ოდნაკო, გამარჯობა.
ერთ დროს ლეღვივით მსუყე, ახლა კი ჩირივით დაობებული ჟურნალის მორიგ გვერდს გთავაზობთ

კვლავ წელში გაიმართა და ფენიქსივით აღსდგა ფორუმის ყველაზე სერიოზული, პოლიტიკის განყოფილება. გაცოცხლების პროცესი ერთობ მტკივნეული იყო და არაერთი იუზერის უმწიკვლო რეპუტაციის მქონე კარგების თუ კეთილების ავტორიტეტი შეიწირა. მაგრამ საბოლოო ჯამში კრება არა მხოლოდ მხიარული, არამედ განაყოფიერებულიც დარჩა.
ნაყოფის მოსხმის დღე დაემთხვა ჩვენი ჩრდილოელი ძმების საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოს დედაქალაქში ვიზიტს. მას შავი ლენტები, სამგლოვიარო მუსიკა და ერთი ისტორიული შეძახილი ახლდა : "ლავროვ, იმპერიალის ნესჩასტნი, უბირაისა ... " . თუმცა ბევრმა ფორუმელმა ჩათვალა, რომ ეს იყო არა ნაყოფი, არამედ უბრალოდ შეძახილები და ამას არაფერი საერთო არა ჰქონდა
იმასთანო.
ის კი თითქმის ყველა სამამულო ტელეარხმა გადმოსცა და გააანალიზა. თუმცა ამ ანალიზში ერთი შეცდომა მაინც გაიპარა -- მომხმარებელი საბუნია რატომღაც გაიოზ ფრეწუაშვილად იქნა გასაღებული.
საინტერესო დისკუსია გაიმართა დამოუკიდებლობის დეკლარაციის აქტთან დაკავშირებით. მომხმარებელმა
ბპგ-მ სამართლიანად აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეორე მეუღლეს ამ დოკუმენტზე არათუ ხელი არა აქვს მოწერილი, არამედ საერთოდ რა ატამი რი ატამიო. ამ სიტყვებში დამაჯერებლობის შესატანად ზემოთაღნიშნულმა მომხმარებელმა არაერთგზის რეფრენი იხმარა, განსაკუთრებით ნასტირნებს კი ბურჯანაძესთან აგზავნიდა. ბურჯანაძემ ეს ყველაფერი არასწორად გაიგო და, ოღონდ თქვენ არ ინერვიულოდ, ქ-ნი მანანას მაგივრად მე მოვაწერო ხელს. საბოლოო ჯამში დოკუმენტს მანანა-არჩვაძე გამსახურდიას ორი ხელმოწერა ამშვენებს.
ქალის და მამაკაცის განყოფილებაში გაზაფხულის მოახლოება იგრძნობა. მდედრებმა გადაწყიტეს, რომ ან ახლა ან სიბერეში ერთოთახიან ბინაში ცხოვრება მარტოხელა პენსიონერებისთვის ფულის მოლოდინში. კაცების აზრი კი 2 ნაწილად გაიყო. ზოგს ოთხჯერადი სექსი გადაუვა თავზე, ზოგს კი ესეც არ უნდა, რადგანაც იცის, რომ ჭურჭელი მაინც მისი დასარეცხი იქნება.
მომავალ შეხვედრამდე.