუმცა ვგონებ, ნახველის, შარდის და ფეკალიების მიღმა მდებარე გაბანძებები ჯერჯერობით კვლავ ბურუსშია....
ოო... ფორუმის შესახებ. კილერსა და ასიკოს შორის გაიმართა სერიოზული დიალოგი. დიალოგი-თვის ხიტი.

არ გამოტოვოთ.

პოლიტიკაშიც აღარაა სიმშვიდეა და ვნებიანი ანამჩ უტევს, ოღონდ მისი პოლიტიკური პლატფორმა ჯერჯერობით სადაოა. ასევე იქ ირჩევა ინტენსირუად რამოდენიმე სტატია. ჯგერენაია-ჭიაბეშვილი-რამიშვილი. იხილეთ ჰუმანოიდისა და მიხეილ რძის ლაჟვარდოვანი დიალოგი.
"ქალი და მამაკაცში" ახალი ტენდენციაა, ყველა ღადაობს. ადრე ვინც ტიროდა ისიც ღადაობს, უკვე მოდერებიც ღადაობენ. ღადაობს სრულიად "ქალი და მამაკაცი"
კულტურა და ხელოვნება შედარებით სტაბილურად დეგრადირებადი განყოფილებაა და თუ ვინმე ექსცენტრულს ფეხი არ აუცდა და შემთხვევით არ შემოჯლაგუნდა, ძირითადად ვდუდუნებთ ჩვენთვის. ოდნაკო, იქ რამოდენიმე სერიოზული ახალი სურათი ძევს.
მელომანიაში... ია ნე პლაკალь ია რიდალь... თანაც ამაზე უკვე გაკეთდა რაპორტი.
ხოლო მედიცინა და ჯანმრთელობა ნამდვილად სავალალო დღეშია. ეს ინეტი და განსაკუთრებით დალნეტიდან შემოსული ციება საშინლად მოქმედებს ფსიხიკაზედ.
დანარჩენ განყოფილებებში არ შევსულვარ და მაპატიეთ. უფრო სწორედ ტამ სკუშნო. მგონი.
This post has been edited by Remediosi on 9 Jan 2005, 04:43