ოკ, ვიწყებ.
ავტომობილების რაოდენობა თბილისში თვიდან თვემდე დიდი რაოდენობით მატულობს. გარდა ამისა, ერთობ დიდია იმ მძღოლთა რაოდენობდა, რომლებმაც არათუ საგზაო წესები არ იციან, არამედ ელემენტარული შინაგანი კულტურა არ გააჩნიათ.
აქედან გამომდინარეობენ საკითხები, თუ რა ქმედითი ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი სიტუაციის განსამუხტად:
1. გავზარდოთ და/ან გავაფართოვოთ ქუჩები.
აბსურდული იდეაა. რადგან გერმანელ ექსპერტთა შეფასებით თბილისში არსებული ქუჩათა ქსელი უპრობლემოდ მოემსახურებოდა დაახლ. 2.5-ჯერ მეტ მანქანას. ამისთვის საჭიროა მათი სწორი გადგეგმარება და ზუსტი ლოგისტიკური გაანგარიშებები... თუმცა ამაზე მოგვიანებით.
2. ადმინისტრირების გაუმჯობესება საპატრულო პოლიციის მუშაობის გაუმჯობესების ხარჯზე.
მეტად რთულია. რადგან წესის დამღვევები აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ. არსებული კანონმდებლობა კი საბარგულში ცეცხლჩამქრობლის გარეშე მოსიარულე მძღოლს და ორმაგი ხაზის გადამკვეთს დაახლოებით ერთიდაიმავე სიდიდის ჯარიმის გადახდას ავალდებულებს.
3. საკანონმდებლო ბაზა
საჭიროა სასწრაფოდ შეიქმნას
გამიზნული საკანონმდებლო ბაზა, რომლის პრიორიტეტი მოძრაობის შემფერხებლების დასჯა იქნება.
4. სამარშრუტო ტაქსების რაოდენობის მკვეთრი შემცირება.
მტკივნეულად ჩაივლის. ეს იქნება არა მხოლოდ დაკარგული სამუშაო ადგილები, არამედ ბევრი თბილისელისთვის წართმეული კომფორტი
5. გზების საფარის ხარისხის გაუმჯობესება.
ზოგადად აუცილებელი რამაა, თუმცა მხოლოდ გზების შეკეთება დიდი ხარჯების, მოძრაობის სიჩქარის და ავარიების რაოდენობის გარდა არაფერს მოიტანს.
ახლა გეგმარებას და ლოგისტიკას რაც შეეხება.
1. საჭიროა დაითვალოს მოძრაობის ინტენსიობა თბილისის ყველა მნიშვნელოვან მაგისტრალზე.
2. საჭიროა დადგინდეს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე "მარშრუტკების", ავტობუსების, ტროლეიბუსების (კატაფალკების

) ხვედრითი წილი.
3. საჭიროა შეჯამდეს დარღვევათა სტატისტიკა და მათი როლი მოძრაობის პარალიზებაზე.
ამის შედეგად.
1. უნდა დახარისხეს საქალაქო ქუჩები მათი სიდიდის, გამტარუნარიანობის მიხედვით. შემოღებულ იქნას ამა თუ იმ კატეგორიაზე სიჩქარის ლიმიტი.
2. კარგად დაიხაზოს ქუჩები. (ხარისხზე მკაცრი კონტროლის დაწესებით)
3. დაიწყოს პარკირების პრობლემის რეალური მოგვარება.
ნუ ძირითადად ეს თემებია. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე საკითხი გამომრჩა და ვინმე თუ დამეხმარება, მხოლოდ მადლიერი ვიქნები.
და ბოლოს. ყველაფერი რაც დავწერე სისულელე იქნება, თუ არ გატარდა მკაცრი ზომები ბოზობის და ბოლშევიზმის ჩათვლით (სრულიად სერიოზულად).
ანუ, უნდა ავირჩიოთ, ან:
"გამარჯობათ, ლესელიძის ქუჩას შუაში ორი მანქანაა გაჩერებული და მათი მძღოლები ერთმანეთს ებაასებიან. მათი ნომრებია ***-*** და ***-***"
ან ის რაც არის.
ოღონდ "ესეც იყოს, ისიც იყოს" არ გამოვა.